"ამას როგორ ვაცოცხლებ, ძმა და ძმისშვილი მომიკლაა! საკუთარი ხელით გამოვჭრიი ყელს" - ფერაძის ქუჩაზე მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა "ფეისბუქის" გვერდზე რძალს, მაგდა პაპიძეს ემუქრება. მალხაზ ქაფიაშვილი დაღუპულის უმცროსი ძმაა. ქაფიაშვილებს დედა ჰყავთ, რომელიც იმავე სახლში ცხოვრობს, სადაც 20 დეკემბერს გამთენიისას ტრაგედია დატრიალდა.
მალხაზ ქაფიაშვილი დაღუპულ ძმისშვილთან ბოლო საუბარსაც იხსენებს: "როცა თოკოს სკაიპში ველაპარაკებოდი, მეუბნებოდა, ძია მალე ჩამოდიოო, ჰალკი წამომიღეო და სპაიდერმენიოო".
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 22 დეკემბერს შეუფარდა. როგორც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას მან გაითვალისწინა ბრალდების მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დასაბუთებულ ვარაუდს იძლევა, რომ ბრალდებულის მიერ შესაძლოა ჩადენილ იქნეს დანაშაული. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო. შემდეგი სასამართლო სხდომა 2016 წლის 10 თებერვალს, 12.00 საათზე ჩატარდება.
ასევე წაიკითხეთ:
"ყველანი ვართ ცოცხალი, მოსიარულე მკვდრები" - მაგდა პაპიძის და ტრაგედიის შესახებ წერს
პროკურატურის მტკიცებით, არსებობს ვიდეო, თუ როგორ ყრის მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს