საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები
რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები

ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის სიმ­ცი­რეს ნამ­დვი­ლად არ უჩი­ვის. ზოგი პო­ლი­ტი­კა­ში ბიზ­ნე­სი­დან მო­ვი­და, ზოგი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­დან, ზო­გიც მე­დი­ი­დან. მათი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა ბევ­რის­თვის უც­ნო­ბია, რა ქო­ნე­ბას ფლო­ბენ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი.

მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის სა­ხელ­ზე თბი­ლის­ში ორი ბინა არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი - 95 კვმ-იანი ბინა აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე და 180 კვმ ბერ­ბუ­კის ქუ­ჩა­ზე. დე­პუ­ტატს "ქარ­თუ ბან­კის" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 2 366 ლარი აქვს, ხოლო ხელ­ფა­სის სა­ხით ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 76 845 ლარი მი­უ­ღია. 2013 წელს დე­პუ­ტატ­მა ბინა იყი­და, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 130 000 ლარი შე­ად­გი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა მისი მე­უღ­ლის ქო­ნე­ბას, ზაზა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა HONDA ჩღV -ს მფლო­ბე­ლია, ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით 25 000 ლარს ფლობს და შპს "ქარ­თულ ბრო­ი­ლერ­ში" მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის პოსტზე მუ­შა­ო­ბის­თვის, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 24 765 ლარი მი­უ­ღია.

თინა ხი­და­შე­ლი

თინა ხი­და­შელ­მა დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2015 წლის 5 იან­ვარს შე­ავ­სო. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ორი ბინა თბი­ლის­ში, ფა­ნას­კერ­ტელ­ზე. მისი მე­უღ­ლის, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეა ავ­ტო­მო­ბი­ლი Lეხუს ღX330. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი­სა და მისი მე­უღ­ლის, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სხვა­დას­ხვა სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე ჯამ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 134 ათა­სი ლარი, 15 ათა­სი ევრო და 50 ათა­სი დო­ლა­რია. ხი­და­შე­ლი-უსუ­ფაშ­ვი­ლის წყვილს ნაღ­დი ფუ­ლიც აქვს - 5 ათა­სი ლარი თი­ნას და 8 ათა­სი ლარი ბა­ტონ და­ვითს. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბი­დან ხი­და­შე­ლის ერთი წლის შე­მო­სა­ვალ­მა 55 989 ლარი შე­ად­გი­ნა, მის­მა მე­უღ­ლემ კი ხელ­ფა­სის სა­ხით ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 79 083 ლარი მი­ი­ღო.

ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი­სა და დე­პუ­ტა­ტის, ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: 56 კვმ ფარ­თო­ბის ბინა თბი­ლის­ში და ბინა ბა­თუმ­ში, ხიმ­ში­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. ჯამ­ში ირმა ნა­დი­რაშ­ვილს და მის მე­უღ­ლეს 4 სახ­ლი აქვთ, მათ შო­რის აგა­რა­კე­ბი შინ­დის­ში. დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ 2014 წელს მის­მა სა­ხელ­ფა­სო შე­მო­სა­ვალ­მა 60 285 ლარი შე­ად­გი­ნა, ხოლო მისი მე­უღ­ლის შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც მან ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლად მუ­შა­ო­ბი­სას მი­ი­ღო, 44 680 ლა­რია. დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას ნა­დი­რაშ­ვილს "თი­ბი­სი ბან­კში" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 1 959 ლარი აქვს, მის მე­უღ­ლეს კი ანა­ბარ­ზე 31 000 დო­ლა­რი.

ანი მი­რო­ტა­ძე

უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ანი მი­რო­ტა­ძე დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით უძ­რავ ქო­ნე­ბას არ ფლობს. მის სა­კუთ­რე­ბას წარ­მო­ად­გენს მხო­ლოდ 1997 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი MIთშUBIშHI PAჟEღO, ჟQQ-00, გა­მოშ­ვე­ბის წელი 1997I. დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში"" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე მი­რო­ტა­ძეს 258 ლარი ჰქონ­და, ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხა კი 5 785 ლარი. პარ­ლა­მენ­ტში გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის მი­რო­ტა­ძეს 62 597 ლარი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

ირმა ინაშ­ვი­ლი

ბოლო 2-3 წე­ლია, რაც მე­დი­ა­კავ­შირ "ობი­ექ­ტი­ვის" ხელ­მძღვა­ნე­ლი და "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი სა­გა­რე­ჯო­ში, ირმა ინაშ­ვი­ლი დაც­ვით და­დის. წარ­სულ­ში ჟურ­ნა­ლის­ტის, ამ­ჟა­მად კი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლის გან­მარ­ტე­ბით, დაც­ვა მას "ობი­ექ­ტი­ვის" გამ­გე­ო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ე­ნიშ­ნა, მას შემ­დეგ, რაც ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბი გავ­რცელ­და. ამ­ბობ­დნენ, რომ ამ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის მან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან სო­ლი­დუ­რი გა­სამ­რჯე­ლოც მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინაშ­ვილ­მა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით უპა­სუ­ხა: "ჩემი მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რია. წლე­ბის მან­ძილ­ზე უმუ­შე­ვა­რი იყო. ცოტა ხნით კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და. ახლა კვლავ არ მუ­შა­ობს. ან­გა­რიშ­ზე ამ ეტაპ­ზე 600 ლარი მი­დევს. რამ­დე­ნი­მე თვეა, ხელ­ფა­სი და­მე­ნიშ­ნა, რად­გან პარ­ტი­ის გენმდი­ვა­ნი ვარ. ხელ­ზე 650 ლარს ვი­ღებ. ყო­ველ­თვი­უ­რად 100 ლარს ვწი­რავ სო­ლი­და­რო­ბის ფონდს. ვფლობ ბა­ზა­ლეთ­ზე მა­მა­ჩე­მის და­ტო­ვე­ბულ მი­წის ნაკ­ვეთს და ორო­თა­ხი­ან ბი­ნას ბორ­ჯომ­ში. კრე­დი­ტით მაქვს გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ზ­ქუ­რა..."

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები

რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები

ქართული პოლიტიკური სპექტრი ქალბატონების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. ზოგი პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა, ზოგი არასამთავრობო სექტორიდან, ზოგიც მედიიდან. მათი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა ბევრისთვის უცნობია, რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები.

მანანა კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მანანა კობახიძის სახელზე თბილისში ორი ბინა არის რეგისტრირებული - 95 კვმ-იანი ბინა აბაშიძის ქუჩაზე და 180 კვმ ბერბუკის ქუჩაზე. დეპუტატს "ქართუ ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 2 366 ლარი აქვს, ხოლო ხელფასის სახით ერთი წლის განმავლობაში 76 845 ლარი მიუღია. 2013 წელს დეპუტატმა ბინა იყიდა, რომლის ღირებულებამ 130 000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მისი მეუღლის ქონებას, ზაზა გოგიჩაიშვილი მსუბუქი ავტომანქანა HONDA ჩღV -ს მფლობელია, ნაღდი ფულის სახით 25 000 ლარს ფლობს და შპს "ქართულ ბროილერში" მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობისთვის, ერთი წლის განმავლობაში 24 765 ლარი მიუღია.

თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელმა დეკლარაცია ბოლოს 2015 წლის 5 იანვარს შეავსო. მის საკუთრებაშია ორი ბინა თბილისში, ფანასკერტელზე. მისი მეუღლის, დავით უსუფაშვილის სახელზეა ავტომობილი Lეხუს ღX330. თავდაცვის მინისტრისა და მისი მეუღლის, პარლამენტის თავმჯდომარის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, დაახლოებით 134 ათასი ლარი, 15 ათასი ევრო და 50 ათასი დოლარია. ხიდაშელი-უსუფაშვილის წყვილს ნაღდი ფულიც აქვს - 5 ათასი ლარი თინას და 8 ათასი ლარი ბატონ დავითს. პარლამენტის წევრობიდან ხიდაშელის ერთი წლის შემოსავალმა 55 989 ლარი შეადგინა, მისმა მეუღლემ კი ხელფასის სახით ერთი წლის განმავლობაში 79 083 ლარი მიიღო.

ირმა ნადირაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის ქონება კი ასე გამოიყურება: 56 კვმ ფართობის ბინა თბილისში და ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე. ჯამში ირმა ნადირაშვილს და მის მეუღლეს 4 სახლი აქვთ, მათ შორის აგარაკები შინდისში. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2014 წელს მისმა სახელფასო შემოსავალმა 60 285 ლარი შეადგინა, ხოლო მისი მეუღლის შემოსავალი, რომელიც მან ჩუღურეთის რაიონის გამგებლად მუშაობისას მიიღო, 44 680 ლარია. დეკლარაციის შევსებისას ნადირაშვილს "თიბისი ბანკში" სახელფასო ანგარიშზე 1 959 ლარი აქვს, მის მეუღლეს კი ანაბარზე 31 000 დოლარი.

ანი მიროტაძე

უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე დეკლარაციის მიხედვით უძრავ ქონებას არ ფლობს. მის საკუთრებას წარმოადგენს მხოლოდ 1997 წელს გამოშვებული ავტომობილი MIთშUBIშHI PAჟEღO, ჟQQ-00, გამოშვების წელი 1997I. დეკლარაციის შევსებისას "საქართველოს ბანკში"" სახელფასო ანგარიშზე მიროტაძეს 258 ლარი ჰქონდა, ნაღდი ფულადი თანხა კი 5 785 ლარი. პარლამენტში გაწეული სამუშაოსთვის მიროტაძეს 62 597 ლარი აქვს მიღებული.

ირმა ინაშვილი

ბოლო 2-3 წელია, რაც მედიაკავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საგარეჯოში, ირმა ინაშვილი დაცვით დადის. წარსულში ჟურნალისტის, ამჟამად კი პოლიტიკოსი ქალის განმარტებით, დაცვა მას "ობიექტივის" გამგეობის გადაწყვეტილებით დაენიშნა, მას შემდეგ, რაც ციხის სკანდალური კადრები გავრცელდა. ამბობდნენ, რომ ამ კადრების გავრცელებისთვის მან ბიძინა ივანიშვილისგან სოლიდური გასამრჯელოც მიიღო. მოგვიანებით ინაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით უპასუხა: "ჩემი მეუღლე პროფესიით მხატვარია. წლების მანძილზე უმუშევარი იყო. ცოტა ხნით კერძო ტელევიზიაში მუშაობდა. ახლა კვლავ არ მუშაობს. ანგარიშზე ამ ეტაპზე 600 ლარი მიდევს. რამდენიმე თვეა, ხელფასი დამენიშნა, რადგან პარტიის გენმდივანი ვარ. ხელზე 650 ლარს ვიღებ. ყოველთვიურად 100 ლარს ვწირავ სოლიდარობის ფონდს. ვფლობ ბაზალეთზე მამაჩემის დატოვებულ მიწის ნაკვეთს და ოროთახიან ბინას ბორჯომში. კრედიტით მაქვს გამოტანილი გაზქურა..."

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."