LCG პროექტ "CHECK IN GEORGIA"-ს მთავარი პარტნიორია. როგორც კომპანიის პრეზიდენტი რომან ფიფია აცხადებს, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და ტურიზმის განვითარებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია.
"ჩვენ კარგი გამოცდილება გვაქვს. ჯერ კიდევ 2007 წელს ჩამოვიყვანეთ შაკირა და გრანდიოზული კონცერტი ჩავატარეთ, რომელსაც 300 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას ამ კონცერტმა ძალიან შეუწო ხელი. CHECK IN GEORGIA კიდევ უფრო მაშტაბური პროექტია და შედეგიც შესაბამისი იქნება", - განაცხადა ფიფიამ.
შეგახსენებთ, რომ პროექტს Check in Georgia საქართველოში მოქმედი ბიზნესწრეების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ამ ეტაპზე პროექტს უკვე შეუერთდა 20-ზე მეტი კომპანია და მათი მხრიდან სასპონსორო შენატანი 6 000 000 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, მხოლოდ 3 კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან შემოსავალმა დაახლოებით 2 მილიონი ლარი შეადგინა.