მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წარმოუდგენელი ისტორიული დამთხვევები
წარმოუდგენელი ისტორიული დამთხვევები

ამ­ბო­ბენ, შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რი­აო. მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­ა­ში უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო დამ­თხვე­ვე­ბია, რო­მელ­თა შო­რი­საც მის­ტი­კურ კავ­შირს, ახ­სნა არ აქვს... გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს:

ედ­ვინ ბუთი და რო­ბერტ ლინ­კოლ­ნი

აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნის სიკ­ვდი­ლამ­დე, მისი ვაჟი, რო­ბერ­ტი, ნიუ-ჯერ­სის შტატ­ში გა­ემ­გზავ­რა. რო­დე­საც მა­ტა­რე­ბე­ლი და­იძ­რა, ახალ­გაზ­რდა ლინ­კოლ­ნი შემ­თხვე­ვით პლატ­ფორ­მი­დან დაბ­ლა ჩა­ვარ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვი­ღა­ცამ სა­ყე­ლო­ზე სტა­ცა ხელი და პლატ­ფორ­მის უსაფრ­თხო ად­გი­ლას აიყ­ვა­ნა. მისი მხსნე­ლი ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი ედ­ვინ ბუთი აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლის ძმამ, ჯონ უილკს ბუთ­მა შემ­დგომ­ში აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნი მოკ­ლა.

გავ­რი­ლო პრინ­ცი­პი და ერ­ცჰერ­ცოგ ფრანც ფერ­დი­ნან­დი

ბოს­ნი­ელ­მა რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­მა გავ­რი­ლო პრინ­ციპ­მა, რო­მელ­მაც ავ­სტრი­ე­ლი ერ­ცჰერ­ცო­გი მოკ­ლა, თა­ვი­სი მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მო­ა­ხერ­ხა. მას შემ­დეგ, რაც პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა, გას­წო­რე­ბო­და ერ­ცჰერ­ცოგს, კრა­ხით დას­რულ­და, რა­დი­კალ­მა სხვა ხერ­ხს მი­მარ­თა. ავ­ტო­მო­ბილს, რომ­ლი­თაც ფრანც ფერ­დი­ნან­დი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მგზავ­რობ­და, გზა აებ­ნა. მძღოლ­მა მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა და უკან მობ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. სწო­რედ ამ დროს გა­და­წყვი­ტა პრინ­ციპ­მა, ეს შან­სი ხე­ლი­დან არ გა­ეშ­ვა და რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა ფრანც ფერ­დი­ნან­დს. შე­საძ­ლოა, მძღოლს სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა რომ აეღო, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი არც კი მომ­ხდა­რი­ყო.

ჯე­იმს დინი და მისი "მკვლე­ლი" ავ­ტო­მო­ბი­ლი

ჯე­იმს დინი XX სა­უ­კუ­ნის 50-იანი წლე­ბის ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ. სიმ­პა­ტი­ურ ნი­ჭი­ერ მსა­ხი­ობს ვარ­სკვლა­ვურ კა­რი­ე­რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, თუმ­ცა 1955 წელს 24 წლის დინი სა­ში­ნელ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა, რო­დე­საც სპორ­ტულ კაბ­რი­ო­ლეტს Porsche Spyder-ს მარ­თავ­და. ჯე­იმ­სი ძალ­ზედ ამა­ყობ­და თა­ვი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლით, რო­მელ­საც მეტ­სა­ხე­ლად "პა­ტა­რა ნა­ბიჭ­ვარს" უწო­დებ­და და რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თეს­და სიკ­ვდილს მის გარ­შე­მო...

1. ავა­რი­ის შემ­დეგ, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნის ნარ­ჩე­ნე­ბის ავ­ტო­ფა­რეხ­ში მო­თავ­სე­ბა გა­და­წყვი­ტეს. რკი­ნის გრო­ვამ, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად მან­ქა­ნის მი­საბ­მე­ლი­დან გად­მო­ვარ­და, ერთ-ერთი ავ­ტო­მე­ქა­ნი­კო­სი და­ა­სა­ხიჩ­რა.

2. სპორ­ტულ მან­ქა­ნა­ში, რო­მელ­საც ქი­რურ­გი სა­ხე­ლად უი­ლი­ამ ეშ­რი­კი მარ­თავ­და, და­ა­მონ­ტა­ჟეს "პა­ტა­რა ნა­ბიჭ­ვრის" ძრა­ვა. ერთ-ერთი შე­ჯიბ­რის დროს მან­ქა­ნამ წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა, ეშ­რი­კი და­ი­ღუ­პა...

3. უამ­რავ ადა­მი­ანს სურ­და, აღედ­გი­ნა სა­ბე­დის­წე­რო Porsche, თუმ­ცა ავ­ტო­ფა­რეხს, რო­მელ­შიც მან­ქა­ნას არე­მონ­ტებ­დნენ, გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში ცე­ცხლი წა­ე­კი­და.

4. შემ­დეგ ავ­ტო­მო­ბი­ლი ქა­ლაქ საკ­რა­მენ­ტოს გა­მო­ფე­ნა­ზე გა­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ის პო­დი­უ­მი­დან ჩა­მო­ვარ­და და იქვე მყოფ მო­ზარდს ბარ­ძა­ყი და­უ­ზი­ა­ნა.

5. 1959 წელს წყე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის აღ­სას­რუ­ლის დღეც დად­გა, რო­დე­საც ამო­უხ­სნე­ლი მი­ზე­ზით უეც­რად 11 ნა­წი­ლად და­ი­შა­ლა.

მარკ ტვე­ნი და კო­მე­ტა გა­ლეა

მწე­რა­ლი მარკ ტვე­ნი 1835 წელს და­ი­ბა­და, იმ დღეს, რო­დე­საც დე­და­მი­წას კო­მე­ტა გა­ლე­ამ ჩა­უფ­რი­ნა. 1910 წელს, მისი სიკ­ვდი­ლის დღეს კო­მე­ტა კვლავ გა­მოჩ­ნდა, რო­გორც ეს მწე­რალ­მა იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა...

"ტი­ტა­ნი­კი" და ტი­ტა­ნი

1898 წელს, "ტი­ტა­ნი­კის" ტრა­გე­დი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე წლით ადრე, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში იმ დრო­ის­თვის ჯერ კი­დევ ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ­მა მწე­რალ­მა მორ­გან ენ­დრიუ რო­ბერტსონ­მა, რო­მე­ლიც მცი­რე პრო­ზით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, გა­მოს­ცა ნო­ვე­ლა "ამა­ო­ე­ბა". მას­ში აღ­წე­რი­ლი იყო უზარ­მა­ზა­რი ლა­ი­ნე­რის პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი რე­ი­სი. გემს ერ­ქვა "ტი­ტა­ნი". ნო­ვე­ლის მი­ხედ­ვით, ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი ლა­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც კი აქამ­დე აშე­ნე­ბუ­ლა. რო­ბერტსო­ნის "ტი­ტა­ნი" წარ­მო­ად­გენ­და გემთმშე­ნებ­ლო­ბის შე­დევ­რს უზარ­მა­ზა­რი გემ­ბა­ნე­ბით, უმაღ­ლე­სი კლა­სის კა­ი­უ­ტე­ბით, ჩა­უ­ძი­რავ­სა და და­უ­მარ­ცხე­ბელს, თუმ­ცა...

...აპ­რი­ლის ერთ ცივ სა­ღა­მოს ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში ძა­ლი­ან დიდი სიჩ­ქა­რით, 25 კვან­ძით მი­ცუ­რავ­და "ტი­ტა­ნი". ირ­გვლივ სი­ჩუ­მე სუ­ფევ­და. გე­მის 3000 მგზავ­რი­დან კა­ტას­ტრო­ფა­ზე არა­ვინ ეჭ­ვობ­და. უეც­რად ლა­ი­ნე­რის პირ­და­პირ, ნის­ლი­დან აის­ბერ­გის კონ­ტუ­რე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა. რამ­დე­ნი­მე წა­მიც და 45 000-ტო­ნი­ა­ნი "ტი­ტა­ნი" ყი­ნუ­ლის მთას შე­ე­ჯა­ხა. სულ მალე ლა­ი­ნე­რი ფსკე­რის­კენ წა­ვი­და...

ლუ­დო­ვი­კო XVI და 21 რი­ცხვი

რო­დე­საც საფ­რან­გე­თის მეფე ლუ­დო­ვი­კო XVI ჯერ კი­დევ ბავ­შვი იყო, ას­ტრო­ლოგ­მა უთხრა, ფრთხი­ლად ყო­ფი­ლი­ყო ყო­ვე­ლი თვის 21 რი­ცხვში. ამ პროგ­ნოზ­მა ისე შე­ა­ში­ნა მეფე, რომ ის არა­ფერს გეგ­მავ­და 21 რი­ცხვში. საფ­რან­გე­თის რე­ვო­ლუ­ცი­ამ კი მეფე აი­ძუ­ლა, ჩვე­უ­ლე­ბის­თვის ეღა­ლა­ტა. 1791 წლის 21 ივ­ნისს მეფე და დე­დო­ფა­ლი ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბი­სას და­ა­პა­ტიმ­რეს. შემ­დეგ, იმა­ვე წლის 21 სექ­ტემ­ბერს საფ­რან­გე­თი რეს­პუბ­ლი­კად გა­მო­ცხად­და. 1793 წლის 21 იან­ვარს კი მეფე ლუ­დო­ვი­კო XVI გი­ლი­ო­ტი­ნა­ზე სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს.

რი­ჩარდ ლო­უ­რენ­სი და ენ­დრიუ ჯექ­სო­ნი

1935 წელს რი­ჩარდ ლო­უ­რენ­სი ამე­რი­კის იმ­ჟა­მინ­დელ პრე­ზი­დენტს, ენ­დრიუ ჯექ­სონს და­ეს­ხა თავს. მას თან 2 რე­ვოლ­ვე­რი ჰქონ­და. ერთ-ერთი მათ­გა­ნი პრე­ზი­დენტს ზურ­გში და­უ­მიზ­ნა, მაგ­რამ რო­დე­საც სას­ხლეტს გა­მოკ­რა ხელი, ია­რაღ­მა უმტყუ­ნა. შემ­დეგ ბო­როტ­მოქ­მე­დი ჯექ­სონს უფრო მი­უ­ახ­ლოვ­და და პირ­და­პირ და­უ­მიზ­ნა მე­ო­რე რე­ვოლ­ვე­რი, თუმ­ცა ამ­ჯე­რა­დაც არ გა­უ­მარ­თლა და ია­რა­ღი გა­ე­ჭე­და. სწო­რედ ამ მო­მენ­ტში ვაი-მკვლელ­მა ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია და ის და­ა­კა­ვეს. რო­დე­საც პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ია­რა­ღე­ბი შე­ა­მოწ­მეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ ორი­ვე მუშა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

სტა­ლი­ნი და თე­მურ ლენ­გის წყევ­ლა

1941 წლის ივ­ნის­ში სტა­ლინ­მა ან­თრო­პო­ლო­გე­ბის ჯგუ­ფი მი­ავ­ლი­ნა სა­მარ­ყან­დში, უზ­ბე­კეთ­ში. საბ­ჭო­თა ან­თრო­პო­ლოგ­თა ჯგუფს, რო­მელ­საც მი­ხე­ილ გე­რა­სი­მო­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით თე­მურ ლენ­გის საფ­ლა­ვი უნდა გა­ეხ­სნა და გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. არ­სე­ბუ­ლი ლე­გენ­დით, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ჯგუ­ფის წევ­რე­ბი გა­აფრ­თხი­ლეს, რომ თუ ისი­ნი საფ­ლავს გახ­სნიდ­ნენ, თავს დიდი უბე­დუ­რე­ბა და­ა­ტყდე­ბო­დათ, რად­გან საფ­ლავ­ზე ეწე­რა: "რა ჟამს გა­იხ­სნას ჩემი გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი, მო­იც­ვას მსოფ­ლიო სის­ხლი­ან­მა ომმა…" გე­რა­სი­მოვ­მა გაფრ­თხი­ლე­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და 1941 წლის 21 ივ­ნისს საფ­ლა­ვი გახ­სნა...

1941 წლის 22 ივ­ნისს გერ­მა­ნია საბ­ჭო­თა კავ­შირს თავს და­ეს­ხა. არა­ვინ იცის, ახდა თუ არა თე­მურ ლენ­გის წყევ­ლა, ფაქ­ტია, რომ 4 წლის მან­ძილ­ზე მსოფ­ლიო სის­ხლისმღვრელ­მა ომმა მო­იც­ვა...

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

წარმოუდგენელი ისტორიული დამთხვევები

წარმოუდგენელი ისტორიული დამთხვევები

ამბობენ, შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი კანონზომიერიაო. მაგალითად, ისტორიაში უამრავი საინტერესო დამთხვევებია, რომელთა შორისაც მისტიკურ კავშირს, ახსნა არ აქვს... გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ედვინ ბუთი და რობერტ ლინკოლნი

აბრაამ ლინკოლნის სიკვდილამდე, მისი ვაჟი, რობერტი, ნიუ-ჯერსის შტატში გაემგზავრა. როდესაც მატარებელი დაიძრა, ახალგაზრდა ლინკოლნი შემთხვევით პლატფორმიდან დაბლა ჩავარდა. საბედნიეროდ, ვიღაცამ საყელოზე სტაცა ხელი და პლატფორმის უსაფრთხო ადგილას აიყვანა. მისი მხსნელი ამერიკელი მსახიობი ედვინ ბუთი აღმოჩნდა, რომლის ძმამ, ჯონ უილკს ბუთმა შემდგომში აბრაამ ლინკოლნი მოკლა.

გავრილო პრინციპი და ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდი

ბოსნიელმა რევოლუციონერმა გავრილო პრინციპმა, რომელმაც ავსტრიელი ერცჰერცოგი მოკლა, თავისი მზაკვრული გეგმის განხორციელება სრულიად შემთხვევით მოახერხა. მას შემდეგ, რაც პირველი მცდელობა, გასწორებოდა ერცჰერცოგს, კრახით დასრულდა, რადიკალმა სხვა ხერხს მიმართა. ავტომობილს, რომლითაც ფრანც ფერდინანდი მეუღლესთან ერთად მგზავრობდა, გზა აებნა. მძღოლმა მანქანა გააჩერა და უკან მობრუნება გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა პრინციპმა, ეს შანსი ხელიდან არ გაეშვა და რამდენჯერმე ესროლა ფრანც ფერდინანდს. შესაძლოა, მძღოლს სწორი მიმართულება რომ აეღო, პირველი მსოფლიო ომი არც კი მომხდარიყო.

ჯეიმს დინი და მისი "მკვლელი" ავტომობილი

ჯეიმს დინი XX საუკუნის 50-იანი წლების ჰოლივუდის მსახიობი გახლდათ. სიმპატიურ ნიჭიერ მსახიობს ვარსკვლავურ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა 1955 წელს 24 წლის დინი საშინელ ავტოკატასტროფაში დაიღუპა, როდესაც სპორტულ კაბრიოლეტს Porsche Spyder-ს მართავდა. ჯეიმსი ძალზედ ამაყობდა თავისი ავტომობილით, რომელსაც მეტსახელად "პატარა ნაბიჭვარს" უწოდებდა და რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თესდა სიკვდილს მის გარშემო...

1. ავარიის შემდეგ, ძვირადღირებული მანქანის ნარჩენების ავტოფარეხში მოთავსება გადაწყვიტეს. რკინის გროვამ, რომელიც მოულოდნელად მანქანის მისაბმელიდან გადმოვარდა, ერთ-ერთი ავტომექანიკოსი დაასახიჩრა.

2. სპორტულ მანქანაში, რომელსაც ქირურგი სახელად უილიამ ეშრიკი მართავდა, დაამონტაჟეს "პატარა ნაბიჭვრის" ძრავა. ერთ-ერთი შეჯიბრის დროს მანქანამ წონასწორობა დაკარგა, ეშრიკი დაიღუპა...

3. უამრავ ადამიანს სურდა, აღედგინა საბედისწერო Porsche, თუმცა ავტოფარეხს, რომელშიც მანქანას არემონტებდნენ, გაურკვეველ ვითარებაში ცეცხლი წაეკიდა.

4. შემდეგ ავტომობილი ქალაქ საკრამენტოს გამოფენაზე გაიყვანეს, სადაც ის პოდიუმიდან ჩამოვარდა და იქვე მყოფ მოზარდს ბარძაყი დაუზიანა.

5. 1959 წელს წყეული ავტომობილის აღსასრულის დღეც დადგა, როდესაც ამოუხსნელი მიზეზით უეცრად 11 ნაწილად დაიშალა.

მარკ ტვენი და კომეტა გალეა

მწერალი მარკ ტვენი 1835 წელს დაიბადა, იმ დღეს, როდესაც დედამიწას კომეტა გალეამ ჩაუფრინა. 1910 წელს, მისი სიკვდილის დღეს კომეტა კვლავ გამოჩნდა, როგორც ეს მწერალმა იწინასწარმეტყველა...

"ტიტანიკი" და ტიტანი

1898 წელს, "ტიტანიკის" ტრაგედიამდე რამდენიმე წლით ადრე, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ დროისთვის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილმა მწერალმა მორგან ენდრიუ რობერტსონმა, რომელიც მცირე პროზით იყო გატაცებული, გამოსცა ნოველა "ამაოება". მასში აღწერილი იყო უზარმაზარი ლაინერის პირველი და უკანასკნელი რეისი. გემს ერქვა "ტიტანი". ნოველის მიხედვით, ეს იყო ყველაზე დიდი ლაინერი, რომელიც კი აქამდე აშენებულა. რობერტსონის "ტიტანი" წარმოადგენდა გემთმშენებლობის შედევრს უზარმაზარი გემბანებით, უმაღლესი კლასის კაიუტებით, ჩაუძირავსა და დაუმარცხებელს, თუმცა...

...აპრილის ერთ ცივ საღამოს ატლანტის ოკეანეში ძალიან დიდი სიჩქარით, 25 კვანძით მიცურავდა "ტიტანი". ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. გემის 3000 მგზავრიდან კატასტროფაზე არავინ ეჭვობდა. უეცრად ლაინერის პირდაპირ, ნისლიდან აისბერგის კონტურები გამოიკვეთა. რამდენიმე წამიც და 45 000-ტონიანი "ტიტანი" ყინულის მთას შეეჯახა. სულ მალე ლაინერი ფსკერისკენ წავიდა...

ლუდოვიკო XVI და 21 რიცხვი

როდესაც საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XVI ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ასტროლოგმა უთხრა, ფრთხილად ყოფილიყო ყოველი თვის 21 რიცხვში. ამ პროგნოზმა ისე შეაშინა მეფე, რომ ის არაფერს გეგმავდა 21 რიცხვში. საფრანგეთის რევოლუციამ კი მეფე აიძულა, ჩვეულებისთვის ეღალატა. 1791 წლის 21 ივნისს მეფე და დედოფალი ქვეყნიდან გაქცევის მცდელობისას დააპატიმრეს. შემდეგ, იმავე წლის 21 სექტემბერს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა. 1793 წლის 21 იანვარს კი მეფე ლუდოვიკო XVI გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს.

რიჩარდ ლოურენსი და ენდრიუ ჯექსონი

1935 წელს რიჩარდ ლოურენსი ამერიკის იმჟამინდელ პრეზიდენტს, ენდრიუ ჯექსონს დაესხა თავს. მას თან 2 რევოლვერი ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი პრეზიდენტს ზურგში დაუმიზნა, მაგრამ როდესაც სასხლეტს გამოკრა ხელი, იარაღმა უმტყუნა. შემდეგ ბოროტმოქმედი ჯექსონს უფრო მიუახლოვდა და პირდაპირ დაუმიზნა მეორე რევოლვერი, თუმცა ამჯერადაც არ გაუმართლა და იარაღი გაეჭედა. სწორედ ამ მომენტში ვაი-მკვლელმა ხალხის ყურადღება მიიქცია და ის დააკავეს. როდესაც პოლიციელებმა იარაღები შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ ორივე მუშა მდგომარეობაში იყო.

სტალინი და თემურ ლენგის წყევლა

1941 წლის ივნისში სტალინმა ანთროპოლოგების ჯგუფი მიავლინა სამარყანდში, უზბეკეთში. საბჭოთა ანთროპოლოგთა ჯგუფს, რომელსაც მიხეილ გერასიმოვი ხელმძღვანელობდა, სტალინის ბრძანებით თემურ ლენგის საფლავი უნდა გაეხსნა და გამოკვლევა ჩაეტარებინა. არსებული ლეგენდით, ადგილობრივებმა ჯგუფის წევრები გააფრთხილეს, რომ თუ ისინი საფლავს გახსნიდნენ, თავს დიდი უბედურება დაატყდებოდათ, რადგან საფლავზე ეწერა: "რა ჟამს გაიხსნას ჩემი განსასვენებელი, მოიცვას მსოფლიო სისხლიანმა ომმა…" გერასიმოვმა გაფრთხილება არ გაითვალისწინა და 1941 წლის 21 ივნისს საფლავი გახსნა...

1941 წლის 22 ივნისს გერმანია საბჭოთა კავშირს თავს დაესხა. არავინ იცის, ახდა თუ არა თემურ ლენგის წყევლა, ფაქტია, რომ 4 წლის მანძილზე მსოფლიო სისხლისმღვრელმა ომმა მოიცვა...

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"