პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონა, რომელიც სულიერ თავისუფლებას მთაში პოულობს – მაგდა ბექაურის სახიფათო ბილიკები
გოგონა, რომელიც სულიერ თავისუფლებას მთაში პოულობს – მაგდა ბექაურის სახიფათო ბილიკები

"რთუ­ლია ერთი სი­ტყვით გად­მოვ­ცე, რას ნიშ­ნავს ჩემ­თვის მთა, - ეს ემო­ცი­აა, სუ­ლი­ე­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­ერ­თოდ, ბევ­რი რა­მის ერ­თობ­ლი­ო­ბა. მარ­თლია, მთის რთუ­ლი პი­რო­ბე­ბი, სიმ­კაც­რე, მო­უ­ლოდ­ნე­ლი ხა­სი­ა­თი იქ სა­სი­ა­რუ­ლოდ სიძ­ნე­ლე­ებს ქმნის, მაგ­რამ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა შე­გიძ­ლია, შენი თვა­ლით მიხ­ვი­დე, და­ი­ნა­ხო, აღიქ­ვა და გა­ნი­ცა­დო", - ამ­ბობს ჩემი რეს­პონ­დენ­ტი - მაგ­და ბე­ქა­უ­რი, ილი­ას სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტის მე­ო­რე­კურ­სე­ლი, რო­მე­ლიც სუ­ლი­ერ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­გორც ამ­ბობს, ყვე­ლა­ზე მძაფ­რად მთა­ში შე­იგ­რძნობს და იქ სი­ა­რუ­ლიც უკვე საყ­ვა­რელ საქ­მედ აქ­ცია.

მაგ­და ბე­ქა­უ­რი:

- ჩვე­ნი წარ­მო­შო­ბა გუ­და­მაყ­რი­დან არის, დუ­შე­თის რა­ი­ონ სო­ფელ გამ­სი­დან (შავი არაგ­ვის ხე­ო­ბა), რო­მე­ლიც ზღვის დო­ნი­დან 1440 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს. მარ­თა­ლია რუს­თავ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ მთას­თან კავ­ში­რი ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და, ზა­ფხუ­ლო­ბით არაგ­ვის ხე­ო­ბა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად სულ ჩავ­დი­ო­დი. რაც წა­მო­ვი­ზარ­დე და ემო­ცი­ე­ბი გა­მიმ­ძაფ­რდა, მთა­ში სი­ა­რუ­ლი აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყე. მე-11 კლა­სი­დან კი პირ­ვე­ლად ლაშ­ქრო­ბა­ზე წა­ვე­დი, რი­თაც "მო­ვი­წამ­ლე" კი­დეც. ორ­დღი­ა­ნი გას­ვლა იყო და არ­მა­ზის ხე­ო­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად მო­ვი­ნა­ხუ­ლე. შემ­დეგ ტურ­ზე უცხო ხალ­ხთან ხევ­სუ­რეთ­ში წა­ვე­დი, სა­ი­და­ნაც და­ი­წყო და და­წყო... ყო­ველ წელს და წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ლაშ­ქრო­ბა­ზე აქ­ტი­უ­რად დავ­დი­ვარ.

- მხო­ლოდ მთა­ში და­დი­ხარ?

- კი, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ში: მუცო, არ­დო­ტი, აბუ­დე­ლა­უ­რის (ფე­რა­დი) ტბე­ბი, ლო­მი­სა, ხა­დის ხე­ო­ბა, ყაზ­ბე­გი, და­რი­ა­ლი... ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის, პირ­ველ რიგ­ში, სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვის სიყ­ვა­რუ­ლია, როცა ხე­დავ, რამ­ხე­ლა ბა­რი­ე­რი დაძ­ლიე და ამ ფაქ­ტით ამა­ყი ხარ. არა­და, სა­ნამ ახ­ვალ, ხე­დავ, რომ რთუ­ლი მო­ნაკ­ვე­თია და ფიქ­რობ, ვერ შეძ­ლებ, მაგ­რამ ბო­ლოს იმ­ხე­ლა ემო­ცია გე­უფ­ლე­ბა, როცა სიძ­ნე­ლეს გა­დავ­ლა­ხავ, ამ­ბობ, რომ იმ ყვე­ლაფ­რად ღირ­და.

- მთა­ში სი­ა­რუ­ლი, გა­ტყობ, სა­ო­ცარ ენერ­გი­ას გმა­ტებს.

- ჩემი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი წერ­ტი­ლი, რაც და­ვი­პყა­რი, ზღვის დო­ნი­დან 4.000 მეტ­რი იყო, ანუ მსოფ­ლი­ო­ში ყე­ლა­ზე მაღ­ლა, მყინ­ვარწვერ­ზე არ­სე­ბუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტა­ძა­რი.

- მთა თა­ვი­სი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ამინ­დით მო­ლაშ­ქრე­ებს ხში­რად სირ­თუ­ლე­ებს უქ­მნის. ასე­თი "სი­ურპრი­ზე­ბის­თვის" ყო­ველ­თვის მზად ხარ?

- რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გათ­ვლი. ბევ­რი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რა­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. შარ­შან ზა­ფხულს, მა­გა­ლი­თად, მყინ­ვარ­ზე წე­ლამ­დე წყალ­ში სი­ა­რულ­მა მოგ­ვი­წია მა­შინ, როცა ვი­ცო­დით, რომ მშრალ­ზე უნდა გვევ­ლო.

- რა­ტომ?

- მყინ­ვა­რის რა­ღაც ნა­წი­ლი დად­ნა და იმ ნად­ნობს ვე­რაფ­რით ავ­ცდით. პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი კი იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან რთუ­ლი. როცა ყი­ნავს, ბუ­ნებ­რი­ვია, წყა­ლი მე­ტად ცი­ვია, მით უმე­ტეს მთა­ში, ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­ნუ­სებ­ში გა­და­დის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იყო აგ­ვის­ტო და დღე წარ­მო­უდ­გენ­ლად ცხე­ლო­და, გა­ვი­ყი­ნეთ. ასე­თია მთა...

- შიში სა­ერ­თოდ არ გაქვს?

- რო­გორ არა, მაგ­რამ უნდა დაძ­ლიო, თუ აყე­ვი და ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ციე, მთა­ში სი­ა­რულს ვერ შეძ­ლებ. არის შემ­თხვე­ვა, როცა შე­იძ­ლე­ბა ნა­დირ­საც გა­და­ა­წყდე. პირ­ვე­ლად ლაშ­ქრო­ბა­ზე, ღამე კა­რავ­ში მყო­ფი მგლის ყმუ­ილ­მა გა­მაღ­ვი­ძა. თუმ­ცა იმის გამო, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ში­შია, ამის­გან თავს ვერ შე­ი­კა­ვებ. მგლის ყმულ­საც მშვი­დად შევ­ხვდი...

- ისე, ასეთ დროს თავი რო­გორ უნდა და­იც­ვა?

- ღამე კარ­ვის წინ ან­თე­ბულ ცე­ცხლს ტო­ვე­ბენ, მტა­ცე­ბე­ლი ცე­ცხლს გა­ურ­ბის, მაგ­რამ მთლად და­ზღვე­უ­ლიც არ ხარ. პირ­ვე­ლად ეს საფრ­თხე გა­აზ­რე­ბუ­ლი არ მქონ­და, რამ­დე­ნად სა­ში­ში იყო, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დად დას­რულ­და.

- დღეს, რო­გორც ვიცი, სა­ლაშ­ქრო ტუ­რებს თვი­თონ უძღვე­ბი, ჯგუ­ფე­ბი დაგ­ყავს ამა თუ იმ მარ­შრუტ­ზე.

- ჯგუ­ფე­ბი შარ­შან შე­მოდ­გო­მი­დან დამ­ყავს, მომ­წონს ეს საქ­მე და თა­ვი­სუ­ფალ დროს მთის­კენ მი­მი­წევს გული, ოღონდ, სხვას გა­ყო­ლას, მირ­ჩევ­ნია, ჯგუ­ფი თვი­თონ წა­ვიყ­ვა­ნო. მოკ­ლედ, და­ვი­წყე ეს საქ­მე, ხალ­ხი დამ­ყავს და ყვე­ლა­ფერს ორ­გა­ნი­ზე­ბას თვი­თონ ვუ­წევ.

- მსურ­ვე­ლე­ბი არი­ან?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზამ­თა­რი იყო და იმ დროს მთა­ში გზე­ბი იკე­ტე­ბა, სი­ა­რუ­ლი არ შეგ­ვი­წყვე­ტია.

მონ­დო­მე­ბა და დიდი სურ­ვი­ლი რომ არა, საკ­მა­ოდ რთუ­ლია, იარო მეტ­რამ­დე თოვლში, სა­დაც ბო­ლომ­დე იფ­ლო­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­ყი­ნუ­ლიც არ იყოს, მაგ­რამ თოვ­ლი იმ­ხე­ლა აღ­მოჩ­ნდეს, რომ ბო­ლომ­დე იფა­რე­ბო­დე და ასეთ რთულ გზა­ზე მო­გი­წი­ოს სი­ა­რულ­მა. მა­გა­ლი­თად, ლო­მი­სა­ზე აღ­მარ­თი 7 კი­ლო­მეტ­რამ­დეა და თოვლში მისი ავლა ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა არის?!

- შენი ფოტო ვნა­ხე, და­თოვ­ლილ ლო­მი­სას ეკ­ლე­სია ზე­მო­დან რომ გა­დაჰ­ყუ­რებ. მარ­თლაც, იქ რო­გორ ახ­ვე­დი?

- ზამ­თარ­ში იქ ასას­ვლე­ლად, გზა იკე­ტე­ბა და მო­ძღვრე­ბი მსურ­ვე­ლებს მთა­ზე ას­ვლას უკ­რძა­ლა­ვენ, კურ­თხე­ვას არ აძ­ლე­ვენ, რად­გა­ნაც ზედ­მე­ტად სა­ხი­ფა­თოა. მოკ­ლედ, თუ გზა გაკ­ვა­ლუ­ლი არ არის, მო­ლაშ­ქრე­ებს არ ენ­დო­ბი­ან.

- თქვენ გაკ­ვა­ლულ­ზე ახ­ვე­დით?

- კი, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ გზა გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი იყო, უბრლოდ, კვა­ლი ეტყო­ბო­და, საით უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ლო­მი­სა­ზე პირ­ვე­ლად 18 იან­ვარს, ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ავე­დით, 4-ნი ვი­ყა­ვით. ჩემ­თან ერ­თად სამი ბიჭი იყო, მათ­გან ერთ-ერთი ჩემი ძმა გახ­ლდათ, ურ­თუ­ლე­სი მო­ნაკ­ვე­თი გა­ვი­ა­რეთ. მო­ლაშ­ქრე­ებ­მა წელ­საც გა­მოთ­ქვეს იქ ას­ვლის სურ­ვი­ლი და 14 თე­ბერ­ვა­ლის­თვის ტური დავ­გეგ­მე. ისევ დიდი თოვ­ლი იყო, სა­დღაც მეტრ-ნა­ხე­ვა­რი სი­მაღ­ლის, რო­მელ­შიც სი­ა­რულ­მა მოგ­ვი­წია. ერთ-ერ­თმა მო­ლაშ­ქრემ, პირ­ვე­ლი­ვე მო­ნაკ­ვე­თი­დან, გა­ვე­დით თუ არა, დაგვტო­ვა, თქვა, რომ იქ სი­ა­რულს ვერ შეძ­ლებ­და და და­ნარ­ჩე­ნებ­საც ხელს შე­უშ­ლი­და. უკან გაბ­რუნ­და. ას­ვლას, და­ახ­ლო­ე­ბით, 4 სა­ა­თი მო­ვან­დო­მეთ. ლო­მი­სა რომ მო­ვი­ლო­ცეთ, კი­დევ უფრო ზე­მოთ ას­ვლის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა და მე­გო­ბარ­თან ერ­თად, სულ ბოლო წერ­ტილ­ზეც ავე­დით, სა­ი­და­ნაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხე­დე­ბია, მე­ო­რე მხა­რეს ქსნი­სა და ხა­დის ხე­ო­ბაა, სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს, ზე­მოთ, გუ­და­უ­რის მთე­ბი და ძა­ლი­ან ლა­მა­ზია იქა­უ­რო­ბა. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მე­უფ­ლე­ბო­და, რომ ცას ხე­ლით მიწ­ვდე­ბო­დი, რაც ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ლო­მი­სა­დან კი უკვე სრი­ა­ლით ჩა­მო­ვე­დით, სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რად­გა­ნაც ერთ არას­წო­რი მა­ნევ­რიც და შე­იძ­ლე­ბა და­იმ­ტვრე.

ოღონდ, რომ ჩა­მოხ­ვალ, მან­ქა­ნა­ში გა­მო­საც­ვლე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გქონ­დეს... ხა­დის ხე­ო­ბა­ში, რო­გორც ლო­მი­სა­ზე, ისე­თი ძნე­ლი სა­სი­ა­რუ­ლო არ არის, იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ლო­მი­სა ასას­ვლე­ლად, ყაზ­ბეგ­ზეც კი რთუ­ლი­აო. მარ­თა­ლია, იქ გზა მე­ტია, მაგ­რამ აქ სა­ო­ცა­რი აღ­მარ­თია, რის გა­მოც გზა თან­და­თან მძიმ­დე­ბა.

- ბარ­ში ასე ინ­ტენ­სი­უ­რად რა­ტომ არ და­დი­ხარ?

- იქ ასე­თი სირ­თუ­ლე­ე­ბი ნაკ­ლე­ბად არის. ხომ ვამ­ბობ, მთა­ში სხვა გან­წყო­ბა და ემო­ცი­აა...

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ საქ­მე­ში მხარ­ში გიდ­გა­ნან?

- ამ საქ­მე­ში ვინც მხარს მი­მაგ­რებს, ჩემი უფ­რო­სი ძმაა, მთა­ში სი­ა­რუ­ლი სა­ერ­თოდ მან და­მა­წყე­ბი­ნა და ხომ ვამ­ბობ, დღემ­დე ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში მიდ­გას. მშობ­ლე­ბის­გან ასე­თი მხარ­და­ჭე­რა არ მაქვს, რად­გან მათ­თვის ამის გა­გე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მით უმე­ტეს, როცა სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე ვი­ღებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ურ­ჩევ­ნი­ათ, თავი და­ვა­ნე­ბო, სულ ამა­ზეა ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ხელ­საც არ მიშ­ლი­ან.

- რო­გორც მი­თხა­რი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ გყავს. ვინ­მე რომ შე­გიყ­ვარ­დეს და მთა­ში სი­ა­რუ­ლი აგიკ­რძა­ლოს, მა­შინ რას იზამ?

- შეყ­ვა­რე­ბულ­მა, ვფიქ­რობ, რომ პა­ტი­ვი უნდა სცეს ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, არ მგო­ნია, გვერ­დით ისე­თი ადა­მი­ა­ნი მყავ­დეს, მოგ­ზა­უ­რო­ბა და­მი­შა­ლოს და თან, არ გა­მომ­ყვეს. ვფიქ­რობ, რომ ერ­თად ვივ­ლით.

- რო­გორც ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის­თვის, შენ­თვის რა არის მთა­ვა­რი?

- ლაშ­ქრო­ბა­ში ბევ­რი უცხო ადა­მი­ა­ნი იყ­რის თავს და თუ ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა არ გა­მო­ი­ჩი­ნეს, არ გა­მო­ვა. პირ­ველ რიგ­ში, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის მი­თი­რე­ბე­ბი უნდა და­იც­ვან. ჯგუფ­ში სხვა­დას­ხვა ასა­კის ადა­მი­ა­ნია ხოლ­მე, რაც არ არის ცუდი. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­ლაშ­ქრე­ებს მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი დარ­ჩეთ, შე­უყ­ვარ­დეთ ის ად­გი­ლე­ბი, რა­საც ნა­ხუ­ლო­ბენ, გა­იც­ნონ სა­ქარ­თვე­ლო იმ კუ­თხით, სა­ი­და­ნაც ის ქა­ლა­ქი­დან არ ჩანს.

- მო­ლაშ­ქრეს გზად რა სჭირ­დე­ბა?

- უპირ­ვე­ლე­სად, სურ­ვი­ლი, რაც შე­ხე­ბა ნივ­თებს, - შე­სა­ბა­მი­სი სამ­თო ფეხ­საც­მე­ლი, რომ სი­ა­რუ­ლი­სას ფეხი არ ატ­კი­ნოს, ჩან­თაც სწო­რად უნდა იყოს შერ­ჩე­უ­ლი, ანუ მხრებ­ზე ისე უნდა ჰქონ­დეს მორ­გე­ბუ­ლი, მოძ­რა­ო­ბა რომ შე­უმ­სუ­ბუ­ქოს, გა­უ­ად­ვი­ლოს. სა­ჭი­როა წყა­ლი, ელე­მენ­ტა­რუ­ლი საკ­ვე­ბი, საწ­ვი­მა­რი. სა­ერ­თოდ, სად რა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ამას ყო­ველ­თვის მი­ვუ­თი­თებ ხოლმ. ზოგი რჩე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ზოგი - არა, რად­გა­ნაც ხან­და­ხან ძნე­ლია, როცა ქა­ლა­ქი­დან მი­დი­ხარ, და­ი­ჯე­რო, რომ მთა­ში, აგ­ვის­ტო­ში დიდი ქურ­თუ­კი და თბი­ლი ტან­საც­მე­ლი დაგ­ჭირ­დე­ბა... 

- შენი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მო­მა­ვალ­ში ტუ­რო­პე­რა­ტო­რო­ბამ­დე მი­ვი­დეს?

- ვე­რა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ. შე­საძ­ლე­ბე­ლია ასეც მოხ­დეს, მაგ­რამ ჯერ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ მაქვს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი. სტუ­დენ­ტი ვარ და სას­წავ­ლე­ბე­ლი უნდა და­ვას­რუ­ლო.

ამ პე­რი­ოდ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს ბო­ლომ­დე შე­მოვ­ლა მინ­და. ყვე­ლა­ზე მა­ტად ის მი­ხა­რია, რომ ბევრ მე­გო­ბარს უთ­ქვამს, - შენი სუ­რა­თე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე­ე­ბი შე­ვი­ცა­ნიო, თუნ­დაც აბუ­დე­ლა­უ­რის ტბე­ბი (ფე­რა­დი ტბე­ბი, - თეთ­რი, ლურ­ჯი, მწვა­ნე), რო­მელ­ზეც არა­ფე­რი იცოდ­ნენ. ამ­ბო­ბენ, რომ მათი ნახ­ვის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა თვა­ლით შე­ხე­დეს, რაც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­სი­ხა­რუ­ლო რა­მაა.

კარ­გია, რომ ქარ­თვე­ლებ­მა სამ­შობ­ლო­დან გაქ­ცე­ვა­ზე არ იფიქ­რონ და სხვა კუ­თხით აღიქ­ვან თა­ვი­ან­თი ქვე­ყა­ნა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გოგონა, რომელიც სულიერ თავისუფლებას მთაში პოულობს – მაგდა ბექაურის სახიფათო ბილიკები

გოგონა, რომელიც სულიერ თავისუფლებას მთაში პოულობს – მაგდა ბექაურის სახიფათო ბილიკები

"რთულია ერთი სიტყვით გადმოვცე, რას ნიშნავს ჩემთვის მთა, - ეს ემოციაა, სულიერი თავისუფლება და საერთოდ, ბევრი რამის ერთობლიობა. მართლია, მთის რთული პირობები, სიმკაცრე, მოულოდნელი ხასიათი იქ სასიარულოდ სიძნელეებს ქმნის, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი ბედნიერებაა, როცა შეგიძლია, შენი თვალით მიხვიდე, დაინახო, აღიქვა და განიცადო", - ამბობს ჩემი რესპონდენტი - მაგდა ბექაური, ილიას სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მეორეკურსელი, რომელიც სულიერ თავისუფლებას, როგორც ამბობს, ყველაზე მძაფრად მთაში შეიგრძნობს და იქ სიარულიც უკვე საყვარელ საქმედ აქცია.

მაგდა ბექაური:

- ჩვენი წარმოშობა გუდამაყრიდან არის, დუშეთის რაიონ სოფელ გამსიდან (შავი არაგვის ხეობა), რომელიც ზღვის დონიდან 1440 მეტრზე მდებარეობს. მართალია რუსთავში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ მთასთან კავშირი ბავშვობიდან მქონდა, ზაფხულობით არაგვის ხეობაში დასასვენებლად სულ ჩავდიოდი. რაც წამოვიზარდე და ემოციები გამიმძაფრდა, მთაში სიარული აქტიურად დავიწყე. მე-11 კლასიდან კი პირველად ლაშქრობაზე წავედი, რითაც ''მოვიწამლე'' კიდეც. ორდღიანი გასვლა იყო და არმაზის ხეობა მეგობრებთან ერთად მოვინახულე. შემდეგ ტურზე უცხო ხალხთან ხევსურეთში წავედი, საიდანაც დაიწყო და დაწყო... ყოველ წელს და წელიწადში რამდენჯერმე ლაშქრობაზე აქტიურად დავდივარ.

- მხოლოდ მთაში დადიხარ?

- კი, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში: მუცო, არდოტი, აბუდელაურის (ფერადი) ტბები, ლომისა, ხადის ხეობა, ყაზბეგი, დარიალი... ეს ყველაფერი ჩემთვის, პირველ რიგში, სირთულეების დაძლევის სიყვარულია, როცა ხედავ, რამხელა ბარიერი დაძლიე და ამ ფაქტით ამაყი ხარ. არადა, სანამ ახვალ, ხედავ, რომ რთული მონაკვეთია და ფიქრობ, ვერ შეძლებ, მაგრამ ბოლოს იმხელა ემოცია გეუფლება, როცა სიძნელეს გადავლახავ, ამბობ, რომ იმ ყველაფრად ღირდა.

- მთაში სიარული, გატყობ, საოცარ ენერგიას გმატებს.

- ჩემი ყველაზე მაღალი წერტილი, რაც დავიპყარი, ზღვის დონიდან 4.000 მეტრი იყო, ანუ მსოფლიოში ყელაზე მაღლა, მყინვარწვერზე არსებული მართლმადიდებლური ტაძარი.

- მთა თავისი არაპროგნოზირებადი ამინდით მოლაშქრეებს ხშირად სირთულეებს უქმნის. ასეთი "სიურპრიზებისთვის" ყოველთვის მზად ხარ?

- რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და წინასწარ ვერაფერს გათვლი. ბევრი გაუთვალისწინებელი რამაა მოსალოდნელი. შარშან ზაფხულს, მაგალითად, მყინვარზე წელამდე წყალში სიარულმა მოგვიწია მაშინ, როცა ვიცოდით, რომ მშრალზე უნდა გვევლო.

- რატომ?

- მყინვარის რაღაც ნაწილი დადნა და იმ ნადნობს ვერაფრით ავცდით. პატარა მონაკვეთი კი იყო, მაგრამ ძალიან რთული. როცა ყინავს, ბუნებრივია, წყალი მეტად ცივია, მით უმეტეს მთაში, ტემპერატურა მინუსებში გადადის. მიუხედავად იმისა, რომ იყო აგვისტო და დღე წარმოუდგენლად ცხელოდა, გავიყინეთ. ასეთია მთა...

- შიში საერთოდ არ გაქვს?

- როგორ არა, მაგრამ უნდა დაძლიო, თუ აყევი და ყურადღება მიაქციე, მთაში სიარულს ვერ შეძლებ. არის შემთხვევა, როცა შეიძლება ნადირსაც გადააწყდე. პირველად ლაშქრობაზე, ღამე კარავში მყოფი მგლის ყმუილმა გამაღვიძა. თუმცა იმის გამო, რომ ეს ყველაფერი საშიშია, ამისგან თავს ვერ შეიკავებ. მგლის ყმულსაც მშვიდად შევხვდი...

- ისე, ასეთ დროს თავი როგორ უნდა დაიცვა?

- ღამე კარვის წინ ანთებულ ცეცხლს ტოვებენ, მტაცებელი ცეცხლს გაურბის, მაგრამ მთლად დაზღვეულიც არ ხარ. პირველად ეს საფრთხე გააზრებული არ მქონდა, რამდენად საშიში იყო, ყოველ შემთხვევაში, თუმცა ყველაფერი მშვიდად დასრულდა.

- დღეს, როგორც ვიცი, სალაშქრო ტურებს თვითონ უძღვები, ჯგუფები დაგყავს ამა თუ იმ მარშრუტზე.

- ჯგუფები შარშან შემოდგომიდან დამყავს, მომწონს ეს საქმე და თავისუფალ დროს მთისკენ მიმიწევს გული, ოღონდ, სხვას გაყოლას, მირჩევნია, ჯგუფი თვითონ წავიყვანო. მოკლედ, დავიწყე ეს საქმე, ხალხი დამყავს და ყველაფერს ორგანიზებას თვითონ ვუწევ.

- მსურველები არიან?

- მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი იყო და იმ დროს მთაში გზები იკეტება, სიარული არ შეგვიწყვეტია.

მონდომება და დიდი სურვილი რომ არა, საკმაოდ რთულია, იარო მეტრამდე თოვლში, სადაც ბოლომდე იფლობი. შეიძლება გაყინულიც არ იყოს, მაგრამ თოვლი იმხელა აღმოჩნდეს, რომ ბოლომდე იფარებოდე და ასეთ რთულ გზაზე მოგიწიოს სიარულმა. მაგალითად, ლომისაზე აღმართი 7 კილომეტრამდეა და თოვლში მისი ავლა ხომ წარმოგიდგენიათ, რა არის?!

- შენი ფოტო ვნახე, დათოვლილ ლომისას ეკლესია ზემოდან რომ გადაჰყურებ. მართლაც, იქ როგორ ახვედი?

- ზამთარში იქ ასასვლელად, გზა იკეტება და მოძღვრები მსურველებს მთაზე ასვლას უკრძალავენ, კურთხევას არ აძლევენ, რადგანაც ზედმეტად სახიფათოა. მოკლედ, თუ გზა გაკვალული არ არის, მოლაშქრეებს არ ენდობიან.  

- თქვენ გაკვალულზე ახვედით?

- კი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გზა გასუფთავებული იყო, უბრლოდ, კვალი ეტყობოდა, საით უნდა წავსულიყავით. ლომისაზე პირველად 18 იანვარს, ჩემს დაბადების დღეზე ავედით, 4-ნი ვიყავით. ჩემთან ერთად სამი ბიჭი იყო, მათგან ერთ-ერთი ჩემი ძმა გახლდათ, ურთულესი მონაკვეთი გავიარეთ. მოლაშქრეებმა წელსაც გამოთქვეს იქ ასვლის სურვილი და 14 თებერვალისთვის ტური დავგეგმე. ისევ დიდი თოვლი იყო, სადღაც მეტრ-ნახევარი სიმაღლის, რომელშიც სიარულმა მოგვიწია. ერთ-ერთმა მოლაშქრემ, პირველივე მონაკვეთიდან, გავედით თუ არა, დაგვტოვა, თქვა, რომ იქ სიარულს ვერ შეძლებდა და დანარჩენებსაც ხელს შეუშლიდა. უკან გაბრუნდა. ასვლას, დაახლოებით, 4 საათი მოვანდომეთ. ლომისა რომ მოვილოცეთ, კიდევ უფრო ზემოთ ასვლის სურვილი გამიჩნდა და მეგობართან ერთად, სულ ბოლო წერტილზეც ავედით, საიდანაც ძალიან ლამაზი ხედებია, მეორე მხარეს ქსნისა და ხადის ხეობაა, საპირისპირო მხარეს, ზემოთ, გუდაურის მთები და ძალიან ლამაზია იქაურობა. ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, რომ ცას ხელით მიწვდებოდი, რაც ძალიან დიდი ბედნიერებაა. ლომისადან კი უკვე სრიალით ჩამოვედით, სხვანაირად შეუძლებელი იყო, რადგანაც ერთ არასწორი მანევრიც და შეიძლება დაიმტვრე.

ოღონდ, რომ ჩამოხვალ, მანქანაში გამოსაცვლელი აუცილებლად უნდა გქონდეს... ხადის ხეობაში, როგორც ლომისაზე, ისეთი ძნელი სასიარულო არ არის, იმასაც ამბობენ, რომ ლომისა ასასვლელად, ყაზბეგზეც კი რთულიაო. მართალია, იქ გზა მეტია, მაგრამ აქ საოცარი აღმართია, რის გამოც გზა თანდათან მძიმდება.

- ბარში ასე ინტენსიურად რატომ არ დადიხარ?

- იქ ასეთი სირთულეები ნაკლებად არის. ხომ ვამბობ, მთაში სხვა განწყობა და ემოციაა...

- ოჯახის წევრები ამ საქმეში მხარში გიდგანან?

- ამ საქმეში ვინც მხარს მიმაგრებს, ჩემი უფროსი ძმაა, მთაში სიარული საერთოდ მან დამაწყებინა და ხომ ვამბობ, დღემდე ყველანაირად გვერდში მიდგას. მშობლებისგან ასეთი მხარდაჭერა არ მაქვს, რადგან მათთვის ამის გაგება წარმოუდგენელია, მით უმეტეს, როცა სხვა ადამიანებზე ვიღებ პასუხისმგებლობას. ურჩევნიათ, თავი დავანებო, სულ ამაზეა ლაპარაკი, მაგრამ ხელსაც არ მიშლიან.

- როგორც მითხარი, შეყვარებული არ გყავს. ვინმე რომ შეგიყვარდეს და მთაში სიარული აგიკრძალოს, მაშინ რას იზამ?

- შეყვარებულმა, ვფიქრობ, რომ პატივი უნდა სცეს ჩემს გადაწყვეტილებას, არ მგონია, გვერდით ისეთი ადამიანი მყავდეს, მოგზაურობა დამიშალოს და თან, არ გამომყვეს. ვფიქრობ, რომ ერთად ვივლით.

- როგორც ჯგუფის ხელმძღვანელისთვის, შენთვის რა არის მთავარი?

- ლაშქრობაში ბევრი უცხო ადამიანი იყრის თავს და თუ ურთიერთპატივისცემა არ გამოიჩინეს, არ გამოვა. პირველ რიგში, ორგანიზატორის მითირებები უნდა დაიცვან. ჯგუფში სხვადასხვა ასაკის ადამიანია ხოლმე, რაც არ არის ცუდი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოლაშქრეებს მოგზაურობიდან დადებითი ემოციები დარჩეთ, შეუყვარდეთ ის ადგილები, რასაც ნახულობენ, გაიცნონ საქართველო იმ კუთხით, საიდანაც ის ქალაქიდან არ ჩანს.

- მოლაშქრეს გზად რა სჭირდება?

- უპირველესად, სურვილი, რაც შეხება ნივთებს, - შესაბამისი სამთო ფეხსაცმელი, რომ სიარულისას ფეხი არ ატკინოს, ჩანთაც სწორად უნდა იყოს შერჩეული, ანუ მხრებზე ისე უნდა ჰქონდეს მორგებული, მოძრაობა რომ შეუმსუბუქოს, გაუადვილოს. საჭიროა წყალი, ელემენტარული საკვები, საწვიმარი. საერთოდ, სად რა არის აუცილებელი, ამას ყოველთვის მივუთითებ ხოლმ. ზოგი რჩევას ითვალისწინებს, ზოგი - არა, რადგანაც ხანდახან ძნელია, როცა ქალაქიდან მიდიხარ, დაიჯერო, რომ მთაში, აგვისტოში დიდი ქურთუკი და თბილი ტანსაცმელი დაგჭირდება... 

- შენი საქმიანობა შესაძლებელია, მომავალში ტუროპერატორობამდე მივიდეს?

- ვერაფერს გამოვრიცხავ. შესაძლებელია ასეც მოხდეს, მაგრამ ჯერ ამ მიმართულებით არ მაქვს კონკრეტული გეგმები. სტუდენტი ვარ და სასწავლებელი უნდა დავასრულო.

ამ პერიოდში კი საქართველოს ბოლომდე შემოვლა მინდა. ყველაზე მატად ის მიხარია, რომ ბევრ მეგობარს უთქვამს, - შენი სურათებიდან საქართველოს კუთხეები შევიცანიო, თუნდაც აბუდელაურის ტბები (ფერადი ტბები, - თეთრი, ლურჯი, მწვანე), რომელზეც არაფერი იცოდნენ. ამბობენ, რომ მათი ნახვის შემდეგ საქართველოს სხვა თვალით შეხედეს, რაც ჩემთვის ყველაზე სასიხარულო რამაა.

კარგია, რომ ქართველებმა სამშობლოდან გაქცევაზე არ იფიქრონ და სხვა კუთხით აღიქვან თავიანთი ქვეყანა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ