"ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი, ცოტნე ცოტაშვილი, იგივე გიორგი ბახუტაშვილი, 9 თვის წინ მამა გახდა. მისი მეუღლე პროფესიით ოპერატორი თაკო შოშიაშვილი გახლავთ. წყვილმა ბავშვს სახელი გვართან შესაბამისობაში შეურჩია და ბეა დაარქვეს.
- სახელზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. მინდოდა, ცოტა განსხვავებული შემერჩია რამე და თან გვარსაც მოხდენოდა. ამიტომ წიგნებში, ინტერნეტში ძირითადად "ბ" ასოზე დავიწყე სახელების ძებნა. ამდენი სახელიდან ჩემი ყურადღება ბეამ მიიპყრო, თან ამოვიკითხე, რომ ნიშნავს ბედნიერს. ბეა ბახუტაშვილი - გვართან ერთადაც ლამაზად ჟღერს, ვუთხარი გიორგის და მასაც მოეწონა, ჰოდა, გადავწყვიტეთ, გვყოლოდა ბეა. ჩვენ კი მოგვწონს, მაგრამ ახლა და ახლა, როცა მეკითხებიან შვილის სახელს და ვეუბნები ბეას, ვხვდები, ბავშვი მთლად კარგ მდგომარეობაში არ ჩავაგდე, რადგან იბნევიან, ვერ იგებენ სწორად - დეა, ლეა, თეა - ყველაფერს ამბობენ, ბეას გარდა. უკვე მივხვდი, რომ ყველასთან მოუწევს სახელის კარგად გამოთქმა და განმარტება მისი იშვიათობის გამო.
- თაკო, უდროობის გამო ინტერვიუს ჩაწერა გაგვიძნელდა, რითი ხარ ამჟამად დაკავებეული?
- "რუსთავი 2"-ში ვმუშაობ ოპერატორად, უფრო კონკრეტულად კი, "კომედი არხზე" ვიღებ თითქმის ყველა გადაცემას. ადრეც მათთან ვიყავი დასაქმებული, მერე ორსულობის გამო პაუზა მქონდა, ახლა კი დავუბრუნდი საყვარელ საქმეს. ყოველთვის ვამბობდი ამას და ახლაც გავიმეორებ, ერთი საქმის მოსწრება ძალიან ადვილია, მარტო ბავშვის გაზრდა ან მარტო მუშაობა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როცა ბევრ რამეს ახერხებ ერთად, მაშინ ხარ შემდგარიც და "მაგარი ტიპიც". გიორგისავით დაკავებული მე არ ვარ, ვისვენებ შაბათ-კვირას და სამუშაო რეჟიმიც არ მაქვს მაინცდამაინც გადატვირთული, უბრალოდ ახლა დაემთხვა ისე, რომ გადაიდო გადაღებები, შესაბამისად, მერე სხვა დროს დაინიშნა და გაიწელა, თორე ზოგადად, ძალიან დატვირთული არ ვარ.
- რატომ მოგიხდა ძიძის ოთხჯერ გამოცვლა?
- მესამე ძიძა თვითონ წავიდა, წინა ორთან კი მცირე გაურკვევლობები იყო, მნიშვნელოვანი არაფერი, მაგრამ მაინც.
განაგრძეთ კითხვა