პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანა კი არა, ყანა ვართ" - ნიკა გვარამია
"ქვეყანა კი არა, ყანა ვართ" - ნიკა გვარამია

"რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია ფე­ის­ბუ­ქის პი­რა­დი გვერ­დი­დან ეხ­მა­უ­რე­ბა ცი­ხის­ძირ­ში ხე­ე­ბის გა­დარ­გვის პრო­ცესს:

"კა­ნო­ნი­ე­რია თუ უკა­ნო­ნო, მოძ­რა­ვია თუ უძ­რა­ვი, ახალ ად­გილ­ზე უკე­თე­სად იხა­რებს თუ ძვე­ლი ჯობ­და - არ ვიცი, მაგ­რამ ეს სა­კი­თხე­ბი რომ გახ­და მე­ინ­სტრი­მუ­ლი ჩვენს დის­კურ­სში, უკვე ცხა­დია, რომ ქვე­ყა­ნა კი არა, ყანა ვართ.

ჩვე­ნი არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი ხე­ე­ბის გა­დარ­გვის ად­გილ­ზე საქ­მეს ურ­ჩევს მწვა­ნე­ებს და ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­უნ­ხე­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე - პუ­ტინს. იგ­რძე­ნით გან­სხვა­ვე­ბა. ესაა და ეს. უა­რე­სი რაღა უნდა იყოს" - წერს გვა­რა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ამა­ვე სა­კითხს ეხ­მა­უ­რე­ბა "ტა­ბუ­ლას" დი­რექ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლიც:

"ბი­ძი­ნა და გი­გან­ტუ­რი ხე­ე­ბი:

- ის არ ჩა­სუ­ლა დიც­სა და დვან­ში, რო­დე­საც ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს რუ­სე­ბი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­დან ყრიდ­ნენ.

- ის არ მი­სუ­ლა ვე­რეს ხე­ო­ბა­ში 13 ივ­ნი­სის წყალ­დი­დო­ბის შემ­დეგ.

- სა­კუ­თა­რი ქარ­ხნის, თუ აუ­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც კი არ მი­ვი­და, რო­დე­საც იქ ვე­ფხვმა კაცი მოკ­ლა და შე­ჭა­მა.

- ის არ ჩა­სუ­ლა აჭა­რა­ში სტი­ქი­ის დროს.

მაგ­რამ ჩა­ა­კი­თხა გი­გან­ტურ ხე­ებს, როცა ისი­ნი მყი­სი­ე­რად ვერ და­ით­რია" - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი პი­რად გვერ­დზე.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი გივი თარ­გა­მა­ძე კი ასეთ პოსტს წერს ცი­ხის­ძირ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ: "და­პი­რე­ბე­ბის ხსე­ნე­ბა­ზე გა­ი­ძურ­წა, მშე­ნებ­ლებს ესა­უბ­რა და უკან ბუ­ნებ­რი­ვად კი ვერ დაბ­რუნ­და, ტყე-ტყე გა­ვი­და. სულ არ ეპიტ­ნა­ვე­ბო­და მანდ მოს­ვლა, მაგ­რამ, მო­უ­წია; ძა­ლი­ა­ნაც კი არ უნ­დო­და, შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა, მაგ­რამ, ვა­ი­ძუ­ლეთ; ტყე­ში ძრო­მი­ა­ლი გულ­ზე კი არ ეხა­ტე­ბა, მაგ­რამ, პა­სუ­ხის მომ­თხოვ­ნებ­ში გავ­ლას ურ­ჩევ­ნია. ხე­ებს თხრი და ტყის იმე­დად ნუ იქ­ნე­ბი. რ2 გინ­დო­და და ვერ მო­გარ­თვით. მა­ესტრო მა­ინც იოლი ლუკ­მა გე­გო­ნა და კბი­ლი წა­ი­ტე­ხე. სა­ღე­ბა­ვი გცილ­დე­ბა. ღმერ­თკა­ცო­ბას ბო­გა­ნო­ბა ანაც­ვლებს. პა­პა­ნა­ქე­ბა მზე­ზე გა­მო­გაძ­ვრენთ. გა­გა­შიშ­ვლებთ. შვიდ­მი­ლი­არ­დი­ან ფუ­ღუ­როდ გაქ­ცევთ. ჩა­მო­ვე­დით, გრი­გო­რიჩ!"

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ცი­ხის­ძირ­ში ჩა­ვი­და. ივა­ნიშ­ვილ­მა ის ად­გი­ლი და­ათ­ვა­ლი­ე­რა, სა­დაც გა­დარ­გვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ქვეყანა კი არა, ყანა ვართ" - ნიკა გვარამია

"ქვეყანა კი არა, ყანა ვართ" - ნიკა გვარამია

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქის პირადი გვერდიდან ეხმაურება ციხისძირში ხეების გადარგვის პროცესს:

"კანონიერია თუ უკანონო, მოძრავია თუ უძრავი, ახალ ადგილზე უკეთესად იხარებს თუ ძველი ჯობდა - არ ვიცი, მაგრამ ეს საკითხები რომ გახდა მეინსტრიმული ჩვენს დისკურსში, უკვე ცხადია, რომ ქვეყანა კი არა, ყანა ვართ.

ჩვენი არაფორმალური მმართველი ხეების გადარგვის ადგილზე საქმეს ურჩევს მწვანეებს და ოდესის გუბერნატორი მიუნხენის კონფერენციაზე - პუტინს. იგრძენით განსხვავება. ესაა და ეს. უარესი რაღა უნდა იყოს" - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ამავე საკითხს ეხმაურება "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილიც:

"ბიძინა და გიგანტური ხეები:

- ის არ ჩასულა დიცსა და დვანში, როდესაც ჩვენ მოქალაქეებს რუსები საცხოვრებელი სახლებიდან ყრიდნენ.

- ის არ მისულა ვერეს ხეობაში 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ.

- საკუთარი ქარხნის, თუ აუზის ტერიტორიაზეც კი არ მივიდა, როდესაც იქ ვეფხვმა კაცი მოკლა და შეჭამა.

- ის არ ჩასულა აჭარაში სტიქიის დროს.

მაგრამ ჩააკითხა გიგანტურ ხეებს, როცა ისინი მყისიერად ვერ დაითრია" - წერს ჩერგოლეიშვილი პირად გვერდზე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე კი ასეთ პოსტს წერს ციხისძირში განვითარებული მოვლენების შესახებ: "დაპირებების ხსენებაზე გაიძურწა, მშენებლებს ესაუბრა და უკან ბუნებრივად კი ვერ დაბრუნდა, ტყე-ტყე გავიდა. სულ არ ეპიტნავებოდა მანდ მოსვლა, მაგრამ, მოუწია; ძალიანაც კი არ უნდოდა, შეეჩერებინა, მაგრამ, ვაიძულეთ; ტყეში ძრომიალი გულზე კი არ ეხატება, მაგრამ, პასუხის მომთხოვნებში გავლას ურჩევნია. ხეებს თხრი და ტყის იმედად ნუ იქნები. რ2 გინდოდა და ვერ მოგართვით. მაესტრო მაინც იოლი ლუკმა გეგონა და კბილი წაიტეხე. საღებავი გცილდება. ღმერთკაცობას ბოგანობა ანაცვლებს. პაპანაქება მზეზე გამოგაძვრენთ. გაგაშიშვლებთ. შვიდმილიარდიან ფუღუროდ გაქცევთ. ჩამოვედით, გრიგორიჩ!"

შეგახსენებთ, დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში ჩავიდა. ივანიშვილმა ის ადგილი დაათვალიერა, სადაც გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს