პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედია დიდუბის ავტოსადგურზე - მატარებელმა მამაკაცი იმსხვერპლა
ტრაგედია დიდუბის ავტოსადგურზე - მატარებელმა მამაკაცი იმსხვერპლა

დი­დუ­ბის ავ­ტო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­მა­კაცს მა­ტა­რე­ბე­ლი და­ე­ჯა­ხა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თვითმხილ­ველ­მა გა­ნუ­ცხა­და, მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მა­მა­კაცს მა­ტა­რებ­ლის მე­მან­ქა­ნემ საყ­ვი­რით გზი­დან გა­დას­ვლის თა­ო­ბა­ზე გაფრ­თხი­ლე­ბა მის­ცა, თუმ­ცა მან სარ­კი­ნიგ­ზო ხაზ­ზე გა­დას­ვლა ვერ მო­ას­წრო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი 55 წლამ­დე მა­მა­კა­ცია. მისი ცხე­და­რი ამ დრო­ის­თვის პრო­ზექ­ტუ­რა­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი. ად­გილ­ზე მუ­შა­ობ­დნენ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დი­დუ­ბის ავ­ტო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 275-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც რკი­ნიგ­ზის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტრაგედია დიდუბის ავტოსადგურზე - მატარებელმა მამაკაცი იმსხვერპლა

ტრაგედია დიდუბის ავტოსადგურზე - მატარებელმა მამაკაცი იმსხვერპლა

დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცს მატარებლის მემანქანემ საყვირით გზიდან გადასვლის თაობაზე გაფრთხილება მისცა, თუმცა მან სარკინიგზო ხაზზე გადასვლა ვერ მოასწრო. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 55 წლამდე მამაკაცია. მისი ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია