მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდაურში "მოთხილამურე პატრული" გამოჩნდა
გუდაურში "მოთხილამურე პატრული" გამოჩნდა

შს მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი დღეს გუ­და­ურ­ში მო­თხი­ლა­მუ­რე პატ­რუ­ლებს შეხ­ვდა და და­ვა­ლე­ბე­ბი მის­ცა. "მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე და­ვი­წყოთ ახა­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც არა­ერთ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს - სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სებ­ზე დღე­ი­დან უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ტროლს მო­თხი­ლა­მუ­რე პატ­რუ­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ისი­ნი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ თქვე­ნი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას ტრა­სებ­ზე სრი­ა­ლის დროს. ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა, რომ ამ პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბა ბევ­რად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი და თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა.

შსს-ს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა, სა­თხი­ლა­მუ­რო გზებ­ზე და­მა­ტე­ბი­თი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, გუ­და­ურ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკი­პი­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი 14 პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი მი­ავ­ლი­ნა, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგ­სა და დამ­სვე­ნებ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. პატ­რუ­ლი­რე­ბა სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სებ­ზე წი­ნას­წარ და­წე­სე­ბუ­ლი გრა­ფი­კით ყო­ველ­დღი­უ­რად, 10:00 სა­ა­თი­დან 17:00 სა­ა­თამ­დე და 20:00 სა­ა­თი­დან 22:00 სა­ა­თამ­დე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სი­ახ­ლე პირ­ველ ეტაპ­ზე, სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის სა­ხით, გუ­და­ურ­ში ამოქ­მედ­და.

შს მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, ასე­ვე აიკ­რძა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბის (გუ­და­უ­რი, ბა­კუ­რი­ა­ნი, მეს­ტია, გო­დერ­ძის უღელ­ტე­ხი­ლი) სა­თხი­ლა­მუ­რო გზებ­ზე თოვლმა­ვა­ლით ან მსგავ­სი ტი­პის მოძ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა, გარ­და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო, სა­მაშ­ვე­ლო და სა­პო­ლი­ციო მიზ­ნე­ბი­სა. უსაფრ­თხო­ე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებს რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის და შსს-ს სხვა რე­გი­ო­ნუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თა­ვი­ან­თი კომ­პე­ტენ­ცი­ი­სა და მოქ­მე­დე­ბის არე­ალ­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

გუდაურში "მოთხილამურე პატრული" გამოჩნდა

გუდაურში "მოთხილამურე პატრული" გამოჩნდა

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დღეს გუდაურში მოთხილამურე პატრულებს შეხვდა და დავალებები მისცა. "მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე დავიწყოთ ახალი პროექტი, რომელიც არაერთ განვითარებულ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს - სათხილამურო ტრასებზე დღეიდან უსაფრთხოების კონტროლს მოთხილამურე პატრული განახორციელებს. ისინი უზრუნველყოფენ თქვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას ტრასებზე სრიალის დროს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტის წარმატება ბევრად იქნება დამოკიდებული ჩვენი და თითოეული თქვენგანის თანამშრომლობაზე", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, სათხილამურო გზებზე დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, გუდაურში სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი 14 პატრულ-ინსპექტორი მიავლინა, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. პატრულირება სათხილამურო ტრასებზე წინასწარ დაწესებული გრაფიკით ყოველდღიურად, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე და 20:00 საათიდან 22:00 საათამდე განხორციელდება. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა.

შს მინისტრის ბრძანების თანახმად, ასევე აიკრძალება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძის უღელტეხილი) სათხილამურო გზებზე თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება, გარდა სარეაბილიტაციო, სამაშველო და საპოლიციო მიზნებისა. უსაფრთხოების ღონისძიებებს რეგიონული პოლიციის დეპარტამენტების და შსს-ს სხვა რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედების არეალში უზრუნველყოფენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ