პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესის თავგადასავალი ოქროს დასასრულით
ბიზნესის თავგადასავალი ოქროს დასასრულით

PALITRANEWS - ის გა­და­ცე­მა "ბიზ­ნეს­პერ­სო­ნამ" ამ­ჯე­რად Caucasus Minerals-ის დამ­ფუძ­ნე­ბელს კახა კუ­ჭა­ვას უმას­პინ­ძლა.

რო­გორ იქცა სტი­ბი­უ­მი დიდი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბად, რო­გო­რია Caucasus Minerals-ის და­არ­სე­ბის ის­ტო­რია და რა პეს­პექ­ტი­ვე­ბი აქვს ქარ­თულ მი­წა­ზე მო­პო­ვე­ბულ იშ­ვი­ათ მე­ტალს - ან­თი­მო­ნითს, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე, ამას მკი­თხვე­ლი გა­და­ცე­მის ბეჭ­დუ­რი ვერ­სი­ი­დან შე­ი­ტყობს.

- შე­საძ­ლოა, ბევ­რმა არ იცო­დეს კომ­პა­ნია Caucasus Minerals-ის არ­სე­ბო­ბა და არც ის, რომ თქვე­ნი კომ­პა­ნია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვას აწარ­მო­ებს. ეს კვლე­ვა კი, ცოტა ხან­ში დიდი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა გახ­დეს. მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ და­ი­წყო Caucasus Minerals-ის ის­ტო­რია.

- ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო 2011 წელს. ჩვენ­თან მო­ვი­და მო­თხოვ­ნა, გაგ­ვერ­კვია ერთ-ერთი ლი­ცენ­ზი­ის შე­სა­ხებ, თუ რა ხდე­ბო­და იქ, რა სტა­ტუ­სი ჰქონ­და და უცხო­ურ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ კომ­პა­ნი­ას დავ­ხმა­რე­ბო­დით, ბიზ­ნე­სი და­ე­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. არ და­ვი­ზა­რე და მა­შინ ჩა­მო­სულ უცხო­ელ გე­ო­ლო­გებ­თან ერ­თად მო­ვი­ა­რეთ ყვე­ლა სა­ჭი­რო ად­გი­ლი - და­ვი­წეთ მთე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა. არ­ქი­ვებ­ში, გე­ო­ლო­გი­ურ ფონ­დებ­ში, ვხვდე­ბო­დით გე­ო­ლო­გებს, ვი­საც უმუ­შა­ვი­ათ ამ პრო­ექ­ტზე, ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს. და­ვა­კონ­კრე­ტოთ რა­ზეა სა­უ­ბა­რი.

- ბევ­რმა მკი­თხველ­მა, შე­საძ­ლოა არ იცის, რა მი­ნე­რა­ლის მო­პო­ვე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი და სად?

- სა­უ­ბა­რია ზემო რა­ჭის, ონის რა­ი­ონ­ზე, სო­ფე­ლი ღებ­ზე. ამ სოფ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 18 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, მთა­ში, რი­ო­ნის შე­სარ­თა­ვე­ბის­კენ იპო­ვეს სა­ბა­დო, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ო­და ან­თი­მო­ნი­თის დიდი შემ­ცვე­ლო­ბით. თუმ­ცა, სხვა ელე­მენ­ტე­ბიც მოყ­ვე­ბო­და, მათ შო­რის ფე­რა­დი ლი­თო­ნე­ბი, ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნე­ბი. სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 57 წლამ­დე ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, გაყ­ვა­ნი­ლია + - 20 კი­ლო­მეტ­რის სიგ­რძის სპე­ცი­ა­ლუ­რი გვი­რა­ბე­ბი კლდე­ში, სა­დაც გე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. 1957 წელს და­ი­წე­რა პირ­ვე­ლი ან­გა­რი­ში უკვე მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ, შემ­დეგ რა­ღაც პე­რი­ო­დი შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 70-ია­ნებ­ში ისევ გა­ნახ­ლდა, 80-ია­ნებ­ში ისევ შე­ჩერ­და, შემ­დეგ ისე მოხ­და, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი და­ინ­ტე­რეს­და, მათ შო­რის ერთ-ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც იყო, სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზეც ვაჭ­რობ­და. თუმ­ცა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ექ­ტია, თუნ­დაც გე­ო­ლო­კა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ შეძ­ლეს ბო­ლომ­დე მი­ეყ­ვა­ნათ საქ­მე. აქ სა­უბ­რაი არ არის წარ­მო­ე­ბა­ზე. პირ­ველ რიგ­ში, სა­უ­ბა­რია მოკ­ვლე­ვის ეტაპ­ზე, რომ ვი­ცო­დეთ რა არის იქ, ღირს თუ არა მოკ­ვლე­ვა. ჩვენ­თვის ეს იყო გა­მოწ­ვე­ვა, შევ­ძლებ­დით თუ არა.

- ან­თი­მო­ნი­თი, იგი­ვე სტი­ბი­უ­მი. ძი­რი­თა­დად, რაში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ეს მი­ნე­რა­ლი?

- საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ელე­მენ­ტია, 2012 წლი­დან უკვე ბრი­ტა­ნულ-გე­ო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მიერ შეყ­ვა­ნილ იქნა სამ ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ათ მე­ტალს შო­რის. ეს არის ან­ტი­ა­ა­ლე­ბა­დი ელე­მენ­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ყველ­გან, სა­დაც სა­შიშ­რო­ე­ბაა, რომ რა­ღაც აალ­დეს. პირ­ველ რიგ­ში, ეს არის ცე­ცხლჩამ­ქრო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მაქ­სი­მა­ლუ­რად იყე­ნე­ბენ ამ ელე­მენტს. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მო­ბი­ლუ­რე­ბის, პლან­შე­ტე­ბის, ეკ­რა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ასე­ვე, სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვი­საც.

- ანუ, მო­თხოვ­ნად მი­ნე­რალ­ზე გვაქვს სა­უ­ბა­რი.

- დიახ. და ამა­ვე დროს, საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თი ელე­მენ­ტია. მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ცო­ტაა სა­ბა­დო­ე­ბი, რომლბიც მო­ი­პო­ვე­ბენ ან­თი­მო­ნითს. სა­ქარ­თვე­ლოს გაგ­ვი­მარ­თლა, რომ მი­ნი­მუმ, ერთი სა­ბა­დო მა­ინც გვაქვს.

- ვიდ­რე ან­თი­მო­ნი­თის საბ­დო­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­რებთ, თქვენს ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას მივ­ყვეთ ეტა­პობ­რი­ვად. თქვენ ხართ იუ­რის­ტი. რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და თქვე­ნი კა­რი­ე­რა ბიზ­ნეს­ში პირ­ველ ნა­ბი­ჯე­ბამ­დე?

- 2001 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, შე­ვიც­ვა­ლე რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხუ­რი. ბედ­ნი­ე­რი ვარ იმის გამო, რო­გორც გან­ვი­თარ­და ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის ის­ტო­რია, სა­ფე­ხუ­რე­ბი, რად­გან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სამ­სა­ხუ­რებ­ში ვი­მუ­შა­ვე. ყველ­გან ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე, ეს, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დიდი აქ­ტი­ვია, რაც მე მაქვს და რი­თიც მდი­და­რი ვარ. მათ­თან დღემ­დე ვმე­გობ­რობ, ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, ბევ­რჯერ გა­მო­მად­გა, რომ სხვადსხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მი­მუ­შა­ვია. მი­მუ­შა­ვია რო­გორც კერ­ძო ად­გი­ლობ­რივ, ქარ­თულ კომ­პა­ნი­ებ­ში, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. ჩემი ბოლო სამ­სა­ხუ­რი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო კორ­პო­რა­ცია, თბი­ლი­სის ოფი­სი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმი­ტომ, რომ სა­თა­ვო ოფი­სი­დან, ვა­შინგტო­ნი­დან ერთ-ერთი პრო­ექ­ტის თა­ნა­ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი, ვეხ­მა­რე­ბო­დი რე­გი­ონ­ში ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ეს მო­ი­ცავ­და ბალ­კა­ნე­თი­დან ჩი­ნე­თი-მონ­ღო­ლე­თის ჩათ­ვლით ყვე­ლა რე­გი­ონს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყე­ნებ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბიზნესის თავგადასავალი ოქროს დასასრულით

ბიზნესის თავგადასავალი ოქროს დასასრულით

PALITRANEWS - ის გადაცემა "ბიზნესპერსონამ” ამჯერად Caucasus Minerals-ის დამფუძნებელს კახა კუჭავას უმასპინძლა.

როგორ იქცა სტიბიუმი დიდი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობად, როგორია Caucasus Minerals-ის დაარსების ისტორია და რა პესპექტივები აქვს ქართულ მიწაზე მოპოვებულ იშვიათ მეტალს - ანთიმონითს, მსოფლიო ბაზარზე, ამას მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს.

- შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს კომპანია Caucasus Minerals-ის არსებობა და არც ის, რომ თქვენი კომპანია ძალიან საინტერესო კვლევას აწარმოებს. ეს კვლევა კი, ცოტა ხანში დიდი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა უნდა გახდეს. მოგვიყევით, როგორ დაიწყო Caucasus Minerals-ის ისტორია.

- ყველაფერი დაიწყო 2011 წელს. ჩვენთან მოვიდა მოთხოვნა, გაგვერკვია ერთ-ერთი ლიცენზიის შესახებ, თუ რა ხდებოდა იქ, რა სტატუსი ჰქონდა და უცხოურ დაინტერესებულ კომპანიას დავხმარებოდით, ბიზნესი დაეწყო საქართველოში. არ დავიზარე და მაშინ ჩამოსულ უცხოელ გეოლოგებთან ერთად მოვიარეთ ყველა საჭირო ადგილი - დავიწეთ მთელი ინფორმაციის მოძიება. არქივებში, გეოლოგიურ ფონდებში, ვხვდებოდით გეოლოგებს, ვისაც უმუშავიათ ამ პროექტზე, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. დავაკონკრეტოთ რაზეა საუბარი.

- ბევრმა მკითხველმა, შესაძლოა არ იცის, რა მინერალის მოპოვებაზეა საუბარი და სად?

- საუბარია ზემო რაჭის, ონის რაიონზე, სოფელი ღებზე. ამ სოფლიდან დაახლოებით 18 კილომეტრის მოშორებით, მთაში, რიონის შესართავებისკენ იპოვეს საბადო, რომელიც გამოირჩეოდა ანთიმონითის დიდი შემცველობით. თუმცა, სხვა ელემენტებიც მოყვებოდა, მათ შორის ფერადი ლითონები, ძვირფასი ლითონები. სამუშაოები დაახლოებით 57 წლამდე ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა, გაყვანილია + - 20 კილომეტრის სიგრძის სპეციალური გვირაბები კლდეში, სადაც გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა. 1957 წელს დაიწერა პირველი ანგარიში უკვე მარაგების შესახებ, შემდეგ რაღაც პერიოდი შეჩერებული იყო სამუშაოები. 70-იანებში ისევ განახლდა, 80-იანებში ისევ შეჩერდა, შემდეგ ისე მოხდა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში რამდენიმე ჯგუფი დაინტერესდა, მათ შორის ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც იყო, საფონდო ბირჟაზეც ვაჭრობდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ რთული პროექტია, თუნდაც გეოლოკაციიდან გამომდინარე, ვერ შეძლეს ბოლომდე მიეყვანათ საქმე. აქ საუბრაი არ არის წარმოებაზე. პირველ რიგში, საუბარია მოკვლევის ეტაპზე, რომ ვიცოდეთ რა არის იქ, ღირს თუ არა მოკვლევა. ჩვენთვის ეს იყო გამოწვევა, შევძლებდით თუ არა.

- ანთიმონითი, იგივე სტიბიუმი. ძირითადად, რაში გამოიყენება ეს მინერალი?

- საკმაოდ საინტერესო ელემენტია, 2012 წლიდან უკვე ბრიტანულ-გეოლოგიური ინსტიტუტების მიერ შეყვანილ იქნა სამ ყველაზე იშვიათ მეტალს შორის. ეს არის ანტიაალებადი ელემენტი, რომელიც გამოიყენება ყველგან, სადაც საშიშროებაა, რომ რაღაც აალდეს. პირველ რიგში, ეს არის ცეცხლჩამქრობი საშუალებები, რომლებიც მაქსიმალურად იყენებენ ამ ელემენტს. თანამედროვე ტექნიკის განვითარებიდან გამომდინარე, ძალიან გამოიყენება მობილურების, პლანშეტების, ეკრანების შემთხვევაში, ასევე, სამხედრო მიზნებისთვისაც.

- ანუ, მოთხოვნად მინერალზე გვაქვს საუბარი.

- დიახ. და ამავე დროს, საკმაოდ იშვიათი ელემენტია. მსოფლიოში ძალიან ცოტაა საბადოები, რომლბიც მოიპოვებენ ანთიმონითს. საქართველოს გაგვიმართლა, რომ მინიმუმ, ერთი საბადო მაინც გვაქვს.

- ვიდრე ანთიმონითის საბდოზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თქვენს ბიზნესსაქმიანობას მივყვეთ ეტაპობრივად. თქვენ ხართ იურისტი. როგორ ვითარდებოდა თქვენი კარიერა ბიზნესში პირველ ნაბიჯებამდე?

- 2001 წელს წარჩინებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შევიცვალე რამდენიმე სამსახური. ბედნიერი ვარ იმის გამო, როგორც განვითარდა ჩემი პროფესიული ზრდის ისტორია, საფეხურები, რადგან ძალიან საინტერესო სამსახურებში ვიმუშავე. ყველგან ბევრი მეგობარი შევიძინე, ეს, ალბათ, ყველაზე დიდი აქტივია, რაც მე მაქვს და რითიც მდიდარი ვარ. მათთან დღემდე ვმეგობრობ, ახლო ურთიერთობა მაქვს, ბევრჯერ გამომადგა, რომ სხვადსხვა ორგანიზაციებში მიმუშავია. მიმუშავია როგორც კერძო ადგილობრივ, ქართულ კომპანიებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩემი ბოლო სამსახური იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, თბილისის ოფისი. განსაკუთრებით საინტერესო იყო იმიტომ, რომ სათავო ოფისიდან, ვაშინგტონიდან ერთ-ერთი პროექტის თანახელმძღვანელი ვიყავი, ვეხმარებოდი რეგიონში ამ პროექტის განხორციელებაში. ეს მოიცავდა ბალკანეთიდან ჩინეთი-მონღოლეთის ჩათვლით ყველა რეგიონს. წლების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას ახლა საქართველოში ვიყენებ.

გაგრძელება

სტიქია კახეთში - განადგურებულია ვენახების ნაწილი

"ვეუბნებოდი, ძმებო, თუ გინდათ ჩხუბი, მოდით ჩემთან... ვარ ძიუდოისტი" - რას ამბობს ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებზე ეპარქიის ყოფილი მმართველი

"ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა - ის საუკუნის ადამიანი იყო" - ნინო სუხიშვილი