საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება ვახტანგ ქირიას შვილი
რას ჰყვება ვახტანგ ქირიას შვილი

16 იან­ვარს, ვაჟა-ფშა­ვე­ლას მე-7 კვარ­ტალ­ში, 24-ე კორ­პუ­სის ერთ-ერთ და­კე­ტილ ბი­ნა­ში ძა­ლო­ვა­ნებ­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი პრო­კუ­რო­რის ვახ­ტანგ ქი­რი­ას ცხე­დარს მი­აგ­ნეს. მას ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე დღე ეძებ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბინა, სა­დაც ცხე­და­რი იპო­ვეს, რა­დიო "სა­ქარ­თვე­ლოს ხმის" დამ­ფუძ­ნე­ბელ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი. ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა და­სა­ხელ­და. ძა­ლო­ვან­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვას აპი­რებ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჯიპი, რო­მელ­შიც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი იჯდა, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ გა­ა­ჩე­რეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე კუ­ჭა­ვამ ია­რა­ღი ამო­ი­ღო და სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. კუ­ჭა­ვას ოჯა­ხი მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხავს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ იგი მოკ­ლეს.

ნინო ქი­რია, ვახ­ტანგ ქი­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი: "მამა თბი­ლის­ში 12 იან­ვარს, სა­ღა­მოს ჩა­მო­ვი­და, ძა­ლი­ან გა­ი­ხა­რა შვი­ლიშ­ვი­ლის ნახ­ვით. მერე ში­ნი­დან გა­ვი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დაგ­ვი­რე­კა, - თუ საქ­მე დღეს ვერ და­ვამ­თავ­რე, არ მო­ვა­ლო. იმ სა­ღა­მოს არ მო­სუ­ლა. ჩვენ პა­ტა­რა, ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ვცხოვ­რობთ, ამი­ტომ მამა ზოგ­ჯერ სა­ბურ­თა­ლო­ზე, ოთარ ჭი­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე, სას­ტუმ­რო­ში რჩე­ბო­და ხოლ­მე. მე­ო­რე დღეს, 13 იან­ვარს, მო­ვი­და. შეს­ვე­ნე­ბის დროს შინ შე­ვირ­ბი­ნე. ბა­ბუა-შვი­ლიშ­ვი­ლი ბურთს ბე­რავ­და. რამე სა­ეჭ­ვო მის ქცე­ვა­ში არ შე­მიმ­ჩნე­ვია. ვი­ლა­პა­რა­კეთ და სამ­სა­ხურ­ში გავ­ბრუნ­დი. ისი­ნი კი ეზო­ში ჩა­სუ­ლან და უთა­მა­ში­ათ. სა­ღა­მოს 5-ის 15 წუთი ყო­ფი­ლა, ბავ­შვის­თვის რომ უთ­ქვამს, - ახლა უნდა წა­ვი­დე, რომ მო­ვალ, ისევ ვი­თა­მა­შო­თო. 10 სა­ა­თი ხდე­ბო­და, რომ და­რე­კა, - ძვე­ლით ახალ წელს ხვდე­ბით, თუ იძი­ნებ­თო. ეს იყო და ეს. მას მერე მისი ნო­მე­რი აღარ პა­სუ­ხობ­და - გა­თი­შუ­ლი იყო. რა მოხ­და, ამა­ოდ ვე­ძებ პა­სუხს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან თუ ვი­გებთ.­ იმე­დი მაქვს, და­ად­გე­ნენ, რა­ტომ მო­მიკ­ლეს მამა".

- კუ­ჭა­ვას მე­უღ­ლე ამ­ბობს, ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობ­დით და იმ­დე­ნად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო, მან­და­რი­ნიც კი ჩა­მოგ­ვი­ტა­ნა ახა­ლი წლის დღე­ებ­ში ზუგ­დი­დი­და­ნო.

- მა­მა­ჩე­მის­გან არა­სო­დეს მსმე­ნია, რომ ჰყავ­და ასე­თი მე­გო­ბა­რი. მე, ჩემი და და დე­და­ჩე­მი არც ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას და არც მისი ოჯა­ხის წევ­რებს არ ვიც­ნობთ.

მა­მუ­კა ფი­ფია, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის უფ­რო­სი: "ჩვენ 38 წლის წინ გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ის რა­ი­ო­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­და, მე კი სტა­ჟი­ო­რი ვი­ყა­ვი. ოჯა­ხე­ბით ვმე­გო­ბრობ­დით. ბო­ლოს 12 იან­ვარს ვნა­ხე. ქუ­თა­ის­ში პრო­ცეს­ზე მი­დი­ო­და. მი­თხრა, იქი­დან თბი­ლის­ში წა­ვალ ჩე­მებ­თა­ნო. ცოლ-შვი­ლი თბი­ლის­ში ჰყავ­და, ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა იყი­დეს და იქ ცხოვ­რობ­დნენ. ბიზ­ნე­სი მას არ ჰქო­ნია. ჰყავ­და ძა­ლი­ან ძვე­ლი მან­ქა­ნა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რას ჰყვება ვახტანგ ქირიას შვილი

რას ჰყვება ვახტანგ ქირიას შვილი

16 იანვარს, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში ძალოვანებმა გაუჩინარებული პროკურორის ვახტანგ ქირიას ცხედარს მიაგნეს. მას ოჯახი რამდენიმე დღე ეძებდა. ოფიციალური ინფორმაციით, ბინა, სადაც ცხედარი იპოვეს, რადიო "საქართველოს ხმის" დამფუძნებელ ბიძინა კუჭავას ჰქონდა ნაქირავები. ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილად ბიძინა კუჭავა დასახელდა. ძალოვანთა ინფორმაციით, იგი ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა. სამართალდამცავებმა ჯიპი, რომელშიც ეჭვმიტანილი იჯდა, იუსტიციის სახლის მიმდებარედ გააჩერეს. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციელების დანახვისთანავე კუჭავამ იარაღი ამოიღო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კუჭავას ოჯახი მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და დარწმუნებულია, რომ იგი მოკლეს.

ნინო ქირია, ვახტანგ ქირიას ქალიშვილი: "მამა თბილისში 12 იანვარს, საღამოს ჩამოვიდა, ძალიან გაიხარა შვილიშვილის ნახვით. მერე შინიდან გავიდა. მოგვიანებით დაგვირეკა, - თუ საქმე დღეს ვერ დავამთავრე, არ მოვალო. იმ საღამოს არ მოსულა. ჩვენ პატარა, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობთ, ამიტომ მამა ზოგჯერ საბურთალოზე, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე, სასტუმროში რჩებოდა ხოლმე. მეორე დღეს, 13 იანვარს, მოვიდა. შესვენების დროს შინ შევირბინე. ბაბუა-შვილიშვილი ბურთს ბერავდა. რამე საეჭვო მის ქცევაში არ შემიმჩნევია. ვილაპარაკეთ და სამსახურში გავბრუნდი. ისინი კი ეზოში ჩასულან და უთამაშიათ. საღამოს 5-ის 15 წუთი ყოფილა, ბავშვისთვის რომ უთქვამს, - ახლა უნდა წავიდე, რომ მოვალ, ისევ ვითამაშოთო. 10 საათი ხდებოდა, რომ დარეკა, - ძველით ახალ წელს ხვდებით, თუ იძინებთო. ეს იყო და ეს. მას მერე მისი ნომერი აღარ პასუხობდა - გათიშული იყო. რა მოხდა, ამაოდ ვეძებ პასუხს. ინფორმაციას ტელევიზიიდან თუ ვიგებთ.­ იმედი მაქვს, დაადგენენ, რატომ მომიკლეს მამა".

- კუჭავას მეუღლე ამბობს, ოჯახებით ვმეგობრობდით და იმდენად ყურადღებიანი იყო, მანდარინიც კი ჩამოგვიტანა ახალი წლის დღეებში ზუგდიდიდანო.

- მამაჩემისგან არასოდეს მსმენია, რომ ჰყავდა ასეთი მეგობარი. მე, ჩემი და და დედაჩემი არც ბიძინა კუჭავას და არც მისი ოჯახის წევრებს არ ვიცნობთ.

მამუკა ფიფია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი: "ჩვენ 38 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი. ის რაიონის პროკურატურაში მუშაობდა, მე კი სტაჟიორი ვიყავი. ოჯახებით ვმე­გო­ბრობ­დით. ბოლოს 12 იანვარს ვნახე. ქუთაისში პროცესზე მიდიოდა. მითხრა, იქიდან თბილისში წავალ ჩემებთანო. ცოლ-შვილი თბილისში ჰყავდა, ერთოთახიანი ბინა იყიდეს და იქ ცხოვრობდნენ. ბიზნესი მას არ ჰქონია. ჰყავდა ძალიან ძველი მანქანა.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ