მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ყველაზე კითხვადი თინეიჯერული წიგნი
5 ყველაზე კითხვადი თინეიჯერული წიგნი

ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლია, რომ კომ­პი­უ­ტე­რე­ბის ეპო­ქა­ში, ახალ­გაზ­რდე­ბის კი­თხვით და­ინ­ტე­რე­სე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. თუმ­ცა, დღეს ქარ­თვე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი ნამ­დვი­ლად კი­თხუ­ლო­ბენ წიგ­ნებს. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია გრძე­ლი რი­გე­ბი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­თან, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის პრო­ექტ Liberteens-ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. Liberteens-ი აერ­თი­ა­ნებს ლი­ტე­რა­ტუ­რას, რო­მელ­საც პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი თა­ვად არ­ჩე­ვენ თა­ვი­ან­თი თა­ნა­ტო­ლე­ბის­თვის. პრო­ექ­ტის სლო­გა­ნიც სწო­რედ ეს არის: "შენი თა­ო­ბის არ­ჩე­ვა­ნი". პრო­ექ­ტში შე­მა­ვა­ლი წიგ­ნე­ბი მსოფ­ლი­ოს ბესტსე­ლე­რე­ბად აღი­ა­რე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც მრა­ვალ ენა­ზეა თარ­გმნი­ლი და გა­მო­ცე­მუ­ლი.

წარ­მო­გიდ­გენთ Liberteens-ის პრო­ექ­ტის 5 წიგნს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მეტი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ თი­ნე­ი­ჯე­რებს შო­რის.

1. ჯე­იმზ დაშ­ნე­რის "ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლი"

ლიფ­ტში გაღ­ვი­ძე­ბულ თო­მასს თა­ვი­სი სა­ხე­ლის გარ­და არა­ფე­რი ახ­სოვს. იგი სრუ­ლი­ად უცხო, მა­სა­ვით მეხ­სი­ე­რე­ბა­და­კარ­გუ­ლი ბი­ჭე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ხვდე­ბა. მათ საკ­მა­ოდ რთუ­ლი მი­სია აქვთ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი - უსას­რუ­ლო, მოძ­რა­ვი ლა­ბი­რინ­თი­დან გა­სას­ვლე­ლი უნდა იპო­ვონ. ამ ლა­ბი­რინ­თი­დან ჯერ თავი არა­ვის და­უღ­წე­ვია.

2. მარ­კუს ზუ­ზა­კის "წიგ­ნის ქურ­დი"

წიგნ­ში მოქ­მე­დე­ბა 1939 წელს ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ა­ში ხდე­ბა. ქვე­ყა­ნა სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლია. სიკ­ვდი­ლი ასე­თი მო­უც­ლე­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა.

9 წლის ლი­ზე­ლი დე­დო­ბილ-მა­მო­ბილ­თან ერ­თად, ჰი­მელ-სტრიტ­ზე ცხოვ­რობს. მისი მშობ­ლე­ბი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გაგ­ზავ­ნეს. გო­გო­ნა წიგ­ნებს იპა­რავს, კი­თხუ­ლობს და ბო­ლოს თვი­თონ იწყებს წე­რას. ეს არის ამ­ბა­ვი ლი­ზელ­სა და მის მე­ზობ­ლებ­ზე. ეს ჰი­მელ-სტრი­ტის და­ბომბვის ის­ტო­რი­აა.

3. ჰოლი სმე­ი­ლის "გიკი გოგო"

15 წლის თი­ნე­ი­ჯე­რი ჰა­რი­ეტ მა­ნერ­სის სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლი გი­კია. რო­გორც გიკ­მა - ძველ­მო­დურ­მა და ენ­თუ­ზი­ასტმა - ბევ­რი რამ იცის, მაგ­რამ ვერ ხვდე­ბა, სკო­ლა­ში რა­ტომ არა­ვის მოს­წონს, რა­ტომ დას­ცი­ნი­ან. მო­ა­ხერ­ხებს კი გიკი გოგო მომ­ხიბ­ვლელ ქა­ლიშ­ვი­ლად იქ­ცეს?

4. გოი სა­გის "ონ­ლა­ინ­გო­გო"

სა­ო­ცა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლი ონ­ლა­ინ­გო­გოს შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ­ში, ბლოგ­ზე წერს. თუმ­ცა, როცა ყვე­ლა­ფე­რი რთულ­დე­ბა, მას რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა უწევს, სა­დაც მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი, დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ელო­დე­ბა.

5. მი­შელ ფალ­კო­ფის "Plaulist-ის სა­ი­დუმ­ლო"

წიგ­ნი მე­გობ­რებ­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე, და­ნა­კარ­გსა და დიდ ტკი­ვილ­ზე. შემს მე­გო­ბა­რი უკ­ვდე­ბა, რო­მე­ლიც მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რათ­ზე სა­გან­გე­ბოდ მის­თვის ჩა­წე­რილ სიმ­ღე­რებს უტო­ვებს: "მო­უს­მი­ნე და ყვე­ლა­ფერს მიხ­ვდე­ბი". სემ­მა დიდი სა­ი­დუმ­ლო უნდა ამოხ­სნას. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ბევ­რია, და­წყე­ბუ­ლი ჰე­იდ­ნის მშობ­ლე­ბი­დან, ძმი­დან, თუ "შა­რი­ა­ნი სა­მე­უ­ლი­დან", დამ­თავ­რე­ბუ­ლი ახალ­გაც­ნო­ბი­ლი უც­ნა­უ­რი გო­გო­ნა­თი და რაც მთა­ვა­რია, თა­ვად სე­მით!

მომ­ზა­დე­ბუ­ლია TOP-რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით

5 ყველაზე კითხვადი თინეიჯერული წიგნი

5 ყველაზე კითხვადი თინეიჯერული წიგნი

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ კომპიუტერების ეპოქაში, ახალგაზრდების კითხვით დაინტერესება ძალიან რთულია. თუმცა, დღეს ქართველი თინეიჯერები ნამდვილად კითხულობენ წიგნებს. ამის ნათელი მაგალითია გრძელი რიგები წიგნის მაღაზიებთან, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტ Liberteens-ის დამსახურებაა. Liberteens-ი აერთიანებს ლიტერატურას, რომელსაც პროექტის მონაწილე თინეიჯერები თავად არჩევენ თავიანთი თანატოლებისთვის. პროექტის სლოგანიც სწორედ ეს არის: "შენი თაობის არჩევანი". პროექტში შემავალი წიგნები მსოფლიოს ბესტსელერებად აღიარებული ნაწარმოებებია, რომლებიც მრავალ ენაზეა თარგმნილი და გამოცემული.

წარმოგიდგენთ Liberteens-ის პროექტის 5 წიგნს, რომლებიც ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობენ თინეიჯერებს შორის.

1. ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი"

ლიფტში გაღვიძებულ თომასს თავისი სახელის გარდა არაფერი ახსოვს. იგი სრულიად უცხო, მასავით მეხსიერებადაკარგული ბიჭების გარემოცვაში ხვდება. მათ საკმაოდ რთული მისია აქვთ შესასრულებელი - უსასრულო, მოძრავი ლაბირინთიდან გასასვლელი უნდა იპოვონ. ამ ლაბირინთიდან ჯერ თავი არავის დაუღწევია.

2. მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი"

წიგნში მოქმედება 1939 წელს ნაცისტურ გერმანიაში ხდება. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია. სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა.

9 წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად, ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე. ეს ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.

3. ჰოლი სმეილის "გიკი გოგო"

15 წლის თინეიჯერი ჰარიეტ მანერსის საოცარი ამბავი, რომელიც ნამდვილი გიკია. როგორც გიკმა - ძველმოდურმა და ენთუზიასტმა - ბევრი რამ იცის, მაგრამ ვერ ხვდება, სკოლაში რატომ არავის მოსწონს, რატომ დასცინიან. მოახერხებს კი გიკი გოგო მომხიბვლელ ქალიშვილად იქცეს?

4. გოი საგის "ონლაინგოგო"

საოცარი თავგადასავალი რეალობას მოწყვეტილი ონლაინგოგოს შესახებ, რომელიც საკუთარ ემოციებს მხოლოდ ინტერნეტში, ბლოგზე წერს. თუმცა, როცა ყველაფერი რთულდება, მას რეალურ ცხოვრებაში დაბრუნება უწევს, სადაც მისთვის მოულოდნელი, დიდი სიყვარული ელოდება.

5. მიშელ ფალკოფის "Plaulist-ის საიდუმლო"

წიგნი მეგობრებზე, სიყვარულზე, დანაკარგსა და დიდ ტკივილზე. შემს მეგობარი უკვდება, რომელიც მეხსიერების ბარათზე საგანგებოდ მისთვის ჩაწერილ სიმღერებს უტოვებს: "მოუსმინე და ყველაფერს მიხვდები". სემმა დიდი საიდუმლო უნდა ამოხსნას. ეჭვმიტანილი ბევრია, დაწყებული ჰეიდნის მშობლებიდან, ძმიდან, თუ "შარიანი სამეულიდან", დამთავრებული ახალგაცნობილი უცნაური გოგონათი და რაც მთავარია, თავად სემით!

მომზადებულია TOP-რეიტინგის მიხედვით

ომები და არმიები - მაღალპოლიგრაფიული გამოცემა სამხედრო ისტორიაზე

„ჰოლანდ პარკში იმ ჩემს სკამზე ვიჯექი და მერლინ მონროს ველოდებოდი“ –აკა მორჩილაძის ნაწარმოებები „იკითხე ქართულის“ სერიაში გამოიცა

აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge-ზე „ლიბერთინსის“ კვირეული დაიწყო