Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

როდის აღდგება მოძრაობა ბარათაშვილის ხიდზე

როდის აღდგება მოძრაობა ბარათაშვილის ხიდზე

თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე საგზაო მოძრაობა სრულად 15 მარტისთვის აღდგება. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ბარათაშვილის ხიდზე და მის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

სამუშაოებს კომპანია "ენსისი" აწარმოებს. ადგილზე მძიმე ტექნიკა და 35-მდე მუშა მუშაობს. დედაქალაქის მერმა კომპანიის ხელმძღვანელობას ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების 15 მარტისთვის დასასრულებლად მითითებები მისცა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ხელშეკრულებით სამუშაოები 30 აპრილისთვის უნდა დასრულებულიყო. ხიდის რეაბილიტაციისთვის კი 1,970 მლნ ლარი დაიხარჯება.

"ბარათაშვილის ხიდზე მთლიანად მოძრაობა 15 მარტისთვის აღდგება. ეს ჩვენი კარტეგორიული და პრინციპული მოთხოვნაა, ისევე როგორც სამუშაოების ხარისხიანად შესრულება ყველა კომპანიასთან მიმართებაში უმკაცრესი მოთხოვნაა. პროექტების მონიტორინგს ვაწარმოებთ, რათა პროექტების მიმდინარეობის ვადიანობა შევამოწმოთ", - აღნიშნა ნარმანიამ.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის გივი კუბლაშვილის განცხადებით, რეაბილიტაციის შედეგად ბარათაშვილის ხიდი სრულად გარემონტდება და ახალ სახეს შეიძენს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია