მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მიდიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები პოლიტიკაში
რატომ მიდიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები პოლიტიკაში

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ხში­რად საქ­მი­ა­ნო­ბას პო­ლი­ტი­კა­ში აგ­რძე­ლე­ბენ.

მომ­ღერ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, სპორ­ტსმე­ნე­ბი, მწერ­ლე­ბი და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა სფე­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტში მუ­დამ იკა­ვებ­დნენ სკა­მებს, თუმ­ცა რამ­დე­ნად იყო მათი საქ­მი­ა­ნო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად სა­სარ­გებ­ლო ქვეყ­ნის­თვის, ამას თა­ვად ხალ­ხი შე­ა­ფა­სებს.

ერთ-ერთი ბოლო, რო­მელ­მაც პო­ლი­ტი­კა­ში ფეხი შედ­გა, მსოფ­ლიო ბანი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეა. მის პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ხალ­ხი, ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შე­მოდ­გო­მა­ზე და­გეგ­მილ არ­ჩევ­ნებ­ზე შე­ა­ფა­სებს.

რა­ტომ მი­დი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში, რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი და რამ­დე­ნად უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ALLNEWS.GE ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­სტი­ტუ­ტის დოქ­ტო­რანტს, გრი­გოლ გე­გე­ლი­ას ესა­უბ­რა.

- რა­ტომ მი­დი­ან პო­ლი­ტი­კა­ში აპო­ლი­ტი­კუ­რი, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი?

- ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი რე­სურ­სის ნაკ­ლე­ბო­ბაა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორს გუ­ლის­ხმობს, პირ­ველ რიგ­ში, ფი­ნან­სურ კუ­თხეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პო­ლი­ტი­კას სჭირ­დე­ბა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის კა­პი­ტა­ლი, რაც სამ­წუ­ხა­როდ არ არის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში.

ხში­რად სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხე­ბი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ხელ­შია და შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი გან­სა­ზღვრა­ვენ პო­ლი­ტი­კას. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ პი­რებს მეტი ფი­ნან­სუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი კა­პი­ტა­ლი აქვთ, ჰყავთ ბევ­რი ნაც­ნო­ბი, და პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა არ უჭირთ.

რე­სურ­სის გარ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ან­ტი­პო­ლი­ტი­კუ­რო­ბა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ლუ­რად პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი არ არის, რაც ალ­ბათ პა­რა­დოქ­სუ­ლად ჟღერს.

თით­ქოს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უბ­რობს, მე­დი­აც, მო­სახ­ლე­ო­ბაც, ადა­მი­ა­ნი იფიქ­რებს, რომ ჩვენ­თან კარ­გი და აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ეს არის მითი. წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რატომ მიდიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები პოლიტიკაში

რატომ მიდიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები პოლიტიკაში

საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ხშირად საქმიანობას პოლიტიკაში აგრძელებენ.

მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები, მწერლები და ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლები პარლამენტში მუდამ იკავებდნენ სკამებს, თუმცა რამდენად იყო მათი საქმიანობა პოლიტიკურად სასარგებლო ქვეყნისთვის, ამას თავად ხალხი შეაფასებს.

ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც პოლიტიკაში ფეხი შედგა, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძეა. მის პოლიტიკურ საქმიანობასაც ხალხი, ოდნავ მოგვიანებით, შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებზე შეაფასებს.

რატომ მიდიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები პოლიტიკაში, როგორია საქართველოში პოლიტიკური პროცესები და რამდენად უნდა იყოს ჩართული მოსახლეობა პოლიტიკურ საქმიანობაში, ამ საკითხებთან დაკავშირებით ALLNEWS.GE ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტს, გრიგოლ გეგელიას ესაუბრა.

- რატომ მიდიან პოლიტიკაში აპოლიტიკური, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები?

- ამის ერთ-ერთი მიზეზი რესურსის ნაკლებობაა, რომელიც რამდენიმე ფაქტორს გულისხმობს, პირველ რიგში, ფინანსურ კუთხეს. მოგეხსენებათ, პოლიტიკას სჭირდება საკმარისი რაოდენობის კაპიტალი, რაც სამწუხაროდ არ არის ქართულ პოლიტიკაში.

ხშირად სერიოზული თანხები რამდენიმე ადამიანის ხელშია და შესაბამისად, ისინი განსაზღვრავენ პოლიტიკას. ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს მეტი ფინანსური, სოციალური და კულტურული კაპიტალი აქვთ, ჰყავთ ბევრი ნაცნობი, და პოლიტიკაში მოსვლა არ უჭირთ.

რესურსის გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ანტიპოლიტიკურობა. დღეს საქართველოში რეალურად პოლიტიკური პროცესი არ არის, რაც ალბათ პარადოქსულად ჟღერს.

თითქოს ყველა პოლიტიკაზე საუბრობს, მედიაც, მოსახლეობაც, ადამიანი იფიქრებს, რომ ჩვენთან კარგი და აქტიური პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, თუმცა ეს არის მითი. წაიკითხეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."