პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომბუდსმენის განცხადება ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით
ომბუდსმენის განცხადება ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ფაქტს გმობს და ადრე მომ­ხდა­რი მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­უ­ძი­ებ­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი უწო­და იმ ფაქტს, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ნა­ხე­ვა­რი წლით ადრე კვლავ გა­აქ­ტი­ურ­და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ ფა­რუ­ლად გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის სა­კი­თხი. უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულს უს­წრა­ფე­სად გა­მო­ი­ძი­ებს და ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე სა­თა­ნა­დოდ და­ის­ჯე­ბა.

"რო­გორც მე­დი­ით გახ­და ცნო­ბი­ლი, 2016 წლის 11 მარტს ინ­ტერ­ნეტ­ში სა­ჯა­როდ გავ­რცელ­და ერთ–ერთი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი. სა­გან­გა­შოა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის ისე­თი მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბის დარ­ღვე­ვა, რო­მელ­საც მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში აქვს ად­გი­ლი. შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ისიც, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ნა­ხე­ვა­რი წლით ადრე კვლავ გა­აქ­ტი­ურ­და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ ფა­რუ­ლად გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის სა­კი­თხი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის არ არის ცნო­ბი­ლი არა­ერთ მსგავს საქ­მე­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი. იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა უს­წრა­ფე­სად გა­მო­ი­ძი­ებს აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულს, ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე პირი გა­მოვ­ლინ­დე­ბა და სა­თა­ნა­დო სიმ­კაც­რით და­ის­ჯე­ბა.

ყვე­ლა­სათ­ვის ცხა­დი უნდა გახ­დეს, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნოდ გავ­რცე­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით დას­ჯა­დი ქმე­დე­ბაა, მისი ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი კი და­უს­ჯელ­ნი არ დარ­ჩე­ბი­ან, რაც მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რებს ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მე­ო­რე­ბას მო­მა­ვალ­ში. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლი­თა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მით მი­უდ­გნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­შუ­ქე­ბას და უფრო მეტი მას­შტა­ბი არ შეს­ძი­ნონ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას,"-გა­ნა­ცხა­და უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ომბუდსმენის განცხადება ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით

ომბუდსმენის განცხადება ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს გმობს და ადრე მომხდარი მსგავსი დანაშაულების გამოუძიებლობის შესახებ საუბრობს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველმა შემაშფოთებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე კვლავ გააქტიურდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ფარულად გადაღებული მასალების გამოქვეყნების საკითხი. უჩა ნანუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურა აღნიშნულ დანაშაულს უსწრაფესად გამოიძიებს და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.

"როგორც მედიით გახდა ცნობილი, 2016 წლის 11 მარტს ინტერნეტში საჯაროდ გავრცელდა ერთ–ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. საგანგაშოა პირადი ცხოვრების უფლების ისეთი მაღალი ინტენსივობის დარღვევა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი. შემაშფოთებელია ისიც, რომ არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე კვლავ გააქტიურდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ფარულად გადაღებული მასალების გამოქვეყნების საკითხი. სამწუხაროდ, საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი არაერთ მსგავს საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგები. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს პროკურატურა უსწრაფესად გამოიძიებს აღნიშნულ დანაშაულს, ყველა დამნაშავე პირი გამოვლინდება და სათანადო სიმკაცრით დაისჯება.

ყველასათვის ცხადი უნდა გახდეს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა, მისი ჩამდენი პირები კი დაუსჯელნი არ დარჩებიან, რაც მაქსიმალურად შეამცირებს ასეთი ტიპის დანაშაულების გამეორებას მომავალში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიასაშუალებები განსაკუთრებული სიფრთხილითა და პირადი ცხოვრების პატივისცემით მიუდგნენ აღნიშნული დანაშაულის გაშუქებას და უფრო მეტი მასშტაბი არ შესძინონ პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას,"-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."