ქვემო ფონიჭალაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ორი ადამიანი. ასევე არიან დაჭრილები.
მომხდარი ფაქტი "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლითაა აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.