პოლიტიკა
სამართალი

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„რაგბი ჩვენი თამაშია“
„რაგბი ჩვენი თამაშია“

"რაგ­ბი ჩვე­ნი თა­მა­შია" - თი­ბი­სი ბან­კი სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია.ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­მელ­საც თი­ბი­სი ბან­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, რაგ­ბის კავ­ში­რის ად­მი­ნის­ტრა­ცია, მო­რაგ­ბე­ე­ბი და მე­დია და­ეს­წრო.

მხა­რე­თა შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, თი­ბი­სი ბან­კი სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის, რაგ­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი ხდე­ბა. ასე­ვე, თი­ბი­სი ბან­კი ეროვ­ნუ­ლი შვიდ­კა­ცა ნაკ­რე­ბის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი პარტნი­ო­რი იქ­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რი­სა და თი­ბი­სი ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ი­ნერ­გოს რაგ­ბი და სა­რაგ­ბო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაგ­ბი გახ­დეს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი და გაძ­ლი­ერ­დეს მისი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე.

"დღეს ორი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრენ­დი თი­ბი­სი ბან­კი და ქარ­თუ­ლი რაგ­ბი და­უ­კავ­შირ­და ერ­თმა­ნეთს იმის­თვის, რომ მეტი სი­ხა­რუ­ლი მი­ა­ნი­ჭოს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ჩვენ უნდა და­ვიბ­რუ­ნოთ გა­მარ­ჯვე­ბის გან­ცდა. რაგ­ბი არ არის მხო­ლოდ სპორ­ტი, ეს არის ფი­ლო­სო­ფია გა­მარ­ჯვე­ბის მი­საღ­წე­ვად. გა­მარ­ჯვე­ბას რომ მი­აღ­წიო სულ უნდა იყო მოძ­რა­ო­ბა­ში, სწო­რედ ამი­ტომ არის რაგ­ბი ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სპორ­ტი,"რაგ­ბი ჩვე­ნი თა­მა­შია!"- გა­ნა­ცხა­და თი­ბი­სი ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

გრძელ­ვა­დი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის ეროვ­ნულ ნაკ­რე­ბი "რაგ­ბი ევ­რო­პის" წლე­ვან­დე­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის უკვე თი­ბი­სი ბან­კის მხარ­და­ჭე­რით მო­ემ­ზა­დე­ბა. გეგ­მა­შია ბევ­რი ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი და რაგ­ბის ბრენ­დუ­ლი მა­ღა­ზი­ის გა­ნახ­ლე­ბა. 6 თე­ბერ­ვალს კი "რაგ­ბი ევ­რო­პის"ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ველ თა­მაშ­ზე, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო გერ­მა­ნი­ას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი­უკ­ვე თი­ბი­სი ბან­კის ბრენ­დის ქვეშ იას­პა­რე­ზე­ბენ.

2017 წელს სა­ქარ­თვე­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სპორ­ტუ­ლი მოვ­ლე­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბა - ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლიო რაგ­ბის 20 წლამ­დელ­თა ჩემ­პი­ო­ნატს უმას­პინ­ძლებს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი თი­ბი­სი ბან­კის მხარ­და­ჭე­რით ითა­მა­შებს.

"დიდი მად­ლო­ბა თი­ბი­სი ბანკს თა­ნად­გო­მის­თვის. რო­გორც აქამ­დე მოვ­დი­ო­დით გა­მარ­ჯვე­ბე­ბით, ასე­ვე ვა­პი­რებთ გაგ­რძე­ლე­ბას ამ­ჯე­რად იმ პარტნი­ორ­თან ერ­თად, ვის­თა­ნაც გვაქვს სრუ­ლი თან­ხვედ­რა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვპირ­დე­ბით, რომ რაგ­ბი გახ­დე­ბა სა­ხალ­ხო სპორ­ტი და ჩვენ ამას შევ­ძლებთ ჩვენს ახალ პარტნი­ორ­თან ერ­თად,"- აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტმა გოჩა სვა­ნი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­ლო­ბურ­თის ტრა­დი­ცია უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან იღებს სა­თა­ვეს, თა­ნა­მედ­რო­ვე რაგ­ბი ამ ტრა­დი­ცი­ის ღირ­სე­უ­ლი გაგ­რძე­ლე­ბაა. ეს არის მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ თა­ო­ბას უნდა გა­და­ე­ცეს და თი­ბი­სი ბან­კის გუნ­დი ბედ­ნი­ე­რია, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს ამ ეროვ­ნულ საქ­მე­ში.

#რაგ­ბიჩ­ვე­ნი­თა­მა­შია

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

„რაგბი ჩვენი თამაშია“

„რაგბი ჩვენი თამაშია“

„რაგბი ჩვენი თამაშია“ - თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის და ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია.ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც თიბისი ბანკის ხელმძღვანელობა, რაგბის კავშირის ადმინისტრაცია, მორაგბეები და მედია დაესწრო.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის ეროვნული ნაკრების, საქართველოს რაგბის ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი ხდება. ასევე, თიბისი ბანკი ეროვნული შვიდკაცა ნაკრების ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი იქნება.

საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის მთავარი მიზანია, ქართულ საზოგადოებაში დაინერგოს რაგბი და სარაგბო ღირებულებები, რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და გაძლიერდეს მისი პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

„დღეს ორი წარმატებული ბრენდი თიბისი ბანკი და ქართული რაგბი დაუკავშირდა ერთმანეთს იმისთვის, რომ მეტი სიხარული მიანიჭოს ქართულ საზოგადოებას. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ გამარჯვების განცდა. რაგბი არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის ფილოსოფია გამარჯვების მისაღწევად. გამარჯვებას რომ მიაღწიო სულ უნდა იყო მოძრაობაში, სწორედ ამიტომ არის რაგბი ჩემთვის საინტერესო სპორტი,“რაგბი ჩვენი თამაშია!“- განაცხადა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრები „რაგბი ევროპის“ წლევანდელი ჩემპიონატისთვის უკვე თიბისი ბანკის მხარდაჭერით მოემზადება. გეგმაშია ბევრი ერთობლივი ღონისძიება, მათ შორის სოციალური პროექტები და რაგბის ბრენდული მაღაზიის განახლება. 6 თებერვალს კი „რაგბი ევროპის“ჩემპიონატის პირველ თამაშზე, სადაც საქართველო გერმანიას დაუპირისპირდება, ბორჯღალოსნებიუკვე თიბისი ბანკის ბრენდის ქვეშ იასპარეზებენ.

2017 წელს საქართველო მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენისთვის ემზადება - ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები თიბისი ბანკის მხარდაჭერით ითამაშებს.

„დიდი მადლობა თიბისი ბანკს თანადგომისთვის. როგორც აქამდე მოვდიოდით გამარჯვებებით, ასევე ვაპირებთ გაგრძელებას ამჯერად იმ პარტნიორთან ერთად, ვისთანაც გვაქვს სრული თანხვედრა. საზოგადოებას ვპირდებით, რომ რაგბი გახდება სახალხო სპორტი და ჩვენ ამას შევძლებთ ჩვენს ახალ პარტნიორთან ერთად,“- აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

საქართველოში ლელობურთის ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, თანამედროვე რაგბი ამ ტრადიციის ღირსეული გაგრძელებაა. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც მომავალ თაობას უნდა გადაეცეს და თიბისი ბანკის გუნდი ბედნიერია, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ ეროვნულ საქმეში.

#რაგბიჩვენითამაშია

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი