მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარჯვენასაჭიანი მანქანები უკვე გაძვირდა
მარჯვენასაჭიანი მანქანები უკვე გაძვირდა

მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის აკ­რძალ­ვამ ფას­ზეც იმოქ­მე­და. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ კა­ტე­გო­რი­ის მან­ქა­ნე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად 10-15%-ით გაძ­ვირ­და, რა­დან მო­თხოვ­ნამ ერ­თბა­შად მო­ი­მა­ტა. მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფიქ­რობს, მარ­ტამ­დე მო­ას­წროს ყიდ­ვა. უკვე შეკ­ვე­თი­ლი პარ­ტი­ის ჩა­მოს­ვლას იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი თე­ბერ­ვალ­ში ელო­დე­ბი­ან. ისი­ნი ამ­ბობნ, რომ მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ან მან­ქა­ნებს ერთ-ორ თვე­ში მეტი მო­გე­ბით გა­ყი­დი­ან. იმ­პორ­ტი­ორ­თა ვა­რა­უ­დით, მარ­ტის შემ­დეგ მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბიც გაძ­ვირ­დე­ბა, რად­გან მხო­ლო მათ­ზე იქ­ნე­ბა მო­თხოვ­ნა, თუმ­ცა ტენ­დენ­ცია დიდ­ხანს არ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და ფა­სიც ნელ-ნელა და­რე­გუ­ლირ­დე­ბა.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, დი­ლე­რე­ბის ნა­წი­ლი მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ აკ­რძალ­ვას და­დე­ბი­თად აფა­სებს. ის სეგ­მენ­ტი კი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ასე­თი მან­ქა­ნე­ბის შე­მოყ­ვა­ნით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, აშ­კა­რად უკ­მა­ყო­ფი­ლოა. ავ­ტო­იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ამით სა­ქარ­თვე­ლო­ში იაფი მან­ქა­ნე­ბის ხა­ნაც დას­რულ­დეს. ასე ფიქ­რობს ლე­ვან ვე­შა­პუ­რი, რომ­ლის თქმი­თაც, აკ­რძალ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ ფას­ში, მხო­ლოდ ძვე­ლი გა­მოშ­ვე­ბის მან­ქა­ნის რე­ა­ლი­ზა­ცია მო­უ­წევთ. მისი ვა­რუ­დით, 2000 წელს ზე­მოთ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი­ან ახა­ლი ან­ქა­ნე­ბის ფასი მი­ნი­მუმ 20%-ით მო­ი­მა­ტებს.

"შეკ­ვე­თილ პარ­ტი­ას რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვე­ლო­დე­ბი. იმ­პორ­ტი ბო­ლოს 2 თვის წინ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ბევ­რი მან­ქა­ნა არ ჩა­მო­მიყ­ვა­ნია, მაგ­რამ გა­ყიდ­ვა გა­მი­ჭირ­და. ახლა მეტი შეკ­ვე­თა მაქვს, რად­გან კლი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა ცდი­ლობს, მო­ას­წროს ყიდ­ვა. მე კი სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ვა, მეტი მო­გე­ბა დამ­რჩეს. წინა პარ­ტი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­დღაც 10-15%-ით ძვი­რად გავ­ყი­დი. ამის შემ­დეგ ახა­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად უნდა ვი­მოქ­მე­დო, თუმ­ცა ეს ჩემ­თვის ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, სა­ერ­თო­დაც შე­ვეშ­ვა ამ ბიზ­ნესს, მაგ­რამ მა­ნამ­დე ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო. ვფიქ­რობ, მარ­ტი­დან მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნებ­საც გა­აძ­ვი­რე­ბენ და ტენ­დენ­ცია გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა", - ამ­ბობს ავ­ტო­დი­ლე­რი.

რუს­თა­ვის ბაზ­რო­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე ლადო გერ­სა­მია ამ­ბობს, რომ იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის­თვის ახალ სტან­დარტზე გა­დას­ვლა რთუ­ლი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ფასს, უახ­ლო­ეს რამ­დე­ნი­მე თვე­ში ბა­ზარ­ზე რყე­ვაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რად­გან ცვლი­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ხე­ბა.

"მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის გა­ყიდ­ვას ხელს უწყობ­და ფასი, სი­ი­ა­ფის გამო კლი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა ასეთ მან­ქა­ნას უკ­ვე­თავ­და. გარ­და ამი­სა, იგი უფრო ეკო­ნო­მი­უ­რი­ცაა და უპი­რა­ტე­სო­ბა ამ მხრი­ვაც აქვს. ვი­საც მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის ყიდ­ვა უნ­დო­და, ამ პრო­ცესს და­აჩ­ქა­რებს კი­დეც, რომ ვა­და­ში ჩა­ე­ტი­ოს. ალ­ბათ ცო­ტას იზა­რა­ლებს ფას­ში. ახლა გა­ცი­ლე­ბით მე­ტის გა­დახ­და მო­უ­წევს. სხვა­ო­ბა უკვე 10-15%-ის ფარ­გლებ­შია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

მარჯვენასაჭიანი მანქანები უკვე გაძვირდა

მარჯვენასაჭიანი მანქანები უკვე გაძვირდა

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვამ ფასზეც იმოქმედა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმპორტიორების ინფორმაციით, ამ კატეგორიის მანქანები მოულოდნელად 10-15%-ით გაძვირდა, რადან მოთხოვნამ ერთბაშად მოიმატა. მომხმარებელი ფიქრობს, მარტამდე მოასწროს ყიდვა. უკვე შეკვეთილი პარტიის ჩამოსვლას იმპორტიორები თებერვალში ელოდებიან. ისინი ამბობნ, რომ მარჯვენასაჭიან მანქანებს ერთ-ორ თვეში მეტი მოგებით გაყიდიან. იმპორტიორთა ვარაუდით, მარტის შემდეგ მარცხენასაჭიანი მანქანებიც გაძვირდება, რადგან მხოლო მათზე იქნება მოთხოვნა, თუმცა ტენდენცია დიდხანს არ შენარჩუნდება და ფასიც ნელ-ნელა დარეგულირდება.

მთლიანობაში, დილერების ნაწილი მარჯვენასაჭიანებთან დაკავშირებულ აკრძალვას დადებითად აფასებს. ის სეგმენტი კი, რომელიც მხოლოდ ასეთი მანქანების შემოყვანით იყო დაკავებული, აშკარად უკმაყოფილოა. ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ შესაძლოა, ამით საქართველოში იაფი მანქანების ხანაც დასრულდეს. ასე ფიქრობს ლევან ვეშაპური, რომლის თქმითაც, აკრძალვის პარალელურად, შედარებით ნაკლებ ფასში, მხოლოდ ძველი გამოშვების მანქანის რეალიზაცია მოუწევთ. მისი ვარუდით, 2000 წელს ზემოთ გამოშვებულიან ახალი ანქანების ფასი მინიმუმ 20%-ით მოიმატებს.

"შეკვეთილ პარტიას რამდენიმე დღეში ველოდები. იმპორტი ბოლოს 2 თვის წინ განვახორციელეთ. ბევრი მანქანა არ ჩამომიყვანია, მაგრამ გაყიდვა გამიჭირდა. ახლა მეტი შეკვეთა მაქვს, რადგან კლიენტების უმეტესობა ცდილობს, მოასწროს ყიდვა. მე კი საშუალება მეძლევა, მეტი მოგება დამრჩეს. წინა პარტიისგან განსხვავებით, სადღაც 10-15%-ით ძვირად გავყიდი. ამის შემდეგ ახალი სტანდარტის შესაბამისად უნდა ვიმოქმედო, თუმცა ეს ჩემთვის ადვილი არ იქნება. არ გამოვრიცხავ, საერთოდაც შევეშვა ამ ბიზნესს, მაგრამ მანამდე ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენო. ვფიქრობ, მარტიდან მარცხენასაჭიანებსაც გააძვირებენ და ტენდენცია გაზაფხულის ბოლომდე შენარჩუნდება", - ამბობს ავტოდილერი.

რუსთავის ბაზრობაზე მომუშავე ლადო გერსამია ამბობს, რომ იმპორტიორებისთვის ახალ სტანდარტზე გადასვლა რთული პროცესი იქნება. რაც შეეხება ფასს, უახლოეს რამდენიმე თვეში ბაზარზე რყევაა მოსალოდნელი, რადგან ცვლილება აბსოლუტურად ყველა კატეგორიის ავტომობილს შეეხება.

"მარჯვენასაჭიანი მანქანების გაყიდვას ხელს უწყობდა ფასი, სიიაფის გამო კლიენტების უმეტესობა ასეთ მანქანას უკვეთავდა. გარდა ამისა, იგი უფრო ეკონომიურიცაა და უპირატესობა ამ მხრივაც აქვს. ვისაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილის ყიდვა უნდოდა, ამ პროცესს დააჩქარებს კიდეც, რომ ვადაში ჩაეტიოს. ალბათ ცოტას იზარალებს ფასში. ახლა გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს. სხვაობა უკვე 10-15%-ის ფარგლებშია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია