სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელფასები მერიაში "ოცნებამდე" და ახლა
ხელფასები მერიაში "ოცნებამდე" და ახლა

თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პრე­მია-და­ნა­მა­ტე­ბის მო­ცუ­ლო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია და თა­ნაც არ­ცთუ უმ­ნიშ­ვნე­ლოდ, თუმ­ცა სის­ტე­მა ჯერ კი­დევ მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ბოლო პე­რი­ოდ­ში ხში­რად ის­მის ბრალ­დე­ბა გაზ­რდილ ხელ­ფა­სებ­სა და პრე­მი­ებ­ზე. "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნან­სი" შე­ე­ცა­და შე­ე­და­რე­ბი­ნა, რო­მე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში უფრო მეტ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღებ­დნენ ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი.

რა სა­ხის პრე­მია-და­ნა­მა­ტი გა­ი­ცე­მო­და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო წლებ­ში და რამ­დენს იღე­ბენ "ოც­ნე­ბის" თბი­ლი­სე­ლი მო­ხე­ლე­ე­ბი, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ზეთ­მა ინ­ფორ­მა­ცია დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ი­დან გა­მო­ი­თხო­ვა. მი­ღე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ით­ქვას, რომ 2014 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ თბი­ლი­სის მე­რი­ის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა სა­შუ­ა­ლო ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სავ­ლე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

ხელ­ფა­სე­ბი "ოც­ნე­ბამ­დე" და ახლა

თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2014 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მე­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი და ვიცე-მე­რე­ბი ყო­ველ­თვი­უ­რად საკ­მა­ოდ დიდი ოდე­ნო­ბით პრე­მია-და­ნა­მატს იღებ­დნენ, შე­სა­ბა­მი­სად, მათი შე­მო­სა­ვა­ლი წლი­უ­რად 100 ათას ლარ­საც კი უტოლ­დე­ბო­და.

რო­გორც მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, 2013 წელს თბი­ლი­სის ვიცე-მერ­მა სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძემ ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით სულ 89 243 ლარი აიღო, სა­ი­და­ნაც 30 162 ლარი იყო ხელ­ფა­სი, 37 693 ლარი და­ნა­მა­ტი, 21 387 ლარი კი - პრე­მია. რაც შე­ე­ხე­ბა 2014 წელს, ივ­ლი­სის ჩათ­ვლით სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძემ სულ 55 360 ლარი მი­ი­ღო და მა­ში­ნაც მისი სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი და პრე­მია ხელ­ფასს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბო­და. ვიცე-მერ­მა (რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა) 2014 წლის 6 თვე­ში სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სა­ხით მი­ი­ღო 23 456 ლარი, პრე­მი­ის კი - 13 050 ლარი.

2013 წელს 90 585 ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა მი­ი­ღო მე­რის მო­ად­გი­ლემ, ირაკ­ლი აბე­სა­ძემ. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხი­დან 31 401 ლარი იყო ხელ­ფა­სი, 37 383 ლარი და­ნა­მა­ტი, 21 800 ლარი კი პრე­მია. 2014 წლის 7 თვე­ში კი აბე­სა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას 50 953 ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა მი­ი­ღო, სა­ი­და­ნაც ხელ­ფა­სი იყო 17 895 ლარი, და­ნა­მა­ტი - 21 858 ლარი, პრე­მი­ის ოდე­ნო­ბამ კი 11 200 ლარი შე­ად­გი­ნა  გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ხელფასები მერიაში "ოცნებამდე" და ახლა

ხელფასები მერიაში "ოცნებამდე" და ახლა

თბილისის მერიაში წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, პრემია-დანამატების მოცულობა შემცირებულია და თანაც არცთუ უმნიშვნელოდ, თუმცა სისტემა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლო პერიოდში ხშირად ისმის ბრალდება გაზრდილ ხელფასებსა და პრემიებზე. "ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა შეედარებინა, რომელი ხელისუფლების პირობებში უფრო მეტ ანაზღაურებას იღებდნენ ჩინოვნიკები.

რა სახის პრემია-დანამატი გაიცემოდა "ნაცმოძრაობის" მმართველობის ბოლო წლებში და რამდენს იღებენ "ოცნების" თბილისელი მოხელეები, ამასთან დაკავშირებით გაზეთმა ინფორმაცია დედაქალაქის მერიიდან გამოითხოვა. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ თბილისის მერიის თანამდებობის პირთა საშუალო ყოველთვიური შემოსავლები შემცირებულია.

ხელფასები "ოცნებამდე" და ახლა

თბილისის მერიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე მერის მოადგილეები და ვიცე-მერები ყოველთვიურად საკმაოდ დიდი ოდენობით პრემია-დანამატს იღებდნენ, შესაბამისად, მათი შემოსავალი წლიურად 100 ათას ლარსაც კი უტოლდებოდა.

როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2013 წელს თბილისის ვიცე-მერმა სევდია უგრეხელიძემ ანაზღაურების სახით სულ 89 243 ლარი აიღო, საიდანაც 30 162 ლარი იყო ხელფასი, 37 693 ლარი დანამატი, 21 387 ლარი კი - პრემია. რაც შეეხება 2014 წელს, ივლისის ჩათვლით სევდია უგრეხელიძემ სულ 55 360 ლარი მიიღო და მაშინაც მისი სახელფასო დანამატი და პრემია ხელფასს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. ვიცე-მერმა (რამდენიმე თვის განმავლობაში კი მერის მოვალეობის შემსრულებელმა) 2014 წლის 6 თვეში სახელფასო დანამატის სახით მიიღო 23 456 ლარი, პრემიის კი - 13 050 ლარი.

2013 წელს 90 585 ლარის ანაზღაურება მიიღო მერის მოადგილემ, ირაკლი აბესაძემ. აღნიშნული თანხიდან 31 401 ლარი იყო ხელფასი, 37 383 ლარი დანამატი, 21 800 ლარი კი პრემია. 2014 წლის 7 თვეში კი აბესაძემ თანამდებობაზე ყოფნისას 50 953 ლარის ანაზღაურება მიიღო, საიდანაც ხელფასი იყო 17 895 ლარი, დანამატი - 21 858 ლარი, პრემიის ოდენობამ კი 11 200 ლარი შეადგინა  განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."