პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
45 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
 45 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

45 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე საკ­რე­ბუ­ლოს შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამომ­რჩე­ვე­ლი 9 მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატს აირ­ჩევს. რო­გორც AMBEBI.GE-ს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ი­დან აც­ნო­ბეს, არ­ჩევ­ნე­ბი გლ­და­ნის, გარ­დაბ­ნის, კას­პის, წყალ­ტუ­ბოს, ოზურ­გე­თის, ხო­ბის და ზუგ­დი­დის ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბის 45 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე იმარ­თე­ბა.

არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის 23 კან­დი­და­ტი და­რე­გის­ტრირ­და, რო­მელ­თა­გა­ნაც ამომ­რჩე­ველ­მა 9 მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი უნდა აირ­ჩი­ოს. ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 54, 314-ს შე­ად­გენს.

არ­ჩევ­ნებ­ზე "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" 9 კან­დი­და­ტი ჰყავს წარ­დგე­ნი­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" - 3, ხოლო "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს" - 1. მი­ქე­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია მზად არის არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ფე­სი­ულ და ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდომ გა­რე­მო­ში ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

"თი­თო­ე­ულ უბანს უკვე გა­და­ე­ცა ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი და დო­კუ­მენ­ტა­ცია: სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი, მათ შო­რის, ორე­ნო­ვა­ნი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი (5 750) აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი თე­მის­თვის, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი, ასე­ვე გა­მა­დი­დე­ბე­ლი ლინ­ზე­ბი მცი­რემ­ხედ­ვე­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის. საკ­რე­ბუ­ლოს შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა ყვე­ლა ად­გი­ლობ­რივ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში მოხ­და საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დამ­დე შე­წყვე­ტის გამო", - აცხა­დე­ბენ ცეს­კო­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი ამომ­რჩევ­ლის­თვის 08:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნა. ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­სი 20:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია ხმის დათ­ვლის პრო­ცე­დუ­რებს და­ი­წყებს. ცეს­კო სა­უბ­ნო შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქ­მებს მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნებს კო­მი­სი­ის სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე: results.cec.gov.ge

22 მა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის 5 სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ესე­ნია: №1 - "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო"; №5 - "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"; №33 - "ირაკ­ლი ალა­სა­ნია-თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი"; №24 - "სა­ხალ­ხო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა"; №41 - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"; არ­ჩევ­ნებ­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობს ორი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის მიერ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბი გარ­და­ბან­სა და ოზურ­გეთ­ში.

45 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

 45 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

45 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველი 9 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. როგორც AMBEBI.GE-ს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე იმართება.

არჩევნებში მონაწილეობისთვის 23 კანდიდატი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც ამომრჩეველმა 9 მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიოს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54, 314-ს შეადგენს.

არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" 9 კანდიდატი ჰყავს წარდგენილი, "ნაციონალურ მოძრაობას" - 3, ხოლო "თავისუფალ დემოკრატებს" - 1. მიქელაძის განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

"თითოეულ უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია: საარჩევნო ბიულეტენები, მათ შორის, ორენოვანი ბიულეტენები (5 750) აზერბაიჯანული თემისთვის, შემაჯამებელი ოქმები, ასევე გამადიდებელი ლინზები მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის. საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა ყველა ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო", - აცხადებენ ცესკოში.

მათივე ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე: results.cec.gov.ge

22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 5 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. ესენია: №1 - "თავისუფალი საქართველო"; №5 - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; №33 - "ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები"; №24 - "სახალხო ხელისუფლება"; №41 - "ქართული ოცნება"; არჩევნებში ასევე მონაწილეობს ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები გარდაბანსა და ოზურგეთში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."