"შეიხი" არაბულ ენაზე ნიშნავს დიდგვაროვან მამაკაცს, რომელსაც უზარმაზარი ქონება გააჩნია და მორწმუნეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თუმცა, შესაძლებელია მათ ცოლებსა და შვილებსაც გააჩნდეთ ეს საპატიო წოდება.
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ნავთობის დიდი მარაგის გამო, რეგიონის ზოგიერთი შეიხი მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად ითვლება. გთავაზობთ ყველაზე მდიდარი შეიხების სიას:
შეიხი ჰალიფა ბენ ზაიდ ალ ნაჰაიანი, 18 მილიარდი დოლარი
ექსპერტების შეფასებით, შეიხ ჰალიფას პირადი კაპიტალი 18 მილიარდ დოლარია, თუმცა ალ ნაჰაიანების ოჯახის მთლიანი ქონება 150 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. შეიხი ჰალიფა აბუ-დაბის ამჟამინდელი ამირი და გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი გახლავთ. მან პოსტი ოფიციალურად 2004 წელს დაიკავა, თუმცა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულება მამის ჯანმრთელობის გაუარესების გამო 1990 წლიდან უწევდა. მსოფლიოში უდიდესი ნაგებობა - ბურჯ-ჰალიფა სწორედ მისი სახელობისაა.
შეიხი მუჰამედ ჰუსეინ ალი ალ ამუდი, 14,3 მილიარდი დოლარი
შეიხი მუჰამედ ჰუსეინ ალი ალ ამუდი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში 63-ე ადგილზეა, საუდის არაბეთში კი ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. იგი ორ ქვეყანაში - საუდის არაბეთსა და ეთიოპიაში ცხოვრობს. ნავთობით გამდიდრებულ შეიხ მუჰამედს წოდება დიდი ქონებისა და მიღწევების გამო ერგო, იგი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი არ გახლავთ.
შეიხი მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი, 4,9 მილიარდი დოლარი
შეიხი მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის მოადგილე და ქვეყნის პრეზიდენტის ნახევარძმა გახლავთ. შეიხი სპორტული კომპანია ალ-ჯაზირას ხელმძღვანელია, რომელიც აბუ-დაბიში საფეხბურთო, საკალათბურთო და ხელბურთის გუნდებს ფლობს. იგი აგრეთვე ინგლისური საფეხბურთო კლუბის "მანჩესტერ სიტის" მფლობელია.