მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარის ახალი ბანკნოტები ადვილად ყალბდება?!
ლარის ახალი ბანკნოტები ადვილად ყალბდება?!

ლა­რის ახა­ლი ბანკნო­ტე­ბი მი­მოქ­ცე­ვა­ში გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გა­ა­ყალ­ბეს. ყალ­ბი 20 და 50-ლა­რი­ა­ნე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს კა­ხეთ­ში, გუ­რი­ა­სა და თბი­ლის­ში. "რე­ზო­ნან­სი" და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დე­ნად და­ცუ­ლია ახა­ლი კუ­პი­უ­რე­ბი. ეროვ­ნულ ბან­კში ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია დაც­ვის უახ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

თბი­ლი­სე­ლი ფარ­მა­ცევ­ტი ლანა ხა­ბა­ძე ამ­ბობს, ყალ­ბი 20-ლა­რი­ა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის წინ შე­ა­ტყუ­ეს. რამ­დე­ნა­დაც აფ­თი­აქ­ში ბევ­რი ხალ­ხი იყო, ამი­ტომ კუ­პი­უ­რას ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცია. "მომ­ხმა­რე­ბე­ლი შე­მო­ვი­და და იყი­და წა­მა­ლი. 20-ლა­რი­ა­ნი მომ­ცა, ხურ­და და­ვუბ­რუ­ნე, ბევრ ადა­მი­ანს ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი და ამ ფუ­ლის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფულს ვა­ხა­რის­ხებ­დი და მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ერთი 20-ლა­რი­ა­ნი ყალ­ბი იყო. იმ­დე­ნად უხა­რის­ხო ქა­ღალ­დი იყო, ხე­ლის მოს­მი­თაც ეტყო­ბო­და", - ამ­ბობს ლანა ხა­ბა­ძე.

ცოტა ხნის წინ, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ყალ­ბი ფუ­ლის გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ორი პირი ყალ­ბი ფუ­ლის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ამო­ღე­ბუ­ლი კუ­პი­უ­რე­ბის ოდე­ნო­ბამ, სა­ერ­თო ჯამ­ში, 1040 ლარი შე­ად­გი­ნა.

"რე­ზო­ნანსს" შსს-ს გუ­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ყალ­ბი კუ­პი­უ­რე­ბი თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში ლა­ზე­რით აღ­ჭურ­ვი­ლი, უცხო­უ­რი წარ­მო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტით და­ამ­ზა­დეს. შემ­დეგ ჩო­ხა­ტა­უ­რის აგ­რა­რულ ბა­ზარ­ში 2 ტო­მა­რა თხი­ლი შე­ი­ძი­ნეს და სა­ფა­სუ­რი ყალ­ბი ფუ­ლით გა­და­ი­ხა­დეს

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: გა­ნახ­ლე­ბუ­ლი 20, 50 და 100 ლარი - ის, რაც უნდა იცო­დეთ ახა­ლი კუ­პი­უ­რე­ბის დამ­ცავ ნიშ­ნებ­ზე

ლარის ახალი ბანკნოტები ადვილად ყალბდება?!

ლარის ახალი ბანკნოტები ადვილად ყალბდება?!

ლარის ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში გამოსვლისთანავე გააყალბეს. ყალბი 20 და 50-ლარიანები აღმოაჩინეს კახეთში, გურიასა და თბილისში. "რეზონანსი" დაინტერესდა, რამდენად დაცულია ახალი კუპიურები. ეროვნულ ბანკში ამტკიცებენ, რომ გამოყენებულია დაცვის უახლესი საერთაშორისო სტანდარტები. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თბილისელი ფარმაცევტი ლანა ხაბაძე ამბობს, ყალბი 20-ლარიანი დაახლოებით ორი კვირის წინ შეატყუეს. რამდენადაც აფთიაქში ბევრი ხალხი იყო, ამიტომ კუპიურას ყურადღება არ მიაქცია. "მომხმარებელი შემოვიდა და იყიდა წამალი. 20-ლარიანი მომცა, ხურდა დავუბრუნე, ბევრ ადამიანს ვემსახურებოდი და ამ ფულისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მოგვიანებით ფულს ვახარისხებდი და მაშინვე მივხვდი, რომ ერთი 20-ლარიანი ყალბი იყო. იმდენად უხარისხო ქაღალდი იყო, ხელის მოსმითაც ეტყობოდა", - ამბობს ლანა ხაბაძე.

ცოტა ხნის წინ, თელავის რაიონულმა სასამართლომ ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა. ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი პირი ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით დააკავეს. ამოღებული კუპიურების ოდენობამ, საერთო ჯამში, 1040 ლარი შეადგინა.

"რეზონანსს" შსს-ს გურიის წარმომადგენლობაში განუცხადეს, რომ ბრალდებულებმა ყალბი კუპიურები თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ლაზერით აღჭურვილი, უცხოური წარმოების სპეციალური აპარატით დაამზადეს. შემდეგ ჩოხატაურის აგრარულ ბაზარში 2 ტომარა თხილი შეიძინეს და საფასური ყალბი ფულით გადაიხადეს

განაგრძეთ კითხვა

ასევე წაიკითხეთ: განახლებული 20, 50 და 100 ლარი - ის, რაც უნდა იცოდეთ ახალი კუპიურების დამცავ ნიშნებზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია