მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრუნეი - ციცქნა სასულთნოს დიდი ვნებები
ბრუნეი - ციცქნა სასულთნოს დიდი ვნებები

ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ სას­ჯე­ლად მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას თვლი­ან. მის მცხოვ­რებთ ნახ­მარ ავ­ტო­მო­ბილ­ზე თით­ქმის ისე­ვე არა­ფე­რი სმე­ნი­ათ, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ზე, ოპო­ზი­ცი­ა­სა თუ არ­ჩევ­ნებ­ზე.

არ შე­იძ­ლე­ბა ქუ­ჩა­ში ცხვი­რის და­ცე­მი­ნე­ბა, ვინ­მეს ან რა­ი­მეს­კენ თი­თის გაშ­ვე­რა, ყვი­თე­ლი ტან­საც­მლით სი­ა­რუ­ლი კი - კა­ტე­გო­რი­უ­ლა­დაა აკ­რძა­ლუ­ლი. ამ პა­წა­წი­ნა სა­ხელ­მწი­ფო­ში დიდი მო­წყე­ნი­ლო­ბა­ცაა, რად­გან იქა­უ­რე­ბი არც "ღა­მის ცხოვ­რე­ბას" მის­დე­ვენ, არც ბა­რე­ბი აქვთ და არც დის­კო­თე­კე­ბი. და მა­ინც, ბრუ­ნე­ი­ში მოხ­ვედ­რა­ზე ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ოც­ნე­ბობს...

სა­დღე­ი­სოდ ბრუ­ნე­ის სა­სულ­თნო სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის რუ­კა­ზე მხო­ლოდ პა­ტა­რა წერ­ტი­ლად თუ მო­ჩანს. არა­და, ჯერ კი­დევ XVI სა­უ­კუ­ნე­ში ის საკ­მა­ოდ დიდი და ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო იყო, რო­მელ­საც ამ­ჟა­მად ინ­დო­ნე­ზი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მყო­ფი მარ­ტო უზარ­მა­ზა­რი კა­ლი­მან­ტა­რის კუნ­ძუ­ლის დიდი ნა­წი­ლი კი არა, არა­ერ­თი მე­ზო­ბე­ლი კუნ­ძუ­ლიც ეკა­ვა. მაგ­რამ შემ­დეგ, ბრუ­ნე­ის ზო­გი­ერ­თი სულ­თნის და­უ­დევ­რო­ბის გამო, თით­ქმის ათ­ჯერ და­პა­ტა­რავ­და და ახლა ქვეყ­ნის ერთი ბო­ლო­დან მე­ო­რე­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით სულ ორი სა­ათ­ში მოხ­ვდე­ბით. თუმ­ცა­ღა, ბრუ­ნე­ის ტე­რი­ტო­რი­ის და, შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბის მკვეთრ შემ­ცი­რე­ბას მისი სიმ­დიდ­რის ასე­ვე მკვეთ­რი ზრდა მოჰ­ყვა და ლა­მის მთე­ლი თა­ვი­სი მი­წე­ბის დამ­კარ­გა­ვი მისი სულ­თნე­ბი მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი მბრძა­ნებ­ლე­ბი გახ­დნენ. ბევ­რი რომ აღარ გა­ვაგ­რძე­ლოთ, სა­დღე­ი­სოდ ბრუ­ნეი პლა­ნე­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მიკ­როს­კო­პუ­ლი (ტე­რი­ტო­რია - 5,8 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მე­ტე­რი, მო­სახ­ლე­ო­ბა - 372 ათა­სი) და, იმავდრო­უ­ლად, ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი (მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი სულ­თა­ნი მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ სას­ტუმ­რო­ში ერ­თკვი­რი­ა­ნი ყოფ­ნის შემ­დეგ მარ­ტო წვრილ­მან გა­სამ­რჯე­ლოდ 200.000 დო­ლარს მა­ინც ტო­ვებს) ქვე­ყა­ნა­ცაა და ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის სა­ბა­დო­ე­ბი გახ­ლავთ.

სი­ტყვა "ბრუ­ნეი" "სამ­ყა­როს კურ­თხე­ულ სამ­ყო­ფელს" ნიშ­ნავს და, ბრუ­ნე­ის სა­სულ­თნოს შემ­თხვე­ვა­ში, ეს სრუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ცაა. ბრუ­ნე­ელს რომ ჰკი­თხოთ, რამ­დენ გა­და­სა­ხადს იხ­დიო, ჯერ გაკ­ვირ­ვე­ბით, შემ­დეგ კი თა­ნაგ­რძნო­ბი­თაც შე­მოგ­ხე­დავთ: აქა­ო­და, შენ­ნა­ირ­მა ბენ­ტე­რა უცხო­ელ­მა სა­ი­დან უნდა იცო­დეს, რომ ბრუ­ნე­ის რი­გი­თი მცხოვ­რე­ბი გა­და­სა­ხა­დებს სა­ერ­თოდ არ იხ­დი­სო. თუ ბრუ­ნე­ის უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ებს მხო­ლოდ გა­და­სა­ხა­დე­ბი არ ადარ­დებთ, მის ფი­ნანსთაA მი­ნისტრს სა­გა­რეო ვა­ლის პრო­ცენ­ტე­ბის გა­დახ­დი­საც არა­ფე­რი გა­ე­გე­ბა. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ბრუ­ნე­ის სა­გა­რეო ვალი სა­ერ­თოდ არა აქვს. სა­მა­გი­ე­როდ, რი­გით­მა ბრუ­ნე­ელ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის, თუ რა არის სო­ლი­დუ­რი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში, რად­გან ამ ქვეყ­ნის სა­ზო­მე­ბით ყვე­ლა­ზე ხელ­მოკ­ლე მო­ქა­ლა­ქე­საც კი 20.000 დო­ლარ­ზე მეტი წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს. თუმ­ცა­ღა, ბრუ­ნე­ი­შიც არი­ან ღა­რი­ბე­ბი, ვი­საც იახ­ტი­სა და თვითმფრი­ნა­ვის ყიდ­ვის ანდა სა­სახ­ლის აშე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ. და ის, რომ ყო­ვე­ლი ასე­თი ბრუ­ნე­ე­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი 6-7 ოთა­ხის­გან მა­ინც შედ­გე­ბა და ავ­ტო­ფა­რეხ­ში კი 2-3 ახა­ლი მან­ქა­ნა უყე­ნია, მათ­თვის დიდი ვე­რა­ფე­რი შე­ღა­ვა­თია. ბრუ­ნე­ე­ლი ღა­რი­ბე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად არ მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფოს­გან იმ­დე­ნად დიდ დო­ტა­ცი­ებს იღე­ბენ, რომ მათი ცხოვ­რე­ბის დო­ნის ბევრ ევ­რო­პელ ბი­ურ­გერს შე­შურ­დე­ბო­და.

სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი­ად უფა­სოა. მე­ტიც, თუ ბრუ­ნე­ის რო­მე­ლი­მე მო­ქა­ლა­ქე ჰარ­ვარ­დში ანდა ოქსფორდში გა­და­წყვეტს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, სა­ხელ­მწი­ფო მას ყვე­ლა ხარჯს და­უ­ფა­რავს. თუმ­ცა კი ასე­თე­ბი არც ისე ბევ­რნი არი­ან, რად­გან ბრუ­ნე­ე­ლე­ბი თვლი­ან, რომ ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი აქვთ და ზედ­მე­ტი სწავ­ლით თა­ვის გა­ცხე­ლე­ბა აღარ სჭირ­დე­ბათ.

ბრუ­ნეი მუს­ლი­მა­ნუ­რი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბის გა­ნუხ­რელ შეს­რუ­ლე­ბას რე­ლი­გი­ურ

საქ­მე­თა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მი­ნის­ტრო აკონ­ტრო­ლებს. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა თით­ქმის არ ეწე­ვა, სმით კი სა­ერ­თოდ არ სვამს. ბრუ­ნე­ი­ში სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბით მო­ვაჭ­რე მა­ღა­ზი­ე­ბიც კი არ არ­სე­ბობს.

ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ო­დაა წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბა. მე­ტიც, მო­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ მა­მა­კა­ცებს მე­ო­რე და მე­სა­მი ცო­ლის მოყ­ვა­ნას და­ბე­ჯი­თე­ბი­თაც კი ურ­ჩე­ვენ, რად­გან კრი­ტი­კულ ასაკს მიღ­წე­უ­ლი ბევ­რი გა­სა­თხო­ვა­რი ქალი ჰყავთ. სხვა­თა შო­რის, ბრუ­ნე­ე­ლი ქა­ლე­ბი ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბის ქა­ლებ­ზე ბევ­რად უფრო თა­ვი­სუფ­ლად ცხოვ­რო­ბენ. მარ­თა­ლია, მოკ­ლე­კა­ბი­ან ან შე­მოტ­მას­ნილ­მა­ი­სუ­რი­ან გო­გო­ნებს ვერც ბრუ­ნე­ის ქუ­ჩებ­ში შეხ­ვდე­ბით, მაგ­რამ ევ­რო­პუ­ლი ტან­საც­მლით სი­ა­რულს მათ არა­ვინ უკ­რძა­ლავს. ად­გი­ლობ­რი­ვი ლა­მაზ­მა­ნე­ბი მან­ქა­ნა­საც მარ­თა­ვენ, პო­ლი­ცი­ა­შიც მსა­ხუ­რო­ბენ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­შიც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მაგ­რამ თუნ­დაც ესო­დენ თა­ნა­მედ­რო­ვე ბრუ­ნე­ელ ქალ­თან გა­არ­ში­ყე­ბას მა­ინც არ გირ­ჩევთ, რად­გან ამის ჩამ­დენ უცხო­ელს ქვეყ­ნი­დან სას­წრა­ფო დე­პორ­ტა­ცია, ზოგ­ჯერ კი ცი­ხეც არ ას­ცდე­ბა. ყვე­ლა­ზე ცუდ დღე­ში თავს მა­ინც ბრუ­ნე­ი­ში ჩა­სუ­ლი ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბი იგ­დე­ბენ, რად­გან ასე­თებს იქ უცი­ლობ­ლად სიკ­ვდი­ლით სჯი­ან.

1929 წელს ბრუ­ნე­ე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე და­ლოც­ვილ წლად თვლი­ან, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში სწო­რედ მა­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ნავ­თო­ბი და გაზი, რომ­ლებ­ზეც დღეს ქვეყ­ნის მთე­ლი ექ­სპორ­ტის 90 პრო­ცენ­ტი მო­დის და მისი წყა­ლო­ბით ამ ერთი ბეწო ქვეყ­ნის ოქ­როს და სა­ვა­ლუ­ტე მა­რა­გე­ბი 35 მი­ლი­არდ ამე­რი­კულ დო­ლარს შე­ად­გენს.

ბევ­რი სხვა პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფოს მსგავ­სად, ბრუ­ნე­ი­საც უყ­ვარს თა­ვი­სი დი­ა­დი მნიშ­ვნე­ლო­ბის ხაზ­გას­მა და ყვე­ლაფ­რის­თვის გრძე­ლი და დაღ­ვარჭ­ნი­ლი სა­ხე­ლე­ბის დარ­ქმე­ვა. მა­გა­ლი­თად, ბრუ­ნე­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბრუ­ნეი და­რუ­სა­ლა­მი ჰქვია, მის დე­და­ქა­ლაქს კი - ბან­დარ-სერი-ბე­გა­ვა­ნი. სხვა­თა შო­რის, პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო "ემ­პა­ი­რი" სწო­რედ ბრუ­ნე­ის დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე­ობს. ბრუ­ნე­ე­ლებ­მა მის ასა­შე­ნებ­ლად თით­ქმის სამი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­ხარ­ჯეს და ეკო­ნო­მია არც მო­წყო­ბა­ზე გა­უ­წე­ვი­ათ. ასე რომ, "ემ­პა­ი­რის" მთე­ლი სან­ტექ­ნი­კა, ჭურ­ჭე­ლი, კა­რე­ბის სა­ხე­ლუ­რე­ბი და თვით კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის ღი­ლა­კე­ბიც კი ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნე­ბის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე პლა­ნე­ტის უდი­დე­სი ზღვის­წყლი­ა­ნი აუ­ზის ფარ­თო­ბი თერ­თმე­ტი ათას კვად­რა­ტულ მეტრს აჭარ­ბებს.

მაგ­რამ ბრუ­ნე­ის მთა­ვა­რი სი­ა­მა­ყე მა­ინც სულ­თნის სა­სახ­ლე, ის­ტა­ნა-ნუ­რულ-იმა­ნია. ის პლა­ნე­ტის უძ­ვირ­ფა­სეს სა­სახ­ლე­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი და გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში "მსოფ­ლი­ოს მერ­ვე სა­ოც­რე­ბად" არის შე­ტა­ნი­ლი. სა­სახ­ლე­ში თით­ქმის ორი ათა­სი დარ­ბა­ზი და ოთა­ხია, რო­მელ­თა­გან სა­მა­სი მარ­ტო ოქ­როს­სან­ტექ­ნი­კი­ა­ნი სა­ა­ბა­ზა­ნოა.

ბრუ­ნე­ე­ლე­ბი სულ­თნის უშუ­ა­ლო პატ­რო­ნა­ჟით მოქ­მე­დი ჯე­რუ­დონგ-პარ­კი­თაც ძა­ლი­ან ამა­ყო­ბენ. ამ გი­გან­ტუ­რი სპორ­ტულ-გა­სარ­თო­ბი კომ­პლექ­სის ნე­ბის­მი­ერ სტუ­მარს სრუ­ლი­ად უფა­სოდ შე­უძ­ლია სულ­თნის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი გა­სარ­თო­ბის, პო­ლოს თა­მა­ში, გოლ­ფის უმ­დიდ­რეს მინ­დორ­სა და კრო­კე­ტის უზარ­მა­ზარ მო­ე­დან­ზე, აგ­რეთ­ვე, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სას­რო­ლეთ­სა და კარ­ტინ­გის ტრა­სა­ზე სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვა. მათი ბავ­შვე­ბი ამა­სო­ბა­ში მე­ზო­ბელ ლუნა-პარკში გა­ერ­თო­ბი­ან, რო­მელ­თან შე­და­რე­ბი­თაც თვით სა­ხელ­გან­თქმუ­ლი "დის­ნე­ი­ლენ­დიც" კი უსა­ხურ პა­რო­დი­ად მო­ჩანს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ბრუნეი - ციცქნა სასულთნოს დიდი ვნებები

ბრუნეი - ციცქნა სასულთნოს დიდი ვნებები

ამ ქვეყანაში ყველაზე საშინელ სასჯელად მოქალაქეობის ჩამორთმევას თვლიან. მის მცხოვრებთ ნახმარ ავტომობილზე თითქმის ისევე არაფერი სმენიათ, როგორც პოლიტიკურ პარტიებზე, ოპოზიციასა თუ არჩევნებზე.

არ შეიძლება ქუჩაში ცხვირის დაცემინება, ვინმეს ან რაიმესკენ თითის გაშვერა, ყვითელი ტანსაცმლით სიარული კი - კატეგორიულადაა აკრძალული. ამ პაწაწინა სახელმწიფოში დიდი მოწყენილობაცაა, რადგან იქაურები არც "ღამის ცხოვრებას" მისდევენ, არც ბარები აქვთ და არც დისკოთეკები. და მაინც, ბრუნეიში მოხვედრაზე ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ოცნებობს...

სადღეისოდ ბრუნეის სასულთნო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რუკაზე მხოლოდ პატარა წერტილად თუ მოჩანს. არადა, ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ის საკმაოდ დიდი და ძლიერი სახელმწიფო იყო, რომელსაც ამჟამად ინდონეზიის შემადგენლობაში მყოფი მარტო უზარმაზარი კალიმანტარის კუნძულის დიდი ნაწილი კი არა, არაერთი მეზობელი კუნძულიც ეკავა. მაგრამ შემდეგ, ბრუნეის ზოგიერთი სულთნის დაუდევრობის გამო, თითქმის ათჯერ დაპატარავდა და ახლა ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში ავტომობილით სულ ორი საათში მოხვდებით. თუმცაღა, ბრუნეის ტერიტორიის და, შესაბამისად, მოსახლეობის მკვეთრ შემცირებას მისი სიმდიდრის ასევე მკვეთრი ზრდა მოჰყვა და ლამის მთელი თავისი მიწების დამკარგავი მისი სულთნები მსოფლიოს უმდიდრესი მბრძანებლები გახდნენ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, სადღეისოდ ბრუნეი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მიკროსკოპული (ტერიტორია - 5,8 ათასი კვადრატული კილომეტერი, მოსახლეობა - 372 ათასი) და, იმავდროულად, ერთ-ერთი უმდიდრესი (მისი ამჟამინდელი სულთანი მსოფლიოს ნებისმიერ სასტუმროში ერთკვირიანი ყოფნის შემდეგ მარტო წვრილმან გასამრჯელოდ 200.000 დოლარს მაინც ტოვებს) ქვეყანაცაა და ამის მთავარი მიზეზი ნავთობისა და გაზის საბადოები გახლავთ.

სიტყვა "ბრუნეი" "სამყაროს კურთხეულ სამყოფელს" ნიშნავს და, ბრუნეის სასულთნოს შემთხვევაში, ეს სრული ჭეშმარიტებაცაა. ბრუნეელს რომ ჰკითხოთ, რამდენ გადასახადს იხდიო, ჯერ გაკვირვებით, შემდეგ კი თანაგრძნობითაც შემოგხედავთ: აქაოდა, შენნაირმა ბენტერა უცხოელმა საიდან უნდა იცოდეს, რომ ბრუნეის რიგითი მცხოვრები გადასახადებს საერთოდ არ იხდისო. თუ ბრუნეის უბრალო მოქალაქეებს მხოლოდ გადასახადები არ ადარდებთ, მის ფინანსთაA მინისტრს საგარეო ვალის პროცენტების გადახდისაც არაფერი გაეგება. რატომ? იმიტომ, რომ ბრუნეის საგარეო ვალი საერთოდ არა აქვს. სამაგიეროდ, რიგითმა ბრუნეელმა შესანიშნავად იცის, თუ რა არის სოლიდური საბანკო ანგარიში, რადგან ამ ქვეყნის საზომებით ყველაზე ხელმოკლე მოქალაქესაც კი 20.000 დოლარზე მეტი წლიური შემოსავალი აქვს. თუმცაღა, ბრუნეიშიც არიან ღარიბები, ვისაც იახტისა და თვითმფრინავის ყიდვის ანდა სასახლის აშენების საშუალება არ აქვთ. და ის, რომ ყოველი ასეთი ბრუნეელის საცხოვრებელი 6-7 ოთახისგან მაინც შედგება და ავტოფარეხში კი 2-3 ახალი მანქანა უყენია, მათთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. ბრუნეელი ღარიბები პრაქტიკულად არ მუშაობენ, მაგრამ სახელმწიფოსგან იმდენად დიდ დოტაციებს იღებენ, რომ მათი ცხოვრების დონის ბევრ ევროპელ ბიურგერს შეშურდებოდა.

სამედიცინო მომსახურება და განათლება ქვეყანაში სრულიად უფასოა. მეტიც, თუ ბრუნეის რომელიმე მოქალაქე ჰარვარდში ანდა ოქსფორდში გადაწყვეტს განათლების მიღებას, სახელმწიფო მას ყველა ხარჯს დაუფარავს. თუმცა კი ასეთები არც ისე ბევრნი არიან, რადგან ბრუნეელები თვლიან, რომ ისედაც ყველაფერი აქვთ და ზედმეტი სწავლით თავის გაცხელება აღარ სჭირდებათ.

ბრუნეი მუსლიმანური ქვეყანაა, სადაც შარიათის კანონების განუხრელ შესრულებას რელიგიურ

საქმეთა სპეციალური სამინისტრო აკონტროლებს. ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის არ ეწევა, სმით კი საერთოდ არ სვამს. ბრუნეიში სპირტიანი სასმელებით მოვაჭრე მაღაზიებიც კი არ არსებობს.

ქვეყანაში საკმაოდაა წახალისებული მრავალცოლიანობა. მეტიც, მოლები ადგილობრივ მამაკაცებს მეორე და მესამი ცოლის მოყვანას დაბეჯითებითაც კი ურჩევენ, რადგან კრიტიკულ ასაკს მიღწეული ბევრი გასათხოვარი ქალი ჰყავთ. სხვათა შორის, ბრუნეელი ქალები ისლამური სახელმწიფოების უმეტესობის ქალებზე ბევრად უფრო თავისუფლად ცხოვრობენ. მართალია, მოკლეკაბიან ან შემოტმასნილმაისურიან გოგონებს ვერც ბრუნეის ქუჩებში შეხვდებით, მაგრამ ევროპული ტანსაცმლით სიარულს მათ არავინ უკრძალავს. ადგილობრივი ლამაზმანები მანქანასაც მართავენ, პოლიციაშიც მსახურობენ და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობენ. მაგრამ თუნდაც ესოდენ თანამედროვე ბრუნეელ ქალთან გაარშიყებას მაინც არ გირჩევთ, რადგან ამის ჩამდენ უცხოელს ქვეყნიდან სასწრაფო დეპორტაცია, ზოგჯერ კი ციხეც არ ასცდება. ყველაზე ცუდ დღეში თავს მაინც ბრუნეიში ჩასული ნარკომოვაჭრეები იგდებენ, რადგან ასეთებს იქ უცილობლად სიკვდილით სჯიან.

1929 წელს ბრუნეელები ყველაზე დალოცვილ წლად თვლიან, რადგან ქვეყანაში სწორედ მაშინ აღმოაჩინეს ნავთობი და გაზი, რომლებზეც დღეს ქვეყნის მთელი ექსპორტის 90 პროცენტი მოდის და მისი წყალობით ამ ერთი ბეწო ქვეყნის ოქროს და სავალუტე მარაგები 35 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ბევრი სხვა პატარა სახელმწიფოს მსგავსად, ბრუნეისაც უყვარს თავისი დიადი მნიშვნელობის ხაზგასმა და ყველაფრისთვის გრძელი და დაღვარჭნილი სახელების დარქმევა. მაგალითად, ბრუნეის ოფიციალურად ბრუნეი დარუსალამი ჰქვია, მის დედაქალაქს კი - ბანდარ-სერი-ბეგავანი. სხვათა შორის, პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო "ემპაირი" სწორედ ბრუნეის დედაქალაქში მდებარეობს. ბრუნეელებმა მის ასაშენებლად თითქმის სამი მილიარდი დოლარი დახარჯეს და ეკონომია არც მოწყობაზე გაუწევიათ. ასე რომ, "ემპაირის" მთელი სანტექნიკა, ჭურჭელი, კარების სახელურები და თვით კონდიციონერების ღილაკებიც კი ძვირფასი ლითონებისგანაა დამზადებული. სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარე პლანეტის უდიდესი ზღვისწყლიანი აუზის ფართობი თერთმეტი ათას კვადრატულ მეტრს აჭარბებს.

მაგრამ ბრუნეის მთავარი სიამაყე მაინც სულთნის სასახლე, ისტანა-ნურულ-იმანია. ის პლანეტის უძვირფასეს სასახლედაა აღიარებული და გინესის რეკორდების წიგნში "მსოფლიოს მერვე საოცრებად" არის შეტანილი. სასახლეში თითქმის ორი ათასი დარბაზი და ოთახია, რომელთაგან სამასი მარტო ოქროსსანტექნიკიანი სააბაზანოა.

ბრუნეელები სულთნის უშუალო პატრონაჟით მოქმედი ჯერუდონგ-პარკითაც ძალიან ამაყობენ. ამ გიგანტური სპორტულ-გასართობი კომპლექსის ნებისმიერ სტუმარს სრულიად უფასოდ შეუძლია სულთნის ერთ-ერთი საყვარელი გასართობის, პოლოს თამაში, გოლფის უმდიდრეს მინდორსა და კროკეტის უზარმაზარ მოედანზე, აგრეთვე, ულტრათანამედროვე სასროლეთსა და კარტინგის ტრასაზე საკუთარი ძალების მოსინჯვა. მათი ბავშვები ამასობაში მეზობელ ლუნა-პარკში გაერთობიან, რომელთან შედარებითაც თვით სახელგანთქმული "დისნეილენდიც" კი უსახურ პაროდიად მოჩანს.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია