ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის განცხადებით, მან გია გაჩეჩილაძეს ფული პროცენტით ასესხა. როგორც რუხაძემ 20/30-ს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ გაჩეჩილაძე ფულს დაუბრუნებს.
კითხვაზე, რა თანხა ასესხა გაჩეჩილაძეს, რუხაძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ "ეს მათი საქმე არ არის და ჰკითხონ უცნობს".
"მაესტროში" თანხა არ ჩამიდია, უბრალოდ ვასესხე ჩემს მეგობარს. პროცენტით დამიბრუნებს. ეჭვი არ მეპარება, რომ დააბრუნებს, ამიტომ მე მაწყობდა... ჩემი მეგობარია და ვასესხე. კარგა ხანია "მაესტროს" ყიდის კოტე გოგელია და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გოგელია 5 ნახევარ მილიონს ითხოვს, რაზეც უცნობი არ თანხმდება, ეს არის და ეს. ვერ თანხმდებიან და იმიტომ ატყდა ერთი ამბავი. აბსოლუტურად ნორმალური პროცესია", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
არსებული ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძემ სწორედ რუხაძის მიერ მიცემული ფულით იყიდა "მაესტროს" 55%-იანი წილი.