მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე ფარულ ვიდეოკადრებზე
კახა კალაძე ფარულ ვიდეოკადრებზე

ეს არის პირ­და­პი­რი დარ­ტყმა იმ გუნ­დზე, ვინც დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, - ამის შე­სა­ხებ ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა კახი კა­ლა­ძემ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის ფაქ­ტზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

კა­ლა­ძემ მომ­ხდარს "მო­რა­ლუ­რი ტე­რო­რი" უწო­და.

"მე ვიცი, რომ გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­მოვ­ლინ­დე­ბა დამ­ნა­შა­ვე, თუ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. ეს არის პირ­და­პი­რი დარ­ტყმა მთავ­რო­ბა­ზე, სა­ხელ­მწი­ფო­ზე, ევ­რო­პულ კურ­სზე, რო­მე­ლიც არ­ჩე­უ­ლი აქვს ქარ­თველ ხალ­ხს, ჩვენს მთავ­რო­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბი­ან. ვერ გე­ტყვით, თუ ვინ მარ­თავს ამ პრო­ცე­სებს, თუმ­ცა ცხა­დია, ჩვენ ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის ასე­თი ჩა­ნა­წე­რე­ბი რო­დის კეთ­დე­ბო­და, მას ვინ აკე­თებ­და. ეს იყო ძა­ლი­ან ბინ­ძუ­რი მე­თო­დე­ბი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს, რათა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი გა­მოვ­ლინ­დნენ და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ი­სა­ჯონ.

ინ­ტერ­ნეტ­ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კი­დევ ერთი ვი­დეო ვრცელ­დე­ბა. კად­რებ­ში პი­რე­ბის სა­ხე­ე­ბი და­ფა­რუ­ლია. ვი­დე­ოს თან ახ­ლავს ტექ­სტი, რო­მელ­შიც მა­სა­ლის ავ­ტო­რი მოქ­მედ პო­ლი­ტი­კო­სებს მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი მე­სი­ჯით მი­მარ­თავს და მო­უ­წო­დებს, პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვიდ­ნენ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი მათ შე­სა­ხებ მსგავ­სი ტი­პის ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას გა­აგ­რძე­ლებს.

"წა­დით პო­ლი­ტი­კი­დან და არ და­ი­დე­ბა კად­რე­ბი, თუ არა­და და იხი­ლავთ შემ­დეგ სე­რი­ებს", - იმუქ­რე­ბა ვი­დე­ოს ავ­ტო­რი.

კახა კალაძე ფარულ ვიდეოკადრებზე

კახა კალაძე ფარულ ვიდეოკადრებზე

ეს არის პირდაპირი დარტყმა იმ გუნდზე, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალების გამოქვეყნების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

კალაძემ მომხდარს "მორალური ტერორი" უწოდა.

"მე ვიცი, რომ გამოძიება დაწყებულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან სწრაფად გამოვლინდება დამნაშავე, თუ დამნაშავეები და კანონის ფარგლებში აუცილებლად დაისჯებიან ეს ადამიანები. ეს არის პირდაპირი დარტყმა მთავრობაზე, სახელმწიფოზე, ევროპულ კურსზე, რომელიც არჩეული აქვს ქართველ ხალხს, ჩვენს მთავრობას. დარწმუნებული ვარ, ისინი აუცილებლად დაისჯებიან. ვერ გეტყვით, თუ ვინ მართავს ამ პროცესებს, თუმცა ცხადია, ჩვენ ყველას კარგად გვესმის ასეთი ჩანაწერები როდის კეთდებოდა, მას ვინ აკეთებდა. ეს იყო ძალიან ბინძური მეთოდები", - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა დამნაშავეები გამოვლინდნენ და კანონის შესაბამისად დაისაჯონ.

ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება. კადრებში პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს მუქარის შემცველი მესიჯით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ შესახებ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას გააგრძელებს.

"წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები, თუ არადა და იხილავთ შემდეგ სერიებს", - იმუქრება ვიდეოს ავტორი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."