მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პენტაგონი - თარხან ბათირაშვილი მკვდარია
პენტაგონი - თარხან ბათირაშვილი მკვდარია

ე.წ. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­წი­ფოს ერთ-ერთი ლი­დე­რი, წარ­მო­შო­ბით პან­კი­სე­ლი ტე­რო­რის­ტი ომარ ალ ში­შა­ნი იგი­ვე თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი მკვდა­რია. რო­გორც "ბი­ბი­სი" წერს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პენ­ტა­გონ­მა და­ა­დას­ტუ­რა.

აშშ-ს თავ­დაც­ვის უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ომარ ში­შა­ნი ჩრდი­ლო­ეთ-აღ­მო­სავ­ლეთ სი­რი­ა­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

"მა­ნამ­დე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ში­შა­ნი, ქარ­თვე­ლი, რომ­ლის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი იყო თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი, შე­იძ­ლე­ბო­და თავ­დას­ხმებს გა­დარ­ჩე­ნო­და", - წერს "ბი­ბი­სი".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 4 მარტს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­ბომბვის შე­დე­გად მისი დაც­ვის რამ­დე­ნი­მე წევ­რიც და­ი­ღუ­პა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამე­რი­კის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენტს თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის სი­ა­ში ჰყავ­და შეყ­ვა­ნი­ლი. მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იყო და­წე­სე­ბუ­ლი.

პენტაგონი - თარხან ბათირაშვილი მკვდარია

პენტაგონი - თარხან ბათირაშვილი მკვდარია

ე.წ. ისლამური სახელწიფოს ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი ტერორისტი ომარ ალ შიშანი იგივე თარხან ბათირაშვილი მკვდარია. როგორც "ბიბისი" წერს, აღნიშნული პენტაგონმა დაადასტურა.

აშშ-ს თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების განცხადებით, ომარ შიშანი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

"მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შიშანი, ქართველი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი იყო თარხან ბათირაშვილი, შეიძლებოდა თავდასხმებს გადარჩენოდა", - წერს "ბიბისი".

აღსანიშნავია, რომ 4 მარტს განხორციელებული დაბომბვის შედეგად მისი დაცვის რამდენიმე წევრიც დაიღუპა.

როგორც ცნობილია, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი. მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი იყო დაწესებული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა