მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, გიორგის შეარგონ ეს გამარჯვება"
"მინდა, გიორგის შეარგონ ეს გამარჯვება"

"ფე­ის­ბუკ­ში" ვა­ნო­ზე ძა­ლი­ან ბევ­რს წე­რენ, ეს მთა­ვა­რი გა­მარ­ჯვე­ბაა ახალ­გაზ­რდა, სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი ნი­ჭი­ე­რი კა­ცის­თვის. თვით Voice-ს სა­იტ­ზეც ვა­ნოს იმ­დე­ნი "ლა­ი­ქი" და კო­მენ­ტა­რი აქვს, რაც სხვას არა­ვის ჰქო­ნია. ეს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მარ­ჯვე­ბაა...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ Voice-ს ფი­ნა­ლი ჩა­ტარ­და, რო­მელ­შიც SMS-ებით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქეთა თო­ფუ­რი­ას გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გი­ორ­გი ნა­დი­ბა­ი­ძე გა­მოვ­ლინ­და­. ამან დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია მა­ყუ­რე­ბელ­ში. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტსა თუ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ ამ ამ­ბავს. ზოგი ამ­ბობ­და, ვანო ტუ­რა­ბე­ლი­ძე რომ ვერ გა­ვი­და, უსა­მარ­თლო­ბაა, სა­ჩუქ­რა­დაც საგ­ზუ­რის გარ­და ვე­რა­ფე­რი გა­ი­მე­ტეს მის­თვი­სო?! ვი­ღაც ამ­ტი­ცებ­და, ზუს­ტად ვიცი, გი­ორ­გი ნა­დი­ბა­ი­ძის ოჯახს ბინა ბან­კში ჩა­უდ­ვია წი­ნას­წარ, რომ ამ თან­ხით გი­ორ­გის­თვის ხმე­ბი ეყი­დაო... რად­გან ქეთა თო­ფუ­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, ფი­ნა­ლის­ტთა და­ნარ­ჩენ მწვრთნე­ლებს ვკი­თხეთ, რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩნენ Voice-ს­ სა­ბო­ლოო შე­დე­გით.

ანრი ჯო­ხა­ძე: - ყვე­ლა ფი­ნა­ლის­ტი იმ­სა­ხუ­რებ­და გა­მარ­ჯვე­ბას, მაგ­რამ მე რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ამ საქ­მის ექ­სპერ­ტიც­, ვამ­ბობ,

ვანო ტუ­რა­ბე­ლი­ძე, რო­მე­ლიც ჩემი გუნ­დის ფინა­ლის­ტი იყო, მი­ნი­მუმ ერთი თა­ვით მაღ­ლა მა­ინც იდგა, რად­გან ურ­თუ­ლე­სი­ არია შე­ას­რუ­ლა. სხვა კონ­კურ­სან­ტე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც და მწვრთნე­ლე­ბიც ფეხ­ზე წა­მო­უდ­გნენ და ისე უკ­რავ­დნენ ტაშს ვა­ნოს. ეს დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა. თუმ­ცა, ძა­ლი­ან კარ­გმა მომ­ღე­რალ­მა გა­ი­მარ­ჯვა, პერ­სპექ­ტი­ულ­მა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გი­ორ­გის კარ­გი კა­რი­ე­რა ელო­დე­ბა...

ვა­ნოს რჩე­ვა მი­ვე­ცი, რომ წა­ვი­დეს სა­ო­პე­რო გან­ხრით. თუ იტა­ლი­ა­ში წავა და იქ მი­ი­ღებს უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას, ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მსოფ­ლიო რან­გის ტე­ნო­რი ეყო­ლე­ბა, აღი­ა­რე­ბუ­ლი და და­ფა­სე­ბუ­ლი. მას ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რად ლა­მა­ზი ხმა აქვს. დღეს მსოფ­ლი­ო­ში კარ­გი ტე­ნო­რე­ბის გა­სა­ჭი­რია და ვა­ნოს აქვს შან­სი, თა­ვი­სი ხმით მსოფ­ლიო და­ი­პყროს.

- გული სწყდე­ბო­დათ, თით­ქოს სა­ჩუქ­რე­ბიც მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი მი­ი­ღოო...

- მე არ ვწყვეტ­დი, ვინ რას მი­ი­ღებ­და სა­ჩუქ­რად.­ თუმ­ცა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" რჩე­უ­ლი გახ­და და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი საგ­ზუ­რიც აჩუ­ქეს. სპონ­სო­რებს შე­ეძ­ლოთ ვა­ნოს­თვის რა­ი­მე გა­და­ე­ცათ. მე მათ ვე­ტყო­დი, რაც ბრწყი­ნავს­, ყვე­ლა­ფე­რი ოქრო არ არის, ვანო ტუ­რა­ბე­ლი­ძე კი ნამ­დვი­ლად ოქ­როა. ამა­ში ცოტა ხან­ში დარ­წმუნ­დე­ბი­ან. სპონ­სო­რებ­მა გული დამ­წყვი­ტეს. ეს ბიჭი ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებ­და მათ­გან ყუ­რა­დღე­ბას. რას ვი­ზამთ, მათ სხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი აქვთ. მე რაც შე­მეძ­ლო, ვა­ნოს და­ვეხ­მა­რე,­ ბო­ლომ­დე მის გვერ­დით ვი­ყა­ვი. "ფე­ის­ბუკ­ში" ვა­ნო­ზე ძა­ლი­ან ბევ­რს წე­რენ, ეს მთა­ვა­რი გა­მარ­ჯვე­ბაა ახალ­გაზ­რდა, სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი ნი­ჭი­ე­რი კა­ცის­თვის. თვით Voice-ს სა­იტ­ზეც ვა­ნოს იმ­დე­ნი "ლა­ი­ქი" და კო­მენ­ტა­რი აქვს, რაც სხვას არა­ვის ჰქო­ნია. ეს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მარ­ჯვე­ბაა.

გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები

"მინდა, გიორგის შეარგონ ეს გამარჯვება"

"მინდა, გიორგის შეარგონ ეს გამარჯვება"

"ფეისბუკში" ვანოზე ძალიან ბევრს წერენ, ეს მთავარი გამარჯვებაა ახალგაზრდა, სოფლიდან ჩამოსული ნიჭიერი კაცისთვის. თვით Voice-ს საიტზეც ვანოს იმდენი "ლაიქი" და კომენტარი აქვს, რაც სხვას არავის ჰქონია. ეს არაოფიციალური გამარჯვებაა...

რამდენიმე დღის წინ Voice-ს ფინალი ჩატარდა, რომელშიც SMS-ებით გამარჯვებული ქეთა თოფურიას გუნდის წარმომადგენელი გიორგი ნადიბაიძე გამოვლინდა­. ამან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მაყურებელში. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ ამ ამბავს. ზოგი ამბობდა, ვანო ტურაბელიძე რომ ვერ გავიდა, უსამართლობაა, საჩუქრადაც საგზურის გარდა ვერაფერი გაიმეტეს მისთვისო?! ვიღაც ამტიცებდა, ზუსტად ვიცი, გიორგი ნადიბაიძის ოჯახს ბინა ბანკში ჩაუდვია წინასწარ, რომ ამ თანხით გიორგისთვის ხმები ეყიდაო... რადგან ქეთა თოფურიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ფინალისტთა დანარჩენ მწვრთნელებს ვკითხეთ, რამდენად კმაყოფილი დარჩნენ Voice-ს­ საბოლოო შედეგით.

ანრი ჯოხაძე: - ყველა ფინალისტი იმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ მე როგორც პროფესიონალი და ამ საქმის ექსპერტიც­, ვამბობ,

ვანო ტურაბელიძე, რომელიც ჩემი გუნდის ფინა­ლისტი იყო, მინიმუმ ერთი თავით მაღლა მაინც იდგა, რადგან ურთულესი­ არია შეასრულა. სხვა კონკურსანტების გულშემატკივარიც და მწვრთნელებიც ფეხზე წამოუდგნენ და ისე უკრავდნენ ტაშს ვანოს. ეს დიდი გამარჯვებაა. თუმცა, ძალიან კარგმა მომღერალმა გაიმარჯვა, პერსპექტიულმა. დარწმუნებული ვარ, გიორგის კარგი კარიერა ელოდება...

ვანოს რჩევა მივეცი, რომ წავიდეს საოპერო განხრით. თუ იტალიაში წავა და იქ მიიღებს უმაღლეს განათლებას, ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს კიდევ ერთი მსოფლიო რანგის ტენორი ეყოლება, აღიარებული და დაფასებული. მას ფენომენალურად ლამაზი ხმა აქვს. დღეს მსოფლიოში კარგი ტენორების გასაჭირია და ვანოს აქვს შანსი, თავისი ხმით მსოფლიო დაიპყროს.

- გული სწყდებოდათ, თითქოს საჩუქრებიც მოკრძალებული მიიღოო...

- მე არ ვწყვეტდი, ვინ რას მიიღებდა საჩუქრად.­ თუმცა, ტელეკომპანია "იმედის" რჩეული გახდა და მოკრძალებული საგზურიც აჩუქეს. სპონსორებს შეეძლოთ ვანოსთვის რაიმე გადაეცათ. მე მათ ვეტყოდი, რაც ბრწყინავს­, ყველაფერი ოქრო არ არის, ვანო ტურაბელიძე კი ნამდვილად ოქროა. ამაში ცოტა ხანში დარწმუნდებიან. სპონსორებმა გული დამწყვიტეს. ეს ბიჭი ნამდვილად იმსახურებდა მათგან ყურადღებას. რას ვიზამთ, მათ სხვა პრიორიტეტები აქვთ. მე რაც შემეძლო, ვანოს დავეხმარე,­ ბოლომდე მის გვერდით ვიყავი. "ფეისბუკში" ვანოზე ძალიან ბევრს წერენ, ეს მთავარი გამარჯვებაა ახალგაზრდა, სოფლიდან ჩამოსული ნიჭიერი კაცისთვის. თვით Voice-ს საიტზეც ვანოს იმდენი "ლაიქი" და კომენტარი აქვს, რაც სხვას არავის ჰქონია. ეს არაოფიციალური გამარჯვებაა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება