შარშან 21 წლის კონრად ანერუ ყურადღების ცენტრში ჰოლივუდის მეგავარსკვლავ ლეონარდო დიკაპრიოსთან მსგავსების წყალობით მოხვდა. შვედი ბიჭი თავის ინტერნეტპოპულარობით კარიერის აწყობას აპირებს. გარდა მომღერლის სოლო მუსიკალური კარიერისა, ანერუ მოდელიც არის. დიკაპრიოს ორეულის სამოდელო დებიუტი რალფ ლორენის "ლუქბუქსში" შედგა. სამოდელო სააგენტომ და ანერუმ გარიგება სოციალურ ქსელ "ინსტაგრამით" დადეს.
მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით.