პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაუხსნიან თუ არა ვარსკვლავს მედეა ამირანაშვილს? - როგორ ხდება ამ ჯილდოს მინიჭება
გაუხსნიან თუ არა ვარსკვლავს მედეა ამირანაშვილს? - როგორ ხდება ამ ჯილდოს მინიჭება

ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბის­თვის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა იმ თე­ატ­რე­ბის წინ, სა­დაც ისი­ნი წლე­ბის მან­ძილ­ზე მოღ­ვა­წე­ობ­დნენ, დიდი ხნის ტრა­დი­ცი­აა.

თუმ­ცა ყვე­ლას არ უმარ­თლებს, მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლი ოპე­რის ლე­გენ­და - ლი­რი­კუ­ლი სოპ­რა­ნო - 90 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი (თა­ვა­დაც ოპე­რის მომ­ღერ­ლე­ბის შვი­ლი), რო­მელ­მაც ამ სფე­რო­ში ეპო­ქა შექ­მნა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ აქამ­დე არა­ვის გახ­სე­ნე­ბია, რად­გა­ნაც ოპე­რის თე­ატ­რის წინ მხო­ლოდ ორი ვარ­სკვლა­ვია გახ­სნი­ლი - პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძი­სა და ცი­სა­ნა ტა­ტიშ­ვი­ლის. ბოლო დროს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დებ­ზეც" გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი ამ თე­მის გარ­შე­მო.

AMBEBI.GE სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნელს, და­ვით ოქი­ტაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- ვინ წყვეტს ამა თუ იმ მომ­ღერ­ლის­თვის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის სა­კითხს?

- ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყებ: საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ცუდი იყო თუ კარ­გი, ეს სხვა სა­უბ­რის თე­მაა, ფაქ­ტი ერ­თია, - სა­ქარ­თვე­ლო­დან მხო­ლოდ 5 ქალ­ბა­ტონს ჰქონ­და სბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა, მათ შო­რის, ქალ­ბა­ტონ მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვილს.

- და­ნარ­ჩე­ნი ოთხი არ­ტის­ტი ვინ არის?

- ნანი ბრეგ­ვა­ძე, ნინო რა­მიშ­ვი­ლი, ცი­სა­ნა ტა­ტიშ­ვი­ლი და ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე. ეს წო­დე­ბა მა­შინ იმას ნიშ­ნავ­და, რომ აღ­ნიშ­ნულ კავ­შირ­ში შე­მა­ვა­ლი 15-ივე რეს­პუბ­ლი­კა, ამ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ან­თი დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტე­ბად აღი­ა­რებ­და.

ოპე­რის მუ­ზე­უმ­ში ამი­რა­ნაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ნივ­თე­ბი ინა­ხე­ბა, იცით, რომ მისი მა­მაც პეტ­რე ამი­რა­ნაშ­ვი­ლი, ოპე­რის ვარ­სკვლა­ვი იყო, სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი იყო დე­დაც. მოკ­ლედ, ოჯახს ამ სფე­რო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი წვლი­ლი მი­უ­ძღვის, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ვერ ვხდე­ბი ოპე­რის თე­ატ­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რა ხდე­ბა, ვერ გა­ვი­გე. მჯე­რა, რომ ბა­ტო­ნი დათო კინ­წუ­რაშ­ვი­ლი (ოპე­რის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი) ბო­ლოს­და­ბო­ლოს მოგ­ვმარ­თავს წე­რი­ლით, რომ ქალ­ბა­ტო­ნი მე­დე­ას ვარ­სკვლა­ვი ოპე­რის თე­ატ­რის წინ გავ­ხსნათ. ამის მერე კულ­ტუ­რის პა­ლა­ტა მზად იქ­ნე­ბა, თა­ვის თავ­ზე აი­ღოს ვარ­სკვლა­ვის დამ­ზა­დე­ბა.

მინ­და, მო­სახ­ლე­ო­ბას, მკით­ველს თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით ავუხ­სნა, თუ რა პო­ცე­დუ­რას­თან გვაქვს საქ­მე: თუ მე არ მომ­მარ­თა ამა თუ იმ თეტრმა, თუ და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ, რომ­ლის შე­ნო­ბის წი­ნაც უნდა გა­იხ­სნას ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის ვარ­სკვლა­ვი, მა­ნამ­დე ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის უფ­ლე­ბა არ გვაქვს.

მას შემ­დეგ, რაც ოპე­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან ჩვენ­თან წე­რი­ლი შე­მო­ვა, რომ მზად არი­ან, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნას, გარ­წმუ­ნებთ, ამას ჩვე­ნი­ვე ფი­ნან­სე­ბით, უზ­რუნ­ველ­ვყოფთ მი­ნი­მა­ლურ ვა­დებ­ში.

- რამ­დე­ნი დრო სჭირ­დე­ბა სა­ერ­თოდ ვარ­სკვლა­ვის დამ­ზა­დე­ბას?

- სა­დღაც 10 დღე, მაგ­რამ ჩვე­ნე­ბი ღა­მე­ებ­საც გა­ა­თე­ნე­ბენ და დრო­ზე ადრე დამ­ზა­დე­ბენ, მთა­ვა­რი ნე­ბარ­თვაა, მაგ­რამ თუ ეს სა­ბუ­თი, წე­რი­ლი არ მექ­ნა, უფ­ლე­ბა არ მაქვს ვი­მოქ­მე­დო.

ეს თემა ვა­ტყობ, რომ დღეს ბევ­რს აღელ­ვებს და სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც გახ­და გან­სჯის სა­გა­ნი. ზუს­ტად ამან მო­ი­ტა­ნა სწო­რედ ის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტამ ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, ქარ­თველ ამაგ­დარ ხე­ლო­ვა­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმს მო­უ­წყობს.

- ეს რას ნიშ­ნავს?

- ისე­თი ღვაწლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან მა­გა­ლი­თად, მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი, ელ­დერ შენ­გე­ლა­ია, მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი და ბევ­რი სხვა, ვინც ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში ეპო­ქა შექ­მნა, ცოტა ხან­ში შევ­კრებთ. ისი­ნი დას­ხდე­ბი­ან და ილა­პა­რა­კე­ბენ უამ­რავ სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბელ სა­კი­თხზე. თუ ევ­რო­პის­კენ ვი­წევთ და ამის პერ­სპექ­ტი­ვაც გვაქვს, უპირ­ვე­ლე­სად კულ­ტუ­რა უნდა იყოს სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე და მან უნდა შეძ­ლოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა. მოკ­ლედ, თე­მე­ბი დაგ­როვ­და.

AMBEBI.GE

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გაუხსნიან თუ არა ვარსკვლავს მედეა ამირანაშვილს? - როგორ ხდება ამ ჯილდოს მინიჭება

გაუხსნიან თუ არა ვარსკვლავს მედეა ამირანაშვილს? - როგორ ხდება ამ ჯილდოს მინიჭება

ქართული კულტურის დამსახურებული მოღვაწეებისთვის ვარსკვლავის გახსნა იმ თეატრების წინ, სადაც ისინი წლების მანძილზე მოღვაწეობდნენ, დიდი ხნის ტრადიციაა.

თუმცა ყველას არ უმართლებს, მაგალითად, ქართული ოპერის ლეგენდა - ლირიკული სოპრანო - 90 წელს მიტანებული მედეა ამირანაშვილი (თავადაც ოპერის მომღერლების შვილი), რომელმაც ამ სფეროში ეპოქა შექმნა, შეიძლება ითქვას, რომ აქამდე არავის გახსენებია, რადგანაც ოპერის თეატრის წინ მხოლოდ ორი ვარსკვლავია გახსნილი - პაატა ბურჭულაძისა და ცისანა ტატიშვილის. ბოლო დროს ცნობილი ადამიანების ''ფეისბუქგვერდებზეც'' გაჩნდა კითხვები ამ თემის გარშემო.  

AMBEBI.GE საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელს, დავით ოქიტაშვილს დაუკავშირდა.

- ვინ წყვეტს ამა თუ იმ მომღერლისთვის ვარსკვლავის გახსნის საკითხს?

- ცოტა შორიდან დავიწყებ: საბჭოთა კავშირი ცუდი იყო თუ კარგი, ეს სხვა საუბრის თემაა, ფაქტი ერთია, - საქართველოდან მხოლოდ 5 ქალბატონს ჰქონდა სბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება, მათ შორის, ქალბატონ მედეა ამირანაშვილს.

- დანარჩენი ოთხი არტისტი ვინ არის?

- ნანი ბრეგვაძე, ნინო რამიშვილი, ცისანა ტატიშვილი და ვერიკო ანჯაფარიძე. ეს წოდება მაშინ იმას ნიშნავდა, რომ აღნიშნულ კავშირში შემავალი 15-ივე რესპუბლიკა, ამ ადამიანებს თავიანთი დამსახურებისთვის სახალხო არტისტებად აღიარებდა.

ოპერის მუზეუმში ამირანაშვილების ოჯახის ნივთები ინახება, იცით, რომ მისი მამაც პეტრე ამირანაშვილი, ოპერის ვარსკვლავი იყო, საოპერო მომღერალი იყო დედაც. მოკლედ, ოჯახს ამ სფეროში სერიოზული წვლილი მიუძღვის, მაგრამ საბოლოოდ, ვერ ვხდები ოპერის თეატრის დამოკიდებულებას, რა ხდება, ვერ გავიგე. მჯერა, რომ ბატონი დათო კინწურაშვილი (ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი) ბოლოსდაბოლოს მოგვმართავს წერილით, რომ ქალბატონი მედეას ვარსკვლავი ოპერის თეატრის წინ გავხსნათ. ამის მერე კულტურის პალატა მზად იქნება, თავის თავზე აიღოს ვარსკვლავის დამზადება.

მინდა, მოსახლეობას, მკითველს თქვენი საშუალებით ავუხსნა, თუ რა პოცედურასთან გვაქვს საქმე: თუ მე არ მომმართა ამა თუ იმ თეტრმა, თუ დაწესებულებამ, რომლის შენობის წინაც უნდა გაიხსნას ამა თუ იმ პიროვნების ვარსკვლავი, მანამდე ვარსკვლავის გახსნის უფლება არ გვაქვს.

მას შემდეგ, რაც ოპერის ხელმძღვანელობიდან ჩვენთან წერილი შემოვა, რომ მზად არიან, მიმდებარე ტერიტორიაზე მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი გაიხსნას, გარწმუნებთ, ამას ჩვენივე ფინანსებით, უზრუნველვყოფთ მინიმალურ ვადებში.

- რამდენი დრო სჭირდება საერთოდ ვარსკვლავის დამზადებას?

- სადღაც 10 დღე, მაგრამ ჩვენები ღამეებსაც გაათენებენ და დროზე ადრე დამზადებენ, მთავარი ნებართვაა, მაგრამ თუ ეს საბუთი, წერილი არ მექნა, უფლება არ მაქვს ვიმოქმედო.

ეს თემა ვატყობ, რომ დღეს ბევრს აღელვებს და სამართლიანადაც გახდა განსჯის საგანი. ზუსტად ამან მოიტანა სწორედ ის ინიციატივა, რომელსაც საქართველოს კულტურის პალატამ ჩაუყარა საფუძველი, ქართველ ამაგდარ ხელოვანებს საერთაშორისო ფორუმს მოუწყობს.

- ეს რას ნიშნავს?

- ისეთი ღვაწლმოსილი ადამიანები, როგორებიც არიან მაგალითად, მედეა ამირანაშვილი, ელდერ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი და ბევრი სხვა, ვინც  ქართულ კულტურაში ეპოქა შექმნა, ცოტა ხანში შევკრებთ. ისინი დასხდებიან და ილაპარაკებენ უამრავ საჭირო და აუცილებელ საკითხზე. თუ ევროპისკენ ვიწევთ და ამის პერსპექტივაც გვაქვს, უპირველესად კულტურა უნდა იყოს სათანადო დონეზე და მან უნდა შეძლოს ამ მიმართულებით ბევრი რამის გაკეთება. მოკლედ, თემები დაგროვდა.

AMBEBI.GE

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია