Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები

მანანა კობახიძე ალეკო ელისაშვილს უჩივლებს

მანანა კობახიძე ალეკო ელისაშვილს უჩივლებს

ჟურნალისტ ელისო კილაძის შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ცილისწამებისთვის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილსაც უჩივლებს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ადვოკატი ამ საკითხზე უკვე მუშაობს.

"ვგეგმავთ ბატონი ალეკოს მიმართაც სარჩელის შეტანას. ადვოკატი მუშაობს. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ საიმისოდ, რომ ცილისმწამებლებს პასუხი გავცეთ. სარჩელი აუცილებლად შევა, უბრალოდ ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის, ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. მე დროს არ დავკარგავ, ამას უშუალოდ ადვოკატი მიხედავს", - განაცხადა კობახიძემ.

მანანა კობახიძემ პატიმართა შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ცილისწამებისთვის გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორს, ელისო კილაძეს უჩივლა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ