მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობს
საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობს

მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის მე­სა­მე­დი შიმ­ში­ლობს. ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია სა­სურ­სა­თო პო­ლი­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას გა­მოქ­ვეყ­ნდა.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, კვლე­ვა 2015 წლის მო­ნა­ცე­მებს ეყ­რდნო­ბა. ინ­სტი­ტუტ­მა ასე­ვე და­ად­გი­ნა ე.წ. შიმ­ში­ლო­ბის ინ­დექ­სი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­სათ­ვის და შე­სა­ბა­მი­სი სიაც შე­ად­გი­ნა.

გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ამ სიის მიღ­მა დარ­ჩა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იქ პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ვინ შიმ­ში­ლობს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, კვლე­ვის ავ­ტორ­თა ან­გა­რი­შით, 2015 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 7,4% შიმ­ში­ლობ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­ზღვრე ქვეყ­ნე­ში გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მა­გა­ლი­თად, აზერ­ბა­ი­ჯან­ში მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 1,7% შიმ­ში­ლობს, სომ­ხეთ­ში - 5,8%, თურ­ქეთ­ში - 0,2% და რუ­სეთ­ში - 0,7%.

ყვე­ლა­ზე სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა ჰა­ი­ა­ტი­ზეა, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის 53,4% შიმ­ში­ლობს, შემ­დეგ მო­დი­ან ზამ­ბია - 47,8%, ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა - 47,7%, ნა­მი­ბია - 42,3%, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა - 41,6% და ჩადი - 33,4%.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­სურ­სა­თო პო­ლი­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვით ინ­სტი­ტუტს "შიმ­ში­ლო­ბის ინ­დექ­სი" კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი - 1995, 2000 და 2005 წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, მათი დას­კვნით, ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო: 1995 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 46,4% შიმ­ში­ლობ­და, 2000 წელს - 14,8%, 2005 წელს კი - 6,3%.

ქარ­თველ სპე­ცი­ა­ლის­ტთა შე­ფა­სე­ბე­ბი კვლე­ვის იმ შე­დეგ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ 2015 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 7,4% შიმ­ში­ლობ­და, არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია.

სტა­ტის­ტი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტის ნო­დარ კა­პა­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ეს რე­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობს

საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობს

მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედი შიმშილობს. ამის შესახებ საუბარია სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დასკვნაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კვლევა 2015 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ინსტიტუტმა ასევე დაადგინა ე.წ. შიმშილობის ინდექსი სხვადასხვა ქვეყნისათვის და შესაბამისი სიაც შეადგინა.

განვითარებული ქვეყნების უმეტესობა ამ სიის მიღმა დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ პრაქტიკულად არავინ შიმშილობს. რაც შეეხება საქართველოს, კვლევის ავტორთა ანგარიშით, 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნეში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. მაგალითად, აზერბაიჯანში მოსახლეობის მხოლოდ 1,7% შიმშილობს, სომხეთში - 5,8%, თურქეთში - 0,2% და რუსეთში - 0,7%.

ყველაზე სავალალო მდგომარეობა ჰაიატიზეა, სადაც მოსახლეობის 53,4% შიმშილობს, შემდეგ მოდიან ზამბია - 47,8%, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 47,7%, ნამიბია - 42,3%, ჩრდილოეთ კორეა - 41,6% და ჩადი - 33,4%.

აღსანიშნავია, რომ სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტს "შიმშილობის ინდექსი" კიდევ რამდენჯერმე აქვს გამოქვეყნებული - 1995, 2000 და 2005 წლებში, საქართველოში კი, მათი დასკვნით, ასეთი მდგომარეობა იყო: 1995 წელს საქართველოს მოსახლეობის 46,4% შიმშილობდა, 2000 წელს - 14,8%, 2005 წელს კი - 6,3%.

ქართველ სპეციალისტთა შეფასებები კვლევის იმ შედეგთან დაკავშირებით, რომ 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობდა, არაერთგვაროვანია.

სტატისტიკის სპეციალისტის ნოდარ კაპანაძის განმარტებით, ეს რეალური მაჩვენებელია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია