მთაწმინდაზე, მესხის ქ.#14-ში სახლის სახურავზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ცეცხლი სამსართულიანი სახლის სახურავზე გაჩნდა და 400-450 კვ. მეტრ ფართობზე გავრცელდა.
ცეცხლს 10 სახანძრო ბრიგადა აქრობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სააგენტოში ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია.