თბილისში, გურამიშვიის გამზირზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე საათის წინ აფეთქება მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გაზით დატუმბვის დროს აფეთქდა. მანქანის მძღოლი და სადგურის ოპერატორი დაშავდნენ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გაზგასამართ სადგურზე ექსპერტები და გამომძიებლები მუშაობენ. ტერიტორია სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული. აფეთქების შედეგად გაზგასამართი სადგურის დიდი ნაწილი დაზიანებულია.
როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში თვითმხილველებმა განაცხადეს, შემთხვევა დაახლოებით დილის 11:00 საათზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, იყო ძლიერი აფეთქების ხმა. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ ავტომობილი გაზის ბალონის დატუმბვის დროს აფეთქდა.
იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან
შინაგან საქმეთა სამინისტროინფორმაციით, აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა გაზგასამართი სადგურის ოპერატორი და ავტომობილის მძღოლი. საქმეზე გამოძძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნლოვანი ზარალი გამოიწვია.