მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩაანაცვლებს თუ არა "ლოკოკინა" "ძაღლუკას"
ჩაანაცვლებს თუ არა "ლოკოკინა" "ძაღლუკას"

სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" გვერ­დზე "იყი­დე ქარ­თუ­ლი, გა­აძ­ლი­ე­რე ქვე­ყა­ნა", ახა­ლი წა­მო­წყე­ბა გაჩ­ნდა. წა­მო­წყე­ბის მო­ტი­ვი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში დამ­კვიდ­რე­ბულ სიმ­ბო­ლო "@"-სთვის ქარ­თუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბის მო­ძებ­ნაა. ვუ­წო­დოთ ამ ნი­შანს "ლო­კო­კი­ნა" - მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას "იყი­დე ქარ­თუ­ლი". იდე­ის ავ­ტო­რე­ბის თქმით, ეს ნი­შა­ნი ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც გავს ლო­კო­კი­ნას და წარ­მო­სათ­ქმე­ლა­დაც უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ ჟღერს. კამ­პა­ნი­ის იდე­აა, წა­მო­წყე­ბა უფრო გლო­ბა­ლუ­რი გა­ხა­დოს და სხვა ტერ­მი­ნებ­ზე ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­ჩე­ნას შე­უ­წყოს ხელი.

"@" ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი სიმ­ბო­ლოა, რო­მელ­საც აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებთ მე­ი­ლე­ბის გაგ­ზავ­ნის დროს. ქარ­თუ­ლად ამ სიმ­ბო­ლოს "ძაღ­ლუ­კას" ვუ­წო­დებთ, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დის გა­მო­ი­ყე­ნეს პირ­ვე­ლად ეს სიმ­ბო­ლო ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში და რა­ტომ დამ­კვიდ­რდა ქარ­თულ ენა­ში მის გა­მო­სათ­ქმე­ლად "ძაღ­ლუ­კა".

წიგ­ნის "სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია სკო­ლა­ში" ავ­ტო­რი სან­დრო ასა­თი­ა­ნი ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ სიმ­ბო­ლოს - "@", სხვა­დას­ხვა ენა­ში სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლი აქვს. მა­გა­ლი­თად, იტა­ლი­უ­რად ის ლო­კო­კი­ნას აღ­ნიშ­ნავს, შვე­დუ­რად - ხორ­თუმს და ა. შ. მისი ვა­რა­უ­დით, ქარ­თულ ენა­ში "ძაღ­ლუ­კა" რუ­სუ­ლი­დან შე­მო­ვი­და, რად­გან რუ­სე­ბი ამ ნი­შანს "სა­ბა­ჩკას" ეძა­ხი­ან. "მე პი­რა­დად მომ­ხრე ვარ, რომ ქარ­თულ­შიც ლო­კო­კი­ნად მო­ვიხ­სე­ნი­ოთ. მგო­ნი ეს სა­ხელ­წო­დე­ბა უფრო შე­ე­ფე­რე­ბა: ლო­კო­კი­ნას უფრო გავს, ვიდ­რე ძაღლს", - ამ­ბობს სან­დრო ასა­თი­ა­ნი.

სიმ­ბო­ლოს ქარ­თულ სა­ხელ­წო­დე­ბა­ზე რუ­სუ­ლი ენის გავ­ლე­ნას ადას­ტუ­რებს მწე­რა­ლი დათო ტუ­რაშ­ვი­ლიც და ნი­შან "@"-ს ქარ­თულ ვერ­სი­ად ლო­კო­კი­ნას მო­ი­აზ­რებს: "ჩემი იდე­აა, ამ სიმ­ბო­ლოს ლო­კო­კი­ნა ერ­ქვას. მარ­თა­ლია, ლო­კო­კი­ნას ძა­ლი­ან არ გავს, მაგ­რამ ძაღლს სა­ერ­თოდ არ გავს. სა­ხელ­წო­დე­ბა "ძაღ­ლუ­კა" რუ­სუ­ლი­დან წა­მო­ვი­და. მირ­ჩევ­ნია დამ­კვიდ­რდეს ლო­კო­კი­ნა. ეს სი­ტყვა გრძე­ლია, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე ვერ­სი­აც ვიხ­მა­როთ. მა­გა­ლი­თად, ლოკო. მოკ­ლე ვერ­სი­ე­ბი, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, თვი­თონ გაჩ­ნდე­ბა. მთა­ვა­რია, ძაღ­ლი არ ვიხ­მა­როთ, პუ­ტინს მო­ვე­რი­დოთ", - ამ­ბობს მწე­რა­ლი.

სან­დრო ასა­თი­ა­ნის წიგნ­ში "სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია სკო­ლა­ში" სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლის ამო­კი­თხვა შე­იძ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმ­ბო­ლოს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში პირ­ველ გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით: "1971 წლის მი­წუ­რულს რაი ტომ­ლინ­სონ­მა (Ray Tomlinson) პროგ­რა­მა და­წე­რა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ერთი კომ­პი­უ­ტე­რი­დან მე­ო­რე­ზე ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის გაგ­ზავ­ნი­სას და მი­ღე­ბი­სას დღე­საც იგი­ვე პრინ­ცი­პე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. პირ­ვე­ლი მე­ი­ლი ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ მდგარ­მა ორმა კომ­პი­უ­ტერ­მა გაც­ვა­ლა, ინ­ტერ­ნე­ტის წი­ნა­მორ­ბე­დის, აპ­რა­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით. თა­ვად ტომ­ლინ­სო­ნის თქმით, მას აღარც კი ახ­სოვს, რა ეწე­რა პირ­ველ მე­ილ­ში, მაგ­რამ მის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სიმ­ბო­ლო - "@" რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლის სა­ხელ­სა და კომ­პი­უ­ტე­რის სა­ხელს ერ­თმა­ნე­თის­გან ყოფ­და, დღე­საც ელექტრო­ნუ­ლი მი­სა­მარ­თის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ტომ­ლინ­სონს ეს სიმ­ბო­ლო არ გა­მო­უ­გო­ნია, მან მხო­ლოდ არ­სე­ბუ­ლი სიმ­ბო­ლო გა­მო­ი­ყე­ნა, რო­მე­ლიც შემ­დგომ, სტან­დარ­ტად იქცა", - ვკი­თხუ­ლობთ წიგნ­ში.

სიმ­ბო­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბაა "commercial at" (კო­მერ­ცი­უ­ლი ეტი), რაც წარ­მო­სათ­ქმე­ლად საკ­მა­ოდ არა­ე­ფექ­ტუ­რია. ამი­ტომ ყვე­ლა ენა­ში სიმ­ბო­ლოს გა­მო­სათ­ქმე­ლად შე­და­რე­ბით ლა­კო­ნი­უ­რი სა­ხე­ლე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლო­ნე­ლე­ბი მას "მა­ი­მუნს" ეძა­ხი­ან, ტა­ი­ვა­ნე­ლე­ბი - "თაგ­ვს", ბერ­ძნე­ბი - "იხვს", იტა­ლი­ე­ლე­ბი და კო­რე­ე­ლე­ბი - "ლო­კო­კი­ნას", უნ­გრე­ლე­ბი - "ჭიას", შვე­დე­ბი და და­ნი­ე­ლე­ბი - "სპი­ლოს ხორ­თუმს", ფი­ნე­ლე­ბი - "კა­ტის კუდს", ან "მი­ა­უს", სომ­ხე­ბი და რუ­სე­ბი კი - "ძაღ­ლუ­კას".

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ გარ­და ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბი­სა, ამ სიმ­ბო­ლოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ჟღე­რა­დო­ბე­ბიც არ­სე­ბობს: მა­გა­ლი­თად, ის­რა­ელ­ში "შტრუ­დე­ლი" ჰქვია, სლო­ვა­კეთ­სა და ჩე­ხეთ­ში კი "ქა­შა­ყი".

"პა­ლიტ­რა მე­დი­ას" კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რის, მა­რი­კა დარ­ჩი­ას აზ­რით, "ლო­კო­კი­ნა" სიმ­ბო­ლო "@"-ს სა­ხელ­წო­დე­ბის კარ­გი ქარ­თუ­ლი ვერ­სი­აა, ამი­ტომ ის ქარ­თულ მე­ტყვე­ლე­ბა­ში უნდა და­ი­ნერ­გოს: "მე ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს ტერ­მი­ნე­ბის ექ­სპან­სია, რო­მე­ლიც ჩვენ­თან ხდე­ბა. ვცდი­ლობ, ყო­ველ­თვის ქარ­თუ­ლი შე­სა­ტყვი­სე­ბი ვიხ­მა­რო. მა­გა­ლი­თად, ვცდი­ლობ არ ვთქვა მე­სი­ჯი, ყო­ველ­თვის ვი­ყე­ნებ გზავ­ნილს. "ლო­კო­კი­ნა", ჩემი აზ­რით, სავ­სე­ბით მი­სა­ღე­ბია. მე ვთვლი, რომ ეს ძა­ლი­ან კარ­გი კამ­პა­ნი­აა, სხვა ტერ­მი­ნებ­ზეც უნდა იყოს ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და უნდა და­ი­ნერ­გოს", - ამ­ბობს მა­რი­კა დარ­ჩია და დას­ძენს, რომ "ლო­კო­კი­ნამ" სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში მო­წო­ნე­ბა უკვე და­იმ­სა­ხუ­რა: "და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 წე­ლია, მე "ლო­კო­კი­ნას" ვე­ძა­ხი ამ ნი­შანს. რო­დე­საც ვი­ღა­ცას ჩემს მე­ილს ვკარ­ნა­ხობ, ამ სიმ­ბო­ლოს "ლო­კო­კი­ნად" მო­ვიხ­სე­ნი­ებ, რამ­დენ­ჯერ­მე ლო­კო­კი­ნა ჩა­წე­რეს, ვერ მიხ­ვდნენ. ვინც მიხ­ვდა, მას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ეს იდეა. თუ მოს­წონთ, ე.ი. ამის და­ნერგვის პერ­სპექ­ტი­ვაც არ­სე­ბობს", - ამ­ბობს მა­რი­კა დარ­ჩია.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ჩაანაცვლებს თუ არა "ლოკოკინა" "ძაღლუკას"

ჩაანაცვლებს თუ არა "ლოკოკინა" "ძაღლუკას"

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გვერდზე "იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა", ახალი წამოწყება გაჩნდა. წამოწყების მოტივი ინტერნეტსივრცეში დამკვიდრებულ სიმბოლო "@"-სთვის ქართული სახელწოდების მოძებნაა. ვუწოდოთ ამ ნიშანს "ლოკოკინა" - მოუწოდებს საზოგადოებას "იყიდე ქართული". იდეის ავტორების თქმით, ეს ნიშანი ვიზუალურადაც გავს ლოკოკინას და წარმოსათქმელადაც უფრო სასიამოვნოდ ჟღერს. კამპანიის იდეაა, წამოწყება უფრო გლობალური გახადოს და სხვა ტერმინებზე ინიციატივის გაჩენას შეუწყოს ხელი.

"@" ყველასთვის ნაცნობი სიმბოლოა, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ მეილების გაგზავნის დროს. ქართულად ამ სიმბოლოს "ძაღლუკას" ვუწოდებთ, თუმცა საინტერესოა, როდის გამოიყენეს პირველად ეს სიმბოლო ინტერნეტსივრცეში და რატომ დამკვიდრდა ქართულ ენაში მის გამოსათქმელად "ძაღლუკა".

წიგნის "სოციალური მედია სკოლაში" ავტორი სანდრო ასათიანი ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სიმბოლოს - "@", სხვადასხვა ენაში სხვადასხვა სახელი აქვს. მაგალითად, იტალიურად ის ლოკოკინას აღნიშნავს, შვედურად - ხორთუმს და ა. შ. მისი ვარაუდით, ქართულ ენაში "ძაღლუკა" რუსულიდან შემოვიდა, რადგან რუსები ამ ნიშანს "საბაჩკას" ეძახიან. "მე პირადად მომხრე ვარ, რომ ქართულშიც ლოკოკინად მოვიხსენიოთ. მგონი ეს სახელწოდება უფრო შეეფერება: ლოკოკინას უფრო გავს, ვიდრე ძაღლს", - ამბობს სანდრო ასათიანი.

სიმბოლოს ქართულ სახელწოდებაზე რუსული ენის გავლენას ადასტურებს მწერალი დათო ტურაშვილიც და ნიშან "@"-ს ქართულ ვერსიად ლოკოკინას მოიაზრებს: "ჩემი იდეაა, ამ სიმბოლოს ლოკოკინა ერქვას. მართალია, ლოკოკინას ძალიან არ გავს, მაგრამ ძაღლს საერთოდ არ გავს. სახელწოდება "ძაღლუკა" რუსულიდან წამოვიდა. მირჩევნია დამკვიდრდეს ლოკოკინა. ეს სიტყვა გრძელია, მაგრამ შეიძლება მოკლე ვერსიაც ვიხმაროთ. მაგალითად, ლოკო. მოკლე ვერსიები, დროთა განმავლობაში, თვითონ გაჩნდება. მთავარია, ძაღლი არ ვიხმაროთ, პუტინს მოვერიდოთ", - ამბობს მწერალი.

სანდრო ასათიანის წიგნში "სოციალური მედია სკოლაში" საინტერესო დეტალის ამოკითხვა შეიძლება აღნიშნული სიმბოლოს ინტერნეტსივრცეში პირველ გამოყენებასთან დაკავშირებით: "1971 წლის მიწურულს რაი ტომლინსონმა (Ray Tomlinson) პროგრამა დაწერა, რომლის საშუალებითაც ერთი კომპიუტერიდან მეორეზე ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა გახდა შესაძლებელი. ელექტრონული ფოსტის გაგზავნისას და მიღებისას დღესაც იგივე პრინციპები გამოიყენება. პირველი მეილი ერთმანეთის პირისპირ მდგარმა ორმა კომპიუტერმა გაცვალა, ინტერნეტის წინამორბედის, აპრანეტის საშუალებით. თავად ტომლინსონის თქმით, მას აღარც კი ახსოვს, რა ეწერა პირველ მეილში, მაგრამ მის მიერ გამოყენებული სიმბოლო - "@" რომელიც მომხმარებლის სახელსა და კომპიუტერის სახელს ერთმანეთისგან ყოფდა, დღესაც ელექტრონული მისამართის განუყოფელი ნაწილია. ტომლინსონს ეს სიმბოლო არ გამოუგონია, მან მხოლოდ არსებული სიმბოლო გამოიყენა, რომელიც შემდგომ, სტანდარტად იქცა", - ვკითხულობთ წიგნში.

სიმბოლოს ოფიციალური სახელწოდებაა "commercial at" (კომერციული ეტი), რაც წარმოსათქმელად საკმაოდ არაეფექტურია. ამიტომ ყველა ენაში სიმბოლოს გამოსათქმელად შედარებით ლაკონიური სახელებია გამოყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, პოლონელები მას "მაიმუნს" ეძახიან, ტაივანელები - "თაგვს", ბერძნები - "იხვს", იტალიელები და კორეელები - "ლოკოკინას", უნგრელები - "ჭიას", შვედები და დანიელები - "სპილოს ხორთუმს", ფინელები - "კატის კუდს", ან "მიაუს", სომხები და რუსები კი - "ძაღლუკას".

საინტერესოა, რომ გარდა ცხოველებთან დაკავშირებული დასახელებისა, ამ სიმბოლოს კულინარიული ჟღერადობებიც არსებობს: მაგალითად, ისრაელში "შტრუდელი" ჰქვია, სლოვაკეთსა და ჩეხეთში კი "ქაშაყი".

"პალიტრა მედიას" კრეატიული დირექტორის, მარიკა დარჩიას აზრით, "ლოკოკინა" სიმბოლო "@"-ს სახელწოდების კარგი ქართული ვერსიაა, ამიტომ ის ქართულ მეტყველებაში უნდა დაინერგოს: "მე ძალიან მაწუხებს ტერმინების ექსპანსია, რომელიც ჩვენთან ხდება. ვცდილობ, ყოველთვის ქართული შესატყვისები ვიხმარო. მაგალითად, ვცდილობ არ ვთქვა მესიჯი, ყოველთვის ვიყენებ გზავნილს. "ლოკოკინა", ჩემი აზრით, სავსებით მისაღებია. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი კამპანიაა, სხვა ტერმინებზეც უნდა იყოს ასეთი გამოხმაურება და უნდა დაინერგოს", - ამბობს მარიკა დარჩია და დასძენს, რომ "ლოკოკინამ" საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მოწონება უკვე დაიმსახურა: "დაახლოებით 3-4 წელია, მე "ლოკოკინას" ვეძახი ამ ნიშანს. როდესაც ვიღაცას ჩემს მეილს ვკარნახობ, ამ სიმბოლოს "ლოკოკინად" მოვიხსენიებ, რამდენჯერმე ლოკოკინა ჩაწერეს, ვერ მიხვდნენ. ვინც მიხვდა, მას ძალიან მოეწონა ეს იდეა. თუ მოსწონთ, ე.ი. ამის დანერგვის პერსპექტივაც არსებობს", - ამბობს მარიკა დარჩია.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს