Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ინოვაციური ნაგვის ურნები დაიდგმება
 თბილისში ინოვაციური ნაგვის ურნები დაიდგმება

თბი­ლის­ში, კარ­გა­რე­თე­ლის ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ინო­ვა­ცი­უ­რი ნაგ­ვის ურ­ნე­ბი გან­თავ­სდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს" მე­რი­ის სსიპ "ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­დან" აც­ნო­ბეს.

"კარ­გა­რე­თე­ლის ქუ­ჩა­ზე ფა­სა­დე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს - და­ირ­გვე­ბა ახა­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი, გა­კეთ­დე­ბა მზის ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე გარე გა­ნა­თე­ბა. და­იდ­გმე­ბა ინო­ვა­ცი­უ­რი ურ­ნე­ბი, რო­მელ­შიც მეტი მყა­რი ნარ­ჩე­ნი გან­თავ­სე­ბა და ურნა ნა­გავს ავ­ტო­მა­ტუ­რად დაპ­რე­სავს. ინო­ვა­ცი­ურ ნაგ­ვის ურ­ნებ­თან ნაგ­ვის დამცლელ მან­ქა­ნას დღე­ში ორ­ჯერ ან ერთხელ სჭირ­დე­ბა მის­ვლა, ამი­ტომ ეს ქუჩა უფრო ნაკ­ლე­ბად და­იტ­ვირ­თე­ბა", - გა­ნა­ცხა­და "ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გი­ორ­გი გა­ბი­ძაშ­ვილ­მა.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ასე­ვე იგეგ­მე­ბა ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბა­ზე მზის ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის და­მუხ­ტვა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

გი­ორ­გი გა­ბი­ძაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე პრო­ექ­ტი ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა შე­ტა­ნი­ლი, რისი დას­რუ­ლე­ბის მე­რეც ტენ­დე­რი გა­მო­ცხად­დე­ბა. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­მოდ­გო­მის­თვის იგეგ­მე­ბა. პრო­ექტს "ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი" ახორ­ცი­ე­ლებს.

თბილისში ინოვაციური ნაგვის ურნები დაიდგმება

 თბილისში ინოვაციური ნაგვის ურნები დაიდგმება

თბილისში, კარგარეთელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინოვაციური ნაგვის ურნები განთავსდება, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" მერიის სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდიდან" აცნობეს.

"კარგარეთელის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს - დაირგვება ახალი მცენარეები, გაკეთდება მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება. დაიდგმება ინოვაციური ურნები, რომელშიც მეტი მყარი ნარჩენი განთავსება და ურნა ნაგავს ავტომატურად დაპრესავს. ინოვაციურ ნაგვის ურნებთან ნაგვის დამცლელ მანქანას დღეში ორჯერ ან ერთხელ სჭირდება მისვლა, ამიტომ ეს ქუჩა უფრო ნაკლებად დაიტვირთება", - განაცხადა "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გიორგი გაბიძაშვილმა.

პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ავტობუსების გაჩერებაზე მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობების დამონტაჟება, რომლის მეშვეობით მობილური ტელეფონის დამუხტვა იქნება შესაძლებელი.

გიორგი გაბიძაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზაზეა შეტანილი, რისი დასრულების მერეც ტენდერი გამოცხადდება. პროექტის განხორციელება შემოდგომისთვის იგეგმება. პროექტს "ტექნოლოგიური განვითარების ფონდი" ახორციელებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია