Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ქალები, რომელთათვისაც პუტინი ბინებს ყიდულობს
ქალები, რომელთათვისაც პუტინი ბინებს ყიდულობს

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი თა­ვის მე­გო­ბარ გი­ორ­გი ბა­ევ­სკის დახ­მა­რე­ბით ბი­ნებს ჩუქ­ნი­და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ქა­ლებს. წარ­მო­გიდ­გენთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს. 

კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვა - რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ფარ­თო­ე­ბის ყვე­ლა­ზე ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ქალი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც პუ­ტინ­მა და არც მის­მა პრესმდი­ვან­მა პეს­კოვ­მა ეს გო­გო­ნა არ აღი­ა­რა, ის მა­ინც მის შვი­ლად ით­ვლე­ბა. კა­ტე­რი­ნას ნო­ო­გა­რე­ვოს სი­ახ­ლო­ვეს ერგო ბინა, სა­დაც თა­ვი­სი ფონ­დი და­ა­რე­გის­ტრი­რა.

ლე­სი­ან კა­ბა­ე­ვა - ცნო­ბი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შის, დე­პუ­ტა­ტის და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მე­დია ჯგუ­ფის უფ­რო­სის ალი­ნა კა­ბა­ე­ვის და. არც ეს გო­გო­ნა აღი­ა­რა პუ­ტინ­მა, ამ­ბობს, არა­ფე­რი გვა­კავ­ში­რებ­სო. კა­ბა­ე­ვას დას ერგო მოს­კოვ­ში მდე­ბა­რე 228 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ბინა.

ანა ზა­ცე­პე­ლი­ნა - ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ბე­ბია. პუ­ტი­ნი კა­ბა­ე­ვას ოფი­ცი­ა­ლურ მე­გო­ბარ ქა­ლად არ აღი­ა­რებს, მაგ­რამ მის 80 წლის ბე­ბი­ას ერგო პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ოქ­როს მიწა და სახ­ლი რუბ­ლი­ოვ­კა­ზე.

ალი­სა ხარ­ჩე­ვა - ალი­სა გახ­ლავთ ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი გო­გო­ნა, 23 წლის "ჟურ­ნა­ლის­ტი". ალი­სა­საც არა­ნა­ი­რი აღი­ა­რე­ბა არ მი­უ­ღია. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოქ­ვეყ­ნდა occrp-ს გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, რომ­ლის და­ფარ­ვა­საც კრემ­ლი ცდი­ლობ­და. რა­ტომ იყო კრემ­ლი ის­ტე­რი­კა­ში, სა­ნამ არ­სე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბო­და? ამას რამ­დე­ნი­მე ახ­სნა აქვს:

1. პი­რა­დი სა­კი­თხი. პუ­ტი­ნის პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, გო­გო­ნე­ბი, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა.

2. გა­სა­გე­ბი ხდე­ბო­და, ვინ იყო პი­რა­დი სა­ლა­რო (რო­ტენ­ბერ­გი) და ვინ მარ­თავ­და მას (ბა­ევ­სკი). გრი­გო­რი ბა­ევ­სკი იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, რომ არა­სო­დეს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი პუ­ტი­ნის შვე­ი­ცა­რუ­ლი ბან­კის ან­გა­რი­შის შე­სა­ხებ. ბა­ევ­სკიმ, ტიმ­ჩენ­კომ და უთ­ვა­ლავ­მა "რო­ტენ­ბერ­გებ­მა" რე­ა­ლუ­რად იცი­ან, რა ქო­ნე­ბა ეკუთ­ვნის პუ­ტინს.

3. გა­სა­გე­ბია, რა­ტომ იღებს ასე მარ­ტი­ვად რო­ტენ­ბერ­გი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ის ფუ­ლით უზ­რუნ­ველ­ყოფს პუ­ტი­ნის ოჯახს, ქა­ლიშ­ვი­ლებს და საყ­ვარ­ლებს. ის ყვე­ლა­ზე ახლო წრე­შია.

4. ეს მხო­ლოდ ერთი შე­ხედ­ვით ჩანს, რომ ვე­რა­ფე­რი დამ­ტკიც­დე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია ნამ­დვი­ლი კო­რუფ­ცია, რომ­ლის გა­და­ხედ­ვაც სა­სა­მარ­თლო­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო შეკ­ვე­თებს იღებს, ყი­დუ­ლობს სახ­ლს პუ­ტი­ნის საყ­ვარ­ლის ბე­ბი­ას. ამ სა­კი­თხთან შე­იძ­ლე­ბა კი­დევ იყოს კი­თხვე­ბი, მაგ­რამ რო­დე­საც ბი­ნას ყი­დუ­ლო­ბენ ქა­ლიშ­ვილს, აქ თა­ვის დაძ­ვრე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ხალ­ხი ფიქ­რობს, რომ აქ რთუ­ლი სქე­მე­ბია, სხვა­დას­ხვა აუ­ღე­ბე­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბი, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, რუ­სე­თი და მისი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სიმ­დიდ­რე "დიდი ნაჭ­რე­ბით" უწი­ლა­დეს მათ, ვინც ზრუ­ნავს ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ბე­ბი­ა­ზე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია navalny.com-ს მი­ხედ­ვით.

ქალები, რომელთათვისაც პუტინი ბინებს ყიდულობს

ქალები, რომელთათვისაც პუტინი ბინებს ყიდულობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის მეგობარ გიორგი ბაევსკის დახმარებით ბინებს ჩუქნიდა მასთან დაახლოებულ ქალებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს. 

კატერინა ტიხონოვა - რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფართოების ყველაზე ამბიციური პროექტის ავტორი ქალი. მიუხედავად იმისა, რომ არც პუტინმა და არც მისმა პრესმდივანმა პესკოვმა ეს გოგონა არ აღიარა, ის მაინც მის შვილად ითვლება. კატერინას ნოოგარევოს სიახლოვეს ერგო ბინა, სადაც თავისი ფონდი დაარეგისტრირა.

ლესიან კაბაევა - ცნობილი ტანმოვარჯიშის, დეპუტატის და ნაციონალური მედია ჯგუფის უფროსის ალინა კაბაევის და. არც ეს გოგონა აღიარა პუტინმა, ამბობს, არაფერი გვაკავშირებსო. კაბაევას დას ერგო მოსკოვში მდებარე 228 კვადრატული მეტრი ბინა.

ანა ზაცეპელინა - ალინა კაბაევას ბებია. პუტინი კაბაევას ოფიციალურ მეგობარ ქალად არ აღიარებს, მაგრამ მის 80 წლის ბებიას ერგო პირდაპირი მნიშვნელობით, ოქროს მიწა და სახლი რუბლიოვკაზე.

ალისა ხარჩევა - ალისა გახლავთ ფოტოზე აღბეჭდილი გოგონა, 23 წლის ”ჟურნალისტი”. ალისასაც არანაირი აღიარება არ მიუღია. ეს ყველაფერი გამოქვეყნდა occrp-ს გამოძიების შემდეგ, რომლის დაფარვასაც კრემლი ცდილობდა. რატომ იყო კრემლი ისტერიკაში, სანამ არსებული გამოძიების მასალები გამოქვეყნდებოდა? ამას რამდენიმე ახსნა აქვს:

1. პირადი საკითხი. პუტინის პირადი ურთიერთობები, გოგონები, პირადი ცხოვრება.

2. გასაგები ხდებოდა, ვინ იყო პირადი სალარო (როტენბერგი) და ვინ მართავდა მას (ბაევსკი). გრიგორი ბაევსკი იმის მტკიცებულებაა, რომ არასოდეს გახდება ცნობილი პუტინის შვეიცარული ბანკის ანგარიშის შესახებ. ბაევსკიმ, ტიმჩენკომ და უთვალავმა "როტენბერგებმა" რეალურად იციან, რა ქონება ეკუთვნის პუტინს.

3. გასაგებია, რატომ იღებს ასე მარტივად როტენბერგი ნებისმიერი სახის სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებას. ის ფულით უზრუნველყოფს პუტინის ოჯახს, ქალიშვილებს და საყვარლებს. ის ყველაზე ახლო წრეშია.

4. ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, რომ ვერაფერი დამტკიცდება. სინამდვილეში დოკუმენტირებულია ნამდვილი კორუფცია, რომლის გადახედვაც სასამართლოშია შესაძლებელი. ბიზნესმენი, რომელიც სახელმწიფო შეკვეთებს იღებს, ყიდულობს სახლს პუტინის საყვარლის ბებიას. ამ საკითხთან შეიძლება კიდევ იყოს კითხვები, მაგრამ როდესაც ბინას ყიდულობენ ქალიშვილს, აქ თავის დაძვრენა შეუძლებელია.

ხალხი ფიქრობს, რომ აქ რთული სქემებია, სხვადასხვა აუღებელი ციხესიმაგრეები, მაგრამ სინამდვილეში, რუსეთი და მისი ნაციონალური სიმდიდრე "დიდი ნაჭრებით" უწილადეს მათ, ვინც ზრუნავს ალინა კაბაევას ბებიაზე.

მომზადებულია navalny.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა