რესტორან სპორტკაფეში უკვე რამდენიმე თვეა "სტალინის ოთახი" გაიხსნა.
საბჭოთა კავშირის ბელადის ქანდაკებებითა და ფოტოებით მორთული დარბაზი უცხოელი სტუმრების ყურადღების ქვეშ უკვე მოექცა. ბელგიელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც საქართველოზე ფილმს იღებენ, ამ დარბაზში ისადილეს და ინტერიერი გადაიღეს.