პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ანიმაციური გმირია თქვენი შვილის პროტოტიპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომელი ანიმაციური გმირია თქვენი შვილის პროტოტიპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ანი­მა­ცი­ურ პერ­სო­ნა­ჟებს, ისე­ვე რო­გორც მათ შემ­ქმნელ ადა­მი­ა­ნებს ხა­სი­ა­თის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი გა­აჩ­ნი­ათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბა ალ­ბათ ისიც, რომ თქვე­ნი პა­ტა­რა სწო­რედ იმ კონ­კრე­ტულ პერ­სო­ნაჟს ირ­ჩევს და იჩე­მებს, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დგას ახ­ლოს მის ბუ­ნე­ბას­თან.

ვერ­ძი - მაშა მულ­ტფილ­მი­დან "მაშა და დათ­ვი"

პა­ტა­რა ვერ­ძე­ბი მო­უს­ვენ­რე­ბი, თავ­ქა­რი­ა­ნე­ბი და უზო­მოდ მოძ­რა­ვე­ბი არი­ან. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ბი­ჭია თუ გო­გო­ნა, ორვე სქე­სის პა­წია მარ­სი­ა­ნე­ლი თავ­გა­მო­დე­ბით ეძებს გა­სარ­თობს, ხში­რად ერ­თობ სა­ხი­ფა­თო­საც კი. მა­გა­ლი­თად, იგი აუ­ცი­ლებ­ლად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა იმით, თუ რო­გორ მუ­შა­ობს ტოს­ტე­რი და სა­ა­მი­სოდ, სა­კუ­თარ თი­თებ­საც აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნებს. ამას­თან ერ­თად, რომ და­იწ­ვას, გა­იჭ­რას ან იღ­რძოს კი­დეც რამე, იმე­დი იმი­სა, რომ ჭკუ­ას ის­წავ­ლის და მე­ო­რედ იგი­ვეს აღარ იზამს, ნუ გექ­ნე­ბათ.

კურო - პან­და მულ­ფილ­მი­დან "კუნ­გფუ პან­და"

პა­ტა­რა კუ­რო­ე­ბი დინ­ჯე­ბი, მშვი­დე­ბი და გა­მა­ოგ­ნებ­ლად ჯი­უ­ტე­ბი არი­ან. მათი კი­დევ ერთი მთა­ვა­რი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბა კი სმუს­ნი­ა­ო­ბაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე კუ­როს ტო­ტა­ლუ­რი სი­ჯი­უ­ტის დაძ­ლე­ვა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ გემ­რი­ე­ლი სა­სუსნა­ვის ხარ­ჯზე შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა, თუკი პა­ტა­რა კუ­რომ მიზ­ნად რა­ი­მე და­ი­სა­ხა, ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე სა­თაყ­ვა­ნე­ბელ კერძზეც კი იტყვის უარს, სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

ტყუ­პი - უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი მულ­ტფილ­მი­დან "ნა­ხე­ვარ­ქა­თა­მა"

მსგავ­სად გა­ლაქ­ტი­კი­დან მოფ­რე­ნი­ლი პა­ტა­რა, მო­უს­ვე­ნა­რი ჰუ­მა­ნო­ი­დი­სა, ტყუ­პი ბავ­შვის მშობ­ლებ­საც ხში­რად უჩ­ნდე­ბათ შეგ­რძნე­ბა, რომ მათ შვილს, თუ ერ­თბა­შად სამი თვა­ლი არა, ორი წყვი­ლი ხელი და ფეხი მა­ინც უბო­ძა გან­გე­ბამ. აბა სხვა მხრივ, რო­გორ უნდა ახ­სნათ ის ფაქ­ტი, რომ ამ წუ­თას თუ ჩარ­თუ­ლი მიქ­სე­რი­დან გა­მო­ა­ყო­ფი­ნებთ თი­თებს, წა­მის მე­ა­სედ­ში სა­რე­ცხი მან­ქა­ნის ლუკ­ში იქ­ნე­ბა გა­მაგ­რე­ბუ­ლი სახ­ლო­ბა­ნას სა­თა­მა­შოდ.

კირჩხი­ბი - თაგ­ვი მულ­ფილ­მი­დან "რა­ტა­ტუი"

პა­ტა­რა კირჩხი­ბი, სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რე­ბი, უზო­მოდ მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი და ფან­ტა­ზი­ო­რე­ბი არი­ან. მათ ხში­რად ჰყავთ გა­მო­გო­ნი­ლი ე.წ. "წარ­მო­სახ­ვი­თი" მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­თან თა­მაშ­შიც ისი­ნი დროს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ატა­რე­ბენ. თუმ­ცა, რა­კი­ღა კიბო კუ­ჭით იმარ­თე­ბა, ისი­ნი არც კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე არი­ან უარს, თუკი მათ სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ლაშ­ქვრის უფ­ლე­ბას მის­ცემთ.

ლომი - თუ­თი­ყუ­ში ლუი მულ­ტფილ­მი­დან "რიო"

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რომელი ანიმაციური გმირია თქვენი შვილის პროტოტიპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელი ანიმაციური გმირია თქვენი შვილის პროტოტიპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ანიმაციურ პერსონაჟებს, ისევე როგორც მათ შემქმნელ ადამიანებს ხასიათის განსაკუთრებული თავისებურებები გააჩნიათ. აქედან გამომდინარე ხდება ალბათ ისიც, რომ თქვენი პატარა სწორედ იმ კონკრეტულ პერსონაჟს ირჩევს და იჩემებს, რომელიც ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე დგას ახლოს მის ბუნებასთან.

ვერძი - მაშა მულტფილმიდან "მაშა და დათვი"

პატარა ვერძები მოუსვენრები, თავქარიანები და უზომოდ მოძრავები არიან. არ აქვს მნიშვნელობა ბიჭია თუ გოგონა, ორვე სქესის პაწია მარსიანელი თავგამოდებით ეძებს გასართობს, ხშირად ერთობ სახიფათოსაც კი. მაგალითად, იგი აუცილებლად დაინტერესდება იმით, თუ როგორ მუშაობს ტოსტერი და საამისოდ, საკუთარ თითებსაც აქტიურად გამოიყენებს. ამასთან ერთად, რომ დაიწვას, გაიჭრას ან იღრძოს კიდეც რამე, იმედი იმისა, რომ ჭკუას ისწავლის და მეორედ იგივეს აღარ იზამს, ნუ გექნებათ.

კურო - პანდა მულფილმიდან "კუნგფუ პანდა"

პატარა კუროები დინჯები, მშვიდები და გამაოგნებლად ჯიუტები არიან. მათი კიდევ ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება კი სმუსნიაობაა. აქედან გამომდინარე კუროს ტოტალური სიჯიუტის დაძლევა, მხოლოდ და მხოლოდ გემრიელი სასუსნავის ხარჯზე შეიძლება. თუმცა, თუკი პატარა კურომ მიზნად რაიმე დაისახა, ამქვეყნად ყველაზე სათაყვანებელ კერძზეც კი იტყვის უარს, სასურველი მიზნის მისაღწევად.

ტყუპი - უცხოპლანეტელი მულტფილმიდან "ნახევარქათამა"

მსგავსად გალაქტიკიდან მოფრენილი პატარა, მოუსვენარი ჰუმანოიდისა, ტყუპი ბავშვის მშობლებსაც ხშირად უჩნდებათ შეგრძნება, რომ მათ შვილს, თუ ერთბაშად სამი თვალი არა, ორი წყვილი ხელი და ფეხი მაინც უბოძა განგებამ. აბა სხვა მხრივ, როგორ უნდა ახსნათ ის ფაქტი, რომ ამ წუთას თუ ჩართული მიქსერიდან გამოაყოფინებთ თითებს, წამის მეასედში სარეცხი მანქანის ლუკში იქნება გამაგრებული სახლობანას სათამაშოდ.

კირჩხიბი - თაგვი მულფილმიდან "რატატუი"

პატარა კირჩხიბი, სენტიმენტალურები, უზომოდ მგრძნობიარეები და ფანტაზიორები არიან. მათ ხშირად ჰყავთ გამოგონილი ე.წ. "წარმოსახვითი" მეგობრები, რომლებთან თამაშშიც ისინი დროს შესანიშნავად ატარებენ. თუმცა, რაკიღა კიბო კუჭით იმართება, ისინი არც კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარებაზე არიან უარს, თუკი მათ სამზარეულოს დალაშქვრის უფლებას მისცემთ.

ლომი - თუთიყუში ლუი მულტფილმიდან "რიო"

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს