მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში გაიაფდება დენის ტარიფი
 რა შემთხვევაში გაიაფდება დენის ტარიფი

თუკი ლარი 2-2,05 ნიშ­ნუ­ლამ­დე გამ­ყარ­დე­ბა, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის კვლავ შემ­ცი­რე­ბა დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში. ამ დრო­ის­თვის, სე­მე­კი დო­ლა­რის მი­მართ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის ცვლი­ლე­ბას აკ­ვირ­დე­ბა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, კო­მი­სი­ა­ში უნდა დარ­წმუნ­დნენ, რომ კურ­სი სტა­ბი­ლუ­რი იქ­ნე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა 2,30-ის ნიშ­ნუ­ლის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს.

სე­მე­კის წევ­რი, გოჩა შო­ნია "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ მოქ­მედ წე­სებ­ში არ არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი ჩა­ნა­წე­რი - სა­ვა­ლუ­ტო კურ­სის რამ­დენპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი ცვლი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უნდა შე­იც­ვა­ლოს ტა­რი­ფი. რო­დე­საც ელექტრო­ე­ნერ­გია გაძ­ვირ­და, ლარი დო­ლა­რის მი­მართ და­ახ­ლო­ე­ბით 30%-ით იყო გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე თვის წინ თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რებს ახა­ლი ტა­რი­ფი 2,30-ის ნიშ­ნულ­ზე და­უ­ან­გა­რიშ­დათ.

"ჯერ კურ­სი არ არის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლი და გარ­კვე­უ­ლი მერ­ყე­ო­ბა ისევ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ჩვენ და­ვაკ­ვირ­დე­ბით პრო­ცესს. თუ მოხ­და არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბა და ლარი კი­დევ უფრო გამ­ყარ­და, გა­და­ი­ხე­დე­ბა ტა­რი­ფიც", - ამ­ბობს გოჩა შო­ნია.

რა იგუ­ლის­ხმე­ბა არ­სე­ბით ცვლი­ლე­ბა­ში? რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ზუსტ დე­ფი­ნი­ცი­ას კა­ნო­ნი და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი წე­სე­ბი არ გან­სა­ზღვრავს. შო­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, სე­მე­კი პრო­ცესს რე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით აფა­სებს. თუკი კო­მი­სია და­ი­ნა­ხავს, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი ზედ­მეტ შე­მო­სა­ვალს იღე­ბენ, მა­შინ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფი გა­და­ი­ხე­დე­ბა.

"თუ მოხ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა ლარ­სა და დო­ლარს შო­რის, ამ შემ­თხვე­ვა­ში კო­მი­სი­ას ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სა­ტა­რი­ფო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ ერთხელ გა­და­ხე­დოს ტა­რიფს. რამ­დე­ნი­მე კვი­რაა და­ი­წყო კურ­სმა გამ­ყა­რე­ბა. ჩვენ გარ­კვე­უ­ლი დრო გვჭირ­დე­ბა, რათა და­ვაკ­ვირ­დეთ ცვლი­ლე­ბებს", - ამ­ბობს გოჩა შო­ნია "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რა შემთხვევაში გაიაფდება დენის ტარიფი

 რა შემთხვევაში გაიაფდება დენის ტარიფი

თუკი ლარი 2-2,05 ნიშნულამდე გამყარდება, ელექტროენერგიის ტარიფის კვლავ შემცირება დადგება დღის წესრიგში. ამ დროისთვის, სემეკი დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის ცვლილებას აკვირდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კომისიაში უნდა დარწმუნდნენ, რომ კურსი სტაბილური იქნება. ჯერჯერობით ეროვნული ვალუტა 2,30-ის ნიშნულის ფარგლებში მერყეობს.

სემეკის წევრი, გოჩა შონია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მოქმედ წესებში არ არსებობს კონკრეტული ჩანაწერი - სავალუტო კურსის რამდენპროცენტიანი ცვლილების შემთხვევაში უნდა შეიცვალოს ტარიფი. როდესაც ელექტროენერგია გაძვირდა, ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 30%-ით იყო გაუფასურებული. რამდენიმე თვის წინ თბოელექტროსადგურებს ახალი ტარიფი 2,30-ის ნიშნულზე დაუანგარიშდათ.

"ჯერ კურსი არ არის დასტაბილურებული და გარკვეული მერყეობა ისევ შეინიშნება. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს. თუ მოხდა არსებითი ცვლილება და ლარი კიდევ უფრო გამყარდა, გადაიხედება ტარიფიც", - ამბობს გოჩა შონია.

რა იგულისხმება არსებით ცვლილებაში? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზუსტ დეფინიციას კანონი და მარეგულირებელი წესები არ განსაზღვრავს. შონიას განცხადებით, სემეკი პროცესს რეალური მდგომარეობით აფასებს. თუკი კომისია დაინახავს, რომ კომპანიები ზედმეტ შემოსავალს იღებენ, მაშინ ელექტროენერგიის ტარიფი გადაიხედება.

"თუ მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილება ლარსა და დოლარს შორის, ამ შემთხვევაში კომისიას ეძლევა შესაძლებლობა, რომ სატარიფო წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ გადახედოს ტარიფს. რამდენიმე კვირაა დაიწყო კურსმა გამყარება. ჩვენ გარკვეული დრო გვჭირდება, რათა დავაკვირდეთ ცვლილებებს", - ამბობს გოჩა შონია "რეზონანსთან" საუბრისას განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია