პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარი გაცოცხლდა და დიდ თამაშს უბრუნდება
ლარი გაცოცხლდა და დიდ თამაშს უბრუნდება

ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ისევ გა­იკ­რა ჯი­ბე­ზე ხელი და 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იყი­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, "ბლუმ­ბერ­გის" სა­ვაჭ­რო სის­ტე­მა­ში ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა ისევ გამ­ყა­რე­ბი­სა­კენ იხ­რე­ბა. რო­გორც გზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სა­ვა­ლუ­ტო ვაჭ­რო­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ზე მო­თხოვ­ნა მე­თო­დუ­რად იზ­რდე­ბა.

დღეს­დღე­ო­ბით მთა­ვა­რი კი­თხვა ასე­თია: ვის სჭირ­დე­ბა ლა­რის დიდი მასა? სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში აარ­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ ხდე­ბა, პი­რი­ქით, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის 3%-იანი პროგ­ნო­ზი სა­ვა­ლუ­ტო ფონდმა 2,5-მდე შეგ­ვიმ­ცი­რა. ფონ­დის აან­ლი­ტი­კო­სე­ბის ამ გათ­ვლებს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა წელ­საც კუს ნა­ბი­ჯე­ბით იმოძ­რა­ვებს.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, პირ­ველ კვარ­ტალ­ში ექ­სპორ­ტი 6-წლი­ან მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­და. იან­ვარ-მარ­ტში ქვეყ­ნი­დან მხო­ლო 443 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის პრო­დუქ­ტი გა­ვი­და. კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გა­ი­ზარ­და, უარ­ყო­ფი­თი სა­ვაჭ­რო ბა­ლან­სი და 59%-ს მი­აღ­წია. ჯერ­ჯე­რო­ბით, არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ.

სა­გა­რეო თვალ­საზ­რი­სით, შე­და­რე­ბით სიმ­შვი­დეა, თუმ­ცა სხვა ქვეყ­ნის ვა­ლუ­ტე­ბი დო­ლა­რის მი­მართ ასე­თი მკვეთ­რი გამ­ყა­რე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. თით­ქმის 2 კვი­რა­ზე მე­ტია მო­უ­ლოდ­ნე­ლად გამ­ყა­რე­ბუ­ლი რუბ­ლი დო­ლა­რის მი­მართ 66-68-ის დი­ა­პა­ზონ­ში მერ­ყე­ობს.

შარ­შან, მკვეთ­რი დე­ვალ­ვა­ცი­ის დროს, ეკო­ნო­მის­ტე­ბის ნა­წი­ლი აცხა­დებ­და, რომ სა­გა­და­სახ­დე­ლო ბა­ლან­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ლარი დო­ლა­რის მი­მართ 2,2 ლა­რის დი­ა­პა­ზონ­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო, შე­სა­ბა­მი­სად, 2,5 ნიშ­ნუ­ლამ­დე გა­უ­ფა­სუ­რე­ბა კი სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი, სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. ამ­ჯე­რა­დაც, ეკო­ნო­მის­ტი მი­ხე­ილ დუნ­დუა ამ­ბობს, რომ სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან ერ­თად, ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ზე მო­იხ­სნა პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხი, ანუ "ქა­და­გი­ძის ფაქ­ტო­რი".

"ლა­რის მი­მართ გა­ჩე­ნი­ლი მო­თხოვ­ნა გა­საკ­ვი­რი არ არის, ვი­ნა­ი­დან ეკო­ნო­მი­კას ფუ­ლის მასა სჭირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ლუ­ტის მერ­ყე­ო­ბას, სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­ვალ­ვა­ცია გა­რა­დუ­ვა­ლი იყო, მაგ­რამ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე რომ მდგა­რი­ყო, ასე­თი მას­შტა­ბუ­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა არ უნდა გვქო­ნო­და. ახლა მოხ­სნი­ლია ქა­და­გი­ძის ფაქ­ტო­რი, სწო­რედ ამი­ტომ ლარი არა 1,50-ის, არა­მედ 2,25-ის მი­და­მო­ებ­შია", - აცხა­დებს მი­ხე­ილ დუნ­დუა და დას­ძენს, რომ სა­მო­მავ­ლოდ ქარ­თუ­ლი ვა­ლუ­ტა ამ დი­ა­პა­ზონ­ში და­ი­წყებს დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას და თან­და­თა­ნო­ბით ისევ გამ­ყა­რე­ბის­კენ წავა.

დუნ­დუა აღ­ნიშ­ნავს, რომ 2015 წელს სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის კუ­თხით არც ისე დრა­მა­ტუ­ლი ვი­თა­რე­ბა გვქონ­და. ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას და­მა­ტე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ექ­სპორ­ტი, ანუ წმინ­და ექ­სპორ­ტი (რე­ექ­სპორ­ტის გა­მოკ­ვლე­ბით) 2014 წლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მხო­ლოდ 2,5%-ით ჩა­მორ­ჩე­ბო­და.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ლარი გაცოცხლდა და დიდ თამაშს უბრუნდება

ლარი გაცოცხლდა და დიდ თამაშს უბრუნდება

ეროვნულმა ბანკმა ისევ გაიკრა ჯიბეზე ხელი და 10 მილიონი დოლარი იყიდა. მიუხედავად ამისა, "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში ეროვნული ვალუტა ისევ გამყარებისაკენ იხრება. როგორც გზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლოდროინდელი სავალუტო ვაჭრობა აჩვენებს, რომ ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა მეთოდურად იზრდება.

დღესდღეობით მთავარი კითხვა ასეთია: ვის სჭირდება ლარის დიდი მასა? საქართველოს ეკონომიკაში აარფერი მნიშვნელოვანი არ ხდება, პირიქით, ეკონომიკური ზრდის 3%-იანი პროგნოზი სავალუტო ფონდმა 2,5-მდე შეგვიმცირა. ფონდის აანლიტიკოსების ამ გათვლებს თუ გავითვალისწინებთ, ქვეყნის ეკონომიკა წელსაც კუს ნაბიჯებით იმოძრავებს.

სტატისტიკური მონაცემებით, პირველ კვარტალში ექსპორტი 6-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. იანვარ-მარტში ქვეყნიდან მხოლო 443 მილიონი დოლარის პროდუქტი გავიდა. კატასტროფულად გაიზარდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და 59%-ს მიაღწია. ჯერჯერობით, არ გვაქვს ინფორმაცია უცხოური ინვესტიციების შესახებ.

საგარეო თვალსაზრისით, შედარებით სიმშვიდეა, თუმცა სხვა ქვეყნის ვალუტები დოლარის მიმართ ასეთი მკვეთრი გამყარებით არ გამოირჩევიან. თითქმის 2 კვირაზე მეტია მოულოდნელად გამყარებული რუბლი დოლარის მიმართ 66-68-ის დიაპაზონში მერყეობს.

შარშან, მკვეთრი დევალვაციის დროს, ეკონომისტების ნაწილი აცხადებდა, რომ საგადასახდელო ბალანსის გათვალისწინებით ლარი დოლარის მიმართ 2,2 ლარის დიაპაზონში უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, 2,5 ნიშნულამდე გაუფასურება კი სპეკულაციური, სუბიექტური ფაქტორებით იყო გამოწვეული. ამჯერადაც, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ საგარეო ფაქტორების გაუმჯობესებასთან ერთად, ეროვნულ ვალუტაზე მოიხსნა პოლიტიკური წნეხი, ანუ "ქადაგიძის ფაქტორი".

"ლარის მიმართ გაჩენილი მოთხოვნა გასაკვირი არ არის, ვინაიდან ეკონომიკას ფულის მასა სჭირდება. რაც შეეხება ვალუტის მერყეობას, საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, დევალვაცია გარადუვალი იყო, მაგრამ ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზე რომ მდგარიყო, ასეთი მასშტაბური გაუფასურება არ უნდა გვქონოდა. ახლა მოხსნილია ქადაგიძის ფაქტორი, სწორედ ამიტომ ლარი არა 1,50-ის, არამედ 2,25-ის მიდამოებშია", - აცხადებს მიხეილ დუნდუა და დასძენს, რომ სამომავლოდ ქართული ვალუტა ამ დიაპაზონში დაიწყებს დასტაბილურებას და თანდათანობით ისევ გამყარებისკენ წავა.

დუნდუა აღნიშნავს, რომ 2015 წელს საგარეო ვაჭრობის კუთხით არც ისე დრამატული ვითარება გვქონდა. ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას დამატებული მომსახურების ექსპორტი, ანუ წმინდა ექსპორტი (რეექსპორტის გამოკვლებით) 2014 წლის მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ით ჩამორჩებოდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია