თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ამჯერად აუდიტორია 115-ის მხარდამჭერი სტუდენტების ახალი ნაკადი შევიდა, რასაც სამართალდამცველებთან მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
სტუდენტები შენობაში ნულოვანი სართულიდან შევიდნენ. მათი ნაწილი აუდიტორია 115-ში განლაგდა, ნაწილი კი სამართალდამცველებმა უკან გააბრუნა.
ამ წუთებში პოლიციამ დაცვა გააძლიერა უშუალოდ იმ დერეფნების შესასვლელებთან, სადაც აუდიტორია 115-ისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებიან.