აღდგომის წინა დღეს, როდესაც ადამიანები უდიდესი დღესასწაულის შესაგებებლად ემზადებოდნენ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში ტრაგედია დატრიალდა - ამავე სოფლის მკვიდრმა 28 წლის მამაკაცმა თანასოფლელი, 37 წლის პაატა ბერულავა დანით გამოასალმა სიცოცხლეს. გარდაცვლილს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. პაატა ბერულავა სამთავრობო დაცვის თანამშრომელი იყო და რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის ვახტანგ ყოლბაიას დაცვის უფროსადაც მუშაობდა.
მკვლელობაში ბრალდებული, 28 წლის გოგა ფ. ბრალს აღიარებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი. გამოძიების ინფორმააცით, ურთიერთშელაპარაკებისას, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გოგა ფ-მ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა პაატა ბ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით ის ჩხოროწყუში დააკავეს.
ტრაგედიის თვითმხელველი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გაკვირვებულია ისეთი რა უნდა მოემოქმედა სოფელში მამის საფლავის პატივსაცემად ჩასულ ადამიანს, რომ მეზობელს დანით მოეკლა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- კარგი ახალგაზრდა კაცი მოკლეს… პაატა საკუთარ სოფელში გარდაცვლილი მამის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ჩამოვიდა და მკვლელმა ამ სასაფლაოზე სამუდამოდ დატოვა. არადა, ახლობლები იყვნენ, ნათესვები... რას ერჩოდა, რა უნდოდა, არავინ იცის… საწყალმა პაატამ რა იცოდა, რომ მკვლელთან ხელგადახვეული იდგა სოფლის გზაზე, რომელმაც დანა ამოიღო და ფეხში ჩაარტყა, დანამ არტერია გადაჭრა და კაცი სისხლისგან დაიცალა განაგრძეთ კითხვა