პოლიტიკა
სამართალი

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვეიცარიული ძროხები კასპში
შვეიცარიული ძროხები კასპში

ნანა და კახა ბუ­ნ­ტუ­რებ­მა ოთხი წლის წინ გა­და­წყვი­ტეს­ თბი­ლი­სი­დან კას­პში, მა­მა­პა­პის­ეულ ად­გილ-მა­მულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ჯერ 10 ათა­სი ძირი პო­მი­დო­რი და­რგეს, მერე ღო­რე­ბი გა­ზარ­დეს, მაგ­რამ მო­გე­ბა ვერ მი­ი­ღეს. არც ინ­და­უ­რის, ქათ­მის, იხ­ვის მომ­რავ­ლე­ბა გა­მოდ­გა რენ­ტა­ბე­ლუ­რი, რად­გან 200-300 სული ფრთის გაზ­რდა ხარჯს ვერ ფა­რავ­და. ბო­ლოს ძრო­ხე­ბის ყიდ­ვა გა­და­წყვი­ტეს. რო­გორ აე­წყო საქ­მე და რა ხდე­ბა ახლა? რამ მის­ცა ბიძ­გი ამ რთუ­ლი საქ­მის და­წყე­ბას?

კახა: "ჩემი დიდი პაპა, სო­ლო­მონ ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, ვა­ჭარ­თა გილ­დი­ის წევ­რი იყო და შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი ჰქონ­და. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე მისი ხში­რი სტუ­მა­რი ყო­ფი­ლა. სო­ლო­მონ­მა ვე­ნა­ხი სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის წინ გა­ა­შე­ნა. რქა­წი­თე­ლი და ჩი­ნუ­რი ვა­ზია დარ­გუ­ლი, რო­მელ­საც ნელ-ნელა ვა­ახ­ლებთ. ჩვენ­თვის უც­ნო­ბი ჯი­შე­ბიც არის. მათი და­სა­ხე­ლე­ბა აგ­რო­ნო­მებ­მაც არ იცი­ან."

- თქვე­ნამ­დე მო­სას­ვლე­ლი გზით ვერ და­იტ­რა­ბა­ხებთ...

- 3 წლის წინ ხიდი მდი­ნა­რემ და­ა­ზი­ა­ნა, მან­ქა­ნა ვე­ღარ გა­დის. შეგ­ვპირ­დნენ აღ­დგე­ნას, მაგ­რამ ამა­ოდ. ხრე­ში უნდა და­ი­ყა­როს, არც ას­ფალტს ვი­თხოვთ და არც ხი­დის გა­მაგ­რე­ბას. როცა ლე­ხუ­რა დიდ­დე­ბა, სა­ერ­თოდ მო­წყვე­ტი­ლი ვართ. სას­მე­ლი წყა­ლიც არ არის, ყვე­ლას ჭა აქვს. ეს ად­გი­ლი კას­პის გა­რე­უ­ბა­ნია და ზემო ჭა­ლებს ეძა­ხი­ან.

- რა ჯი­შის ძრო­ხე­ბი იყი­დეთ?

ნანა: "კარ­გი ჯი­შის ძრო­ხა 3.000-3.500 ლარი ღირს. კას­პში და სა­ერ­თოდ, ქარ­თლში, არის მხო­ლოდ 1.000-ლა­რი­ა­ნი ძრო­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც 1,5-2 ლიტრ რძეს იწ­ვე­ლი­ან. როცა 25 წე­ლი­წადს ნა­ხირ­ში ერთი და იგი­ვე სა­ქო­ნე­ლი და­დის, არ ემა­ტე­ბათ ახა­ლი ძრო­ხა ან ბუღა და ერ­თმა­ნეთ­ში მრავ­ლდე­ბი­ან, უკვე გა­დაგ­ვა­რე­ბის პი­რას არი­ან - ხორ­ცი არ უვარ­გათ, არც იზ­რდე­ბი­ან და აღარც იწ­ვე­ლე­ბი­ან. ძრო­ხე­ბის შე­სარ­ჩე­ვად თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ვი­ყა­ვით. მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნე­ლი სე­ლექ­ცი­ო­ნე­რი ჩა­მო­ვი­და. მან შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ჯი­შის შვი­ცე­ბი ად­გი­ლობ­რივ ძრო­ხებ­თან შე­აჯ­ვა­რა და 10-15 წე­ლი­წად­ში გა­მო­იყ­ვა­ნა კარ­გი ჯი­შის ძრო­ხე­ბი, რომ­ლებ­საც შვიც­ნა­რევს ეძა­ხი­ან. ის საკ­მა­ოდ დი­დია (ტონა და მე­ტიც) და 25 ლიტ­რამ­დე იწ­ვე­ლის. ორი ასე­თი ძრო­ხა თე­ლეთ­ში ვი­ყი­დეთ. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს რუ­სებს, უკ­რა­ი­ნე­ლებ­სა და ბე­ლო­რუ­სებს ჰყავ­დათ სა­უ­კე­თე­სო ძრო­ხე­ბი. ჩვენც გვყავ­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­ლექ­ცია 25 წე­ლია აღარ არ­სე­ბობს.

შვი­ცი დიდი წვე­ლა­დო­ბის ძრო­ხაა და კვე­ბაც კარ­გი უნდა: ერთ ჭა­მა­ზე ერთი შეკ­ვრა დაპ­რე­სი­ლი თივა (20-25 კგ) სჭირ­დე­ბა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 5 შეკ­ვრა, 100 ლიტ­რი წყა­ლი და 10 კი­ლოგ­რა­მამ­დე კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი (ქატო, ქერი, სი­მინ­დი) საკ­ვე­ბი...

12 ძრო­ხა და 5 ხბო გვყავს. ახლა გა­და­ვე­დით ხე­ლოვ­ნურ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ზე. ძრო­ხე­ბი ჯერ­სი­სა და სი­მენ­ტა­ი­ლე­რის ჯი­შე­ბით გა­ვა­ნა­ყო­ფი­ე­რეთ. მარ­ტის­თვის ხბო­რებს ვე­ლო­დე­ბით და მერე ავირ­ჩევთ, რო­მე­ლი ჯიში და­ვი­ტო­ვოთ. ერთი ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბუ­ლი სა­ხა­რე ხბო უკვე გვყავს."

- იმ პირ­ველ ორ ძრო­ხას სა­ხე­ლე­ბი­ და­არ­ქვით?

- ერ­თმა გლეხ­მა მი­თხრა, სა­საკ­ლა­ო­ზე წა­საყ­ვან სა­ქო­ნელს სა­ხე­ლი თუ ექ­ნე­ბა, ის მუდ­მი­ვად გე­მახ­სოვ­რე­ბა, ამი­ტომ არ და­არ­ქვაო. ისე, მო­ფე­რე­ბით, ბო­ჩის ვე­ძა­ხი.

- სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი და­გეხ­მა­რათ?

კახა: "კას­პში უზარ­მა­ზა­რი ტრაქ­ტო­რი გა­მოყ­ვეს და­ბარ­ვის­თვის, ისე ატ­რი­ა­ლებს მი­წას, მერე იმ ად­გი­ლას ვერც დარ­გავ და ვერც და­თე­სავ. ვა­უ­ჩე­რით 1 ტო­მა­რა გვარ­ჯი­ლა და შხამ­ქი­მი­კა­ტე­ბი ავი­ღეთ. ამ­ბო­ბენ, იაფი კრე­დი­ტით შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლო­თო, თუმ­ცა ჩვენ ვე­რა­ფე­რი გა­ვა­წყვეთ. თი­ვის შე­სა­ძე­ნად 4.000 ლარი დაგ­ვჭირ­და და ბან­კმა 23%-იანი კრე­დი­ტი მოგ­ვცა."

ნანა: "შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე კმა­ყო­ფი­ლია რე­ფორ­მე­ბით და რა­ღა­ცით ისარ­გებ­ლეს კი­დეც, მაგ­რამ ჩვენ ამას ვერ ვი­ტყვით. ვერ გა­ვი­გეთ, გრანტს ვის აძ­ლე­ვენ? ყვე­ლის ამო­საყ­ვა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბა გვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ჯერ ვერ შე­ვი­ძი­ნეთ, თან­ხა არა გვაქვს. კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბის და­არ­სე­ბა უნ­დათ, მაგ­რამ ამა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, იმი­ტომ, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად სუს­ტი გლე­ხი ძლი­ერ კო­ო­პე­რა­ტივს ვერ შექ­მნის. აქ ნა­ხირ­ში ძრო­ხე­ბი და­დი­ან, დღე­ში 1,5 ლიტრ რძეს იწ­ვე­ლი­ან, ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი წვე­ლა­დო­ბის ძრო­ხა კი - 22 ლიტრს. ახა­ლი ჯი­შე­ბი რომ გვე­ყო­ლე­ბა, 36-ლიტრს მო­იწ­ვე­ლი­ან. ვის­თან გა­ვერ­თი­ან­დეთ?"

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შვეიცარიული ძროხები კასპში

შვეიცარიული ძროხები კასპში

ნანა და კახა ბუ­ნ­ტურებმა ოთხი წლის წინ გადაწყვიტეს­ თბილისიდან კას­პში, მამაპაპის­ეულ ადგილ-მამულში დაბ­რუნება. ჯერ 10 ათასი ძირი პომიდორი და­რგეს, მერე ღორები გაზარდეს, მაგრამ მოგება ვერ მიიღეს. არც ინდაურის, ქათმის, იხვის მომრავლება გამოდგა რენტაბელური, რადგან 200-300 სული ფრთის გაზრდა ხარჯს ვერ ფარავდა. ბოლოს ძროხების ყიდვა გადაწყვიტეს. როგორ აეწყო საქმე და რა ხდება ახლა? რამ მისცა ბიძგი ამ რთული საქმის დაწყებას?

კახა: "ჩემი დიდი პაპა, სოლომონ ღვინიაშვილი, ვაჭართა გილდიის წევრი იყო და შეძლებული ოჯახი ჰქონდა. ილია ჭავჭავაძე მისი ხშირი სტუმარი ყოფილა. სოლომონმა ვენახი საუკუნეზე მეტი ხნის წინ გააშენა. რქაწითელი და ჩინური ვაზია დარგული, რომელსაც ნელ-ნელა ვაახლებთ. ჩვენთვის უცნობი ჯიშებიც არის. მათი დასახელება აგრონომებმაც არ იციან."

- თქვენამდე მოსასვლელი გზით ვერ დაიტრაბახებთ...

- 3 წლის წინ ხიდი მდინარემ დააზიანა, მანქანა ვეღარ გადის. შეგვპირდნენ აღდგენას, მაგრამ ამაოდ. ხრეში უნდა დაიყაროს, არც ასფალტს ვითხოვთ და არც ხიდის გამაგრებას. როცა ლეხურა დიდდება, საერთოდ მოწყვეტილი ვართ. სასმელი წყალიც არ არის, ყველას ჭა აქვს. ეს ადგილი კასპის გარეუბანია და ზემო ჭალებს ეძახიან.

- რა ჯიშის ძროხები იყიდეთ?

ნანა: "კარგი ჯიშის ძროხა 3.000-3.500 ლარი ღირს. კასპში და საერთოდ, ქართლში, არის მხოლოდ 1.000-ლარიანი ძროხები, რომლებიც 1,5-2 ლიტრ რძეს იწველიან. როცა 25 წელიწადს ნახირში ერთი და იგივე საქონელი დადის, არ ემატებათ ახალი ძროხა ან ბუღა და ერთმანეთში მრავლდებიან, უკვე გადაგვარების პირას არიან - ხორცი არ უვარგათ, არც იზრდებიან და აღარც იწველებიან. ძროხების შესარჩევად თითქმის ყველა რეგიონში ვიყავით. მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოში გერმანელი სელექციონერი ჩამოვიდა. მან შვეიცარიული ჯიშის შვიცები ადგილობრივ ძროხებთან შეაჯვარა და 10-15 წელიწადში გამოიყვანა კარგი ჯიშის ძროხები, რომლებსაც შვიცნარევს ეძახიან. ის საკმაოდ დიდია (ტონა და მეტიც) და 25 ლიტრამდე იწველის. ორი ასეთი ძროხა თელეთში ვიყიდეთ. საბჭოთა კავშირის დროს რუსებს, უკრაინელებსა და ბელორუსებს ჰყავდათ საუკეთესო ძროხები. ჩვენც გვყავდა, მაგრამ საქართველოში სელექცია 25 წელია აღარ არსებობს.

შვიცი დიდი წველადობის ძროხაა და კვებაც კარგი უნდა: ერთ ჭამაზე ერთი შეკვრა დაპრესილი თივა (20-25 კგ) სჭირდება, დღის განმავლობაში 5 შეკვრა, 100 ლიტრი წყალი და 10 კილოგრამამდე კომბინირებული (ქატო, ქერი, სიმინდი) საკვები...

12 ძროხა და 5 ხბო გვყავს. ახლა გადავედით ხელოვნურ განაყოფიერებაზე. ძროხები ჯერსისა და სიმენტაილერის ჯიშებით გავანაყოფიერეთ. მარტისთვის ხბორებს ველოდებით და მერე ავირჩევთ, რომელი ჯიში დავიტოვოთ. ერთი ხელოვნურად განაყოფიერებული სახარე ხბო უკვე გვყავს."

- იმ პირველ ორ ძროხას სახელები­ დაარქვით?

- ერთმა გლეხმა მითხრა, სასაკლაოზე წასაყვან საქონელს სახელი თუ ექნება, ის მუდმივად გემახსოვრება, ამიტომ არ დაარქვაო. ისე, მოფერებით, ბოჩის ვეძახი.

- სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული რეფორმები დაგეხმარათ?

კახა: "კასპში უზარმაზარი ტრაქტორი გამოყვეს დაბარვისთვის, ისე ატრიალებს მიწას, მერე იმ ადგილას ვერც დარგავ და ვერც დათესავ. ვაუჩერით 1 ტომარა გვარჯილა და შხამქიმიკატები ავიღეთ. ამბობენ, იაფი კრედიტით შეგიძლიათ ისარგებლოთო, თუმცა ჩვენ ვერაფერი გავაწყვეთ. თივის შესაძენად 4.000 ლარი დაგ­ვჭირდა და ბანკმა 23%-იანი კრედიტი მოგვცა."

ნანა: "შეიძლება ვინმე კმაყოფილია რეფორმებით და რაღაცით ისარგებლეს კიდეც, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვიტყვით. ვერ გავიგეთ, გრანტს ვის აძლევენ? ყველის ამოსაყვანი მოწყობილობა გვჭირდება, მაგრამ ჯერ ვერ შევიძინეთ, თანხა არა გვაქვს. კოოპერატივების დაარსება უნდათ, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია, იმიტომ, რომ მატერიალურად სუსტი გლეხი ძლიერ კოოპერატივს ვერ შექმნის. აქ ნახირში ძროხები დადიან, დღეში 1,5 ლიტრ რძეს იწველიან, ჩვენი ყველაზე ნაკლები წველადობის ძროხა კი - 22 ლიტრს. ახალი ჯიშები რომ გვეყოლება, 36-ლიტრს მოიწველიან. ვისთან გავერთიანდეთ?"

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია