ზუგდიდის მერიასთან გარე მოვაჭრეებმა დახლების აღება გააპროტესტეს. მათი თქმით, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დახლები ადგილზე არ დახვდათ, ხოლო მათი აღების შესახებ წინასწარ ისინი არავის გაუფრთხილებია.
ზედამზედველობის სამსახურის უფროსის, ნუკრი ესართიას განცხადებით, გარევჭრობა კანონით აკრძალულია, თუმცა დღესასწაულებთან დაკავშირებით მათ ვაჭრობის ნება დროებით დართეს.