მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავუდაქალდი ჩემი ქმრის ცოლს
როგორ დავუდაქალდი ჩემი ქმრის ცოლს

ცოტა გვი­ან გავ­თხოვ­დი - 27 წლის. რო­გორც ყვე­ლას, მე­გო­ნა, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად ვიქ­ნე­ბო­დით და ვე­რა­ფე­რი დაგ­ვა­შო­რებ­და მე და ჩემს ქმარს.

ბედ­ნი­ერც ვი­ყა­ვი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს შინ ნას­ვა­მი არ დაბ­რუნ­და და მი­თხრა:

- ახლა არ ჩა­ვარ­დე ის­ტე­რი­კა­ში, ფე­ხე­ბის ბა­კუ­ნი არ და­ი­წყო, სხვა მიყ­ვარს და სახ­ლი­დან მივ­დი­ვა­რო. შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, რად­გან ეჭ­ვიც კი არა­სო­დეს შემ­პარ­ვია მის ერ­თგუ­ლე­ბა­ში. ვერც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ სხვა­ზე ფიქ­რი შე­ეძ­ლო, ღა­ლატ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი მსა­ხი­ო­ბუ­რი ნიჭი აღ­მო­აჩ­ნდა...

ხმა არ ამო­მი­ღია, ისე დავ­ტო­ვე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და სა­ძი­ნე­ბელ­ში გა­ვე­დი. დი­ლით სამ­სა­ხურ­ში რომ წა­ვე­დი, ის ჯერ კი­დევ სახ­ლში იყო - დი­ვან­ზე ეძი­ნა. დაბ­რუ­ნე­ბულს აღარც თვი­თონ დამ­ხვდა და აღარც მისი ნივ­თე­ბი. სახ­ლი, რო­მელ­შიც ჩვენ ვცხოვ­რობ­დით, მისი იყო, მაგ­რამ ჩვენ დაგ­ვი­ტო­ვა და წა­ვი­და...

კარ­გა ხანს ვერ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რა მოხ­და... მერე შე­ვე­გუე. მთე­ლი 2 თვე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. არც ბავ­შვე­ბი უნა­ხავს და არც შეგ­ვხმი­ა­ნე­ბია. შემ­დეგ უფ­რო­სი გო­გო­ნას­თვის სკო­ლა­ში მი­უ­კი­თხავს, უმ­ცრო­სის­თვის - ბაღ­ში. არც ამა­ზე მქო­ნია რე­აქ­ცია. მა­ტე­რი­ა­ლუ­რად მა­ნამ­დეც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვი - მას­ზე მეტს მე გა­მო­ვი­მუ­შა­ვებ­დი და არ გამ­ჭირ­ვე­ბია ქმრის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა. ახა­ლი წლის ღა­მეს და­მი­რე­კა და სტუმ­რად მოს­ვლის უფ­ლე­ბა მთხო­ვა. უარი არ ვუ­თხა­რი, მაგ­რამ ახალ ცოლ­საც თუ მო­იყ­ვან­და, მა­გას ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი.

ჩვე­ნი და­შო­რე­ბი­დან 8 თვე იყო გა­სუ­ლი და მის­გან მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი თით­ქმის მო­შუ­შე­ბუ­ლი მქონ­და... უკაც­რა­ვად, მაგ­რამ - ფე­ხებ­ზე მე­კი­და თვი­თო­ნაც და მისი საქ­ცი­ე­ლიც. ჩემს მე­გობ­რებს უკ­ვირ­დათ, რო­გორ შე­მეძ­ლო ასე ჩუ­მად გა­და­მეყ­ლა­პა შე­უ­რა­ცხყო­ფა, მაგ­რამ მე ვფიქ­რობ, რომ სწო­რად მო­ვი­ქე­ცი. მისი ცო­ლის შე­სა­ხე­ბაც ჩემი მე­გობ­რე­ბი იგებ­დნენ ამ­ბებს და მიყ­ვე­ბოდ­ნენ. და­ვი­ფი­ცებ, რომ არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ, ვინ იყო ის ქალი, ვინც მე მამ­ჯო­ბი­ნა. მისი წას­ვლის მერე ყვე­ლა­ფე­რი სულ ერთი გახ­და. აბა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, ლა­მა­ზი იყო თუ არა? გა­ნა­თხო­ვა­რი იყო თუ არა? მთა­ვა­რი ის იყო, რომ ჩემ­მა ქმარ­მა მას­თან ცხოვ­რე­ბა არ­ჩია... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

როგორ დავუდაქალდი ჩემი ქმრის ცოლს

როგორ დავუდაქალდი ჩემი ქმრის ცოლს

ცოტა გვიან გავთხოვდი - 27 წლის. როგორც ყველას, მეგონა, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით და ვერაფერი დაგვაშორებდა მე და ჩემს ქმარს.

ბედნიერც ვიყავი წლების განმავლობაში, სანამ ერთ მშვენიერ დღეს შინ ნასვამი არ დაბრუნდა და მითხრა:

- ახლა არ ჩავარდე ისტერიკაში, ფეხების ბაკუნი არ დაიწყო, სხვა მიყვარს და სახლიდან მივდივარო. შოკში ჩავვარდი, რადგან ეჭვიც კი არასოდეს შემპარვია მის ერთგულებაში. ვერც კი წარმომედგინა, რომ სხვაზე ფიქრი შეეძლო, ღალატზე აღარაფერს ვამბობ. წარმოიდგინეთ, როგორი მსახიობური ნიჭი აღმოაჩნდა...

ხმა არ ამომიღია, ისე დავტოვე სამზარეულოში და საძინებელში გავედი. დილით სამსახურში რომ წავედი, ის ჯერ კიდევ სახლში იყო - დივანზე ეძინა. დაბრუნებულს აღარც თვითონ დამხვდა და აღარც მისი ნივთები. სახლი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, მისი იყო, მაგრამ ჩვენ დაგვიტოვა და წავიდა...

კარგა ხანს ვერ გავაცნობიერე, რა მოხდა... მერე შევეგუე. მთელი 2 თვე არ გამოჩენილა. არც ბავშვები უნახავს და არც შეგვხმიანებია. შემდეგ უფროსი გოგონასთვის სკოლაში მიუკითხავს, უმცროსისთვის - ბაღში. არც ამაზე მქონია რეაქცია. მატერიალურად მანამდეც დამოუკიდებელი ვიყავი - მასზე მეტს მე გამოვიმუშავებდი და არ გამჭირვებია ქმრის გარეშე ცხოვრება. ახალი წლის ღამეს დამირეკა და სტუმრად მოსვლის უფლება მთხოვა. უარი არ ვუთხარი, მაგრამ ახალ ცოლსაც თუ მოიყვანდა, მაგას ვერ წარმოვიდგენდი.

ჩვენი დაშორებიდან 8 თვე იყო გასული და მისგან მოყენებული ჭრილობები თითქმის მოშუშებული მქონდა... უკაცრავად, მაგრამ - ფეხებზე მეკიდა თვითონაც და მისი საქციელიც. ჩემს მეგობრებს უკვირდათ, როგორ შემეძლო ასე ჩუმად გადამეყლაპა შეურაცხყოფა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. მისი ცოლის შესახებაც ჩემი მეგობრები იგებდნენ ამბებს და მიყვებოდნენ. დავიფიცებ, რომ არ დავინტერესებულვარ, ვინ იყო ის ქალი, ვინც მე მამჯობინა. მისი წასვლის მერე ყველაფერი სულ ერთი გახდა. აბა, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ლამაზი იყო თუ არა? განათხოვარი იყო თუ არა? მთავარი ის იყო, რომ ჩემმა ქმარმა მასთან ცხოვრება არჩია... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს