საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აქცია ზურგი ივანიშვილმა ღარიბაშვილს
რატომ აქცია ზურგი ივანიშვილმა ღარიბაშვილს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ისე გა­დად­გა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ინ­ფორ­მა­ცი­ის სრუ­ლად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბაც ვერ მო­ას­წრო. სი­ტყვის და­სას­რულს მან მად­ლო­ბა ოჯახს, მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებს გა­და­უ­ხა­და, თუმ­ცა არ გახ­სე­ნე­ბია ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რომ­ლის მემ­კვიდ­რე­დაც ის 2013 წელს და­სა­ხელ­და და რომ­ლის­თვი­საც სა­მად­ლო­ბელ სი­ტყვებს არას­დროს იშუ­რებ­და. ერთი შე­ხედ­ვით, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ცდი­ლობ­და მშვი­დად ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა მისი პა­თო­სი და ისიც, რომ მხო­ლოდ კა­მე­რე­ბის წინ მო­ი­სურ­ვა გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა, პირ­და­პირ მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ მთლად თა­ვი­სი ნე­ბით არ მი­უ­ღია ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

რა­ტომ გა­დად­გა ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი? ეს არის მთა­ვა­რი კი­თხვა, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად აინ­ტე­რე­სებს.

ექ­სპერტ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამის მი­ზე­ზი მო­მა­ვა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მმარ­თველ­მა კო­ა­ლი­ცი­ამ აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ხა­ლი­სე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით უნდა მი­ი­ღოს. გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პარ­ტია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ფიქ­ტი­უ­რად კი არა, ფაქ­ტობ­რი­ვად ჩა­უდ­გე­ბო­და სა­თა­ვე­ში და კო­ა­ლი­ცი­ის სა­არჩვე­ნო სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი იქ­ნე­ბო­და და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ამი­ტომ იყო მი­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს რომ ასე იყოს, ალ­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ორი­ო­დე სი­ტყვით ამას რო­გორ­მე ახ­სე­ნებ­და. ჩვე­ნი ერთ-ერთი წყა­როს მტკი­ცე­ბით კი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აქამ­დეც რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­პი­რა წას­ვლა, მათ შო­რის და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წი­ნან­დე­ლი ე.წ. ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი-ჩხენ­კე­ლე­ბის სკან­და­ლი­სას, თუმ­ცა მა­შინ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შე­გირ­დი მხო­ლოდ მკაც­რად გა­აფრ­თხი­ლა და წას­ვლის უფ­ლე­ბა არ მის­ცა.

ჩვე­ნი­ვე წყა­როს მტკი­ცე­ბით, პრე­მი­ე­რო­ბი­დან წას­ვლას ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მას მე­რეც ფიქ­რობ­და, თუმ­ცა არამც და არამც ახლა. ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი კი გახ­და მისი და იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მდივ­ნის ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის შეხ­ვედ­რა. რო­გორც კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბო­ბენ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტი გა­დად­გო­მამ­დე ორი დღით ადრე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს შეხ­ვდა. შე­გახ­სე­ნებთ, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი­სა და სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის მო­სა­მარ­თლე, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ ცოტა ხნის წინ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ მას უვა­დო მო­სა­მარ­თლედ და­ნიშ­ვნა სურს. მუ­რუ­სი­ძის სურ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­დევ ერთხელ გა­ამ­ძაფ­რა გან­ცდა, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზე სა­უ­ბა­რი აბ­სო­ლუ­ტურ ილუ­ზი­ად იქცა. ამ­ბო­ბენ, რომ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბით შეხ­ვდა - მან პრე­მი­ერს სა­სა­მარ­თლო­ში მის გა­რე­მოც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვე­ბი შე­ახ­სე­ნა და იმა­საც და­პირ­და, თუ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და­ნიშ­ვნის გა­რან­ტი­ას მი­ი­ღებ­და, მო­სა­მარ­თლე­ებ­თან "ტენ­დერე­ბის საქ­მე­ებ­ზე" პრე­მი­ე­რის ახ­ლობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­ჩე­ნი არ დად­გე­ბო­და. კუ­ლუ­ა­რებ­ში იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლამ­დე იმ დღეს­ვე მი­ვი­და, რო­მელ­მაც კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მე­ო­რე დღეს მი­ი­ღო.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დაბ­ნე­უ­ლო­ბაც ამით აიხ­სნე­ბა - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მა სწო­რედ ერთი დღის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­წყდა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

რუ­სუ­დან შე­ლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რატომ აქცია ზურგი ივანიშვილმა ღარიბაშვილს

რატომ აქცია ზურგი ივანიშვილმა ღარიბაშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან ისე გადადგა, საზოგადოებამ ინფორმაციის სრულად გაცნობიერებაც ვერ მოასწრო. სიტყვის დასასრულს მან მადლობა ოჯახს, მეუღლესა და შვილებს გადაუხადა, თუმცა არ გახსენებია ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მემკვიდრედაც ის 2013 წელს დასახელდა და რომლისთვისაც სამადლობელ სიტყვებს არასდროს იშურებდა. ერთი შეხედვით, ღარიბაშვილი ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო, თუმცა მისი პათოსი და ისიც, რომ მხოლოდ კამერების წინ მოისურვა გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთება, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მთლად თავისი ნებით არ მიუღია ეს გადაწყვეტილება.

რატომ გადადგა ასე მოულოდნელად ირაკლი ღარიბაშვილი? ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს.

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ამის მიზეზი მომავალი საპარლამენტო არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობა მმართველმა კოალიციამ აუცილებლად გადახალისებული შემადგენლობით უნდა მიიღოს. გადადგომის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის პირველივე წუთებიდან დაიწყო ლაპარაკი, რომ ღარიბაშვილი პარტია "ქართულ ოცნებას" ფიქტიურად კი არა, ფაქტობრივად ჩაუდგებოდა სათავეში და კოალიციის საარჩვენო სიის პირველი ნომერი იქნებოდა და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ იყო მიღებული, თუმცა ეს რომ ასე იყოს, ალბათ სპეციალურად გაკეთებულ განცხადებაში ღარიბაშვილი ორიოდე სიტყვით ამას როგორმე ახსენებდა. ჩვენი ერთ-ერთი წყაროს მტკიცებით კი ღარიბაშვილმა აქამდეც რამდენჯერმე დააპირა წასვლა, მათ შორის დაახლოებით ერთი წლის წინანდელი ე.წ. ჯანყარაშვილი-ჩხენკელების სკანდალისას, თუმცა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა შეგირდი მხოლოდ მკაცრად გააფრთხილა და წასვლის უფლება არ მისცა.

ჩვენივე წყაროს მტკიცებით, პრემიერობიდან წასვლას ღარიბაშვილი მას მერეც ფიქრობდა, თუმცა არამც და არამც ახლა. ყველაფრის მიზეზი კი გახდა მისი და იუსტიციის საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის შეხვედრა. როგორც კულუარებში ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი გადადგომამდე ორი დღით ადრე ლევან მურუსიძეს შეხვდა. შეგახსენებთ, წინა ხელისუფლების დროს, სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის გახმაურებული საქმეების მოსამართლე, ლევან მურუსიძემ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომ მას უვადო მოსამართლედ დანიშვნა სურს. მურუსიძის სურვილმა საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გაამძაფრა განცდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი აბსოლუტურ ილუზიად იქცა. ამბობენ, რომ ლევან მურუსიძე ირაკლი ღარიბაშვილს კონკრეტული წინადადებით შეხვდა - მან პრემიერს სასამართლოში მის გარემოცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საქმეების განხილვები შეახსენა და იმასაც დაპირდა, თუ სააპელაციო სასამართლოში დანიშვნის გარანტიას მიიღებდა, მოსამართლეებთან "ტენდერების საქმეებზე" პრემიერის ახლობლების წინააღმდეგ განაჩენი არ დადგებოდა. კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ლევან მურუსიძის მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილამდე იმ დღესვე მივიდა, რომელმაც კონკრეტული გადაწყვეტილებაც მეორე დღეს მიიღო.

სავარაუდოდ, ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელობის დაბნეულობაც ამით აიხსნება - ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა სწორედ ერთი დღის წინ მოულოდნელად გადაწყდა განაგრძეთ კითხვა "კვირის პალიტრის" საიტზე

რუსუდან შელია

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."