პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა იმართება
 ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა იმართება

ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ვარ­დე­ბის მო­ედ­ნი­დან აწყუ­რის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტით მსვლე­ლო­ბა იმარ­თე­ბა. სა­პატ­რი­არ­ქომ 17 მა­ი­სი ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცი­სა და სიწ­მინ­დის დაც­ვის დღედ და­ა­წე­სა. მსვლე­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ტაძ­რე­ბის მრევ­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს. მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ივ­ლი­ან რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირს და ხატს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მი­აბ­რძა­ნე­ბენ. მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია მე­ო­რე და­ლო­ცავს და ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს მი­უ­ლო­ცავს მრევლს, მორ­წმუ­ნე­ებს, რის შემ­დე­გაც ტა­ძარ­ში ღვთის­მშობ­ლის პა­რაკ­ლისს გა­და­იხ­დის.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს თან აქვთ აწყუ­რის ღვთიმსშობ­ლის ხა­ტის ას­ლე­ბი, ისი­ნი ოჯა­ხებ­თან, შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბი­ან. მსვლე­ლო­ბა­ში ასე­ვე ჩო­ხოს­ნე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. გა­მარ­თუ­ლი მსვლე­ლო­ბის გამო, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი და ბა­რათშ­ვი­ლის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია გა­და­კე­ტი­ლია. მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ბოთ­ლე­ბით წყა­ლი და­ახ­ვედ­რეს.

"დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა 21"-ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ვა­სა­ძის თქმით, მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან 200-ზე მეტი სტუ­მა­რი უერ­თდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხუ­რი კულ­ტუ­რის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცია. რო­გორც ლე­ვან ვა­სა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს უწ­მინ­დე­სის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი დღის აღ­ნიშ­ვნა­ში.

იხი­ლეთ კად­რე­ბი მსვლე­ლო­ბი­დან

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა იმართება

 ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა იმართება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ვარდების მოედნიდან აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა იმართება. საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღედ დააწესა. მსვლელობაში რამდენიმე ათეული სასულიერო პირი, ასევე სხვადასხვა ტაძრების მრევლი მონაწილეობს. მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს და ხატს სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ. მსვლელობის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დალოცავს და ოჯახის სიწმინდის დღეს მიულოცავს მრევლს, მორწმუნეებს, რის შემდეგაც ტაძარში ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ აწყურის ღვთიმსშობლის ხატის ასლები, ისინი ოჯახებთან, შვილებთან ერთად იმყოფებიან. მსვლელობაში ასევე ჩოხოსნებიც მონაწილეობენ. გამართული მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირი და ბარათშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. მსვლელობის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ორგანიზატორებმა ბოთლებით წყალი დაახვედრეს.

"დემოგრაფიული საზოგადოება 21"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძის თქმით, მთელი მსოფლიოდან 200-ზე მეტი სტუმარი უერთდება საქართველოში ოჯახური კულტურის მხარდამჭერ აქცია. როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, სასიხარულოა, რომ მონაწილეობას იღებს უწმინდესის მიერ დაარსებული დღის აღნიშვნაში.

იხილეთ კადრები მსვლელობიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია