პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახლო მომავალში 1 კოლოფი სიგარეტი 5 ლარი ეღირება
ახლო მომავალში 1 კოლოფი სიგარეტი 5 ლარი ეღირება

2024 წლის­თვის სი­გა­რე­ტის აქ­ცი­ზი და­ახ­ლო­ე­ბით 3 ლა­რამ­დე გაძ­ვირ­დე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ 1 კო­ლო­ფი "ვინ­სტო­ნი" 5 ლარ­ზე მეტი ეღი­რე­ბა. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო სა­ბო­ლოო გეგ­მას წლის ბო­ლომ­დე და­ამ­ტკი­ცებს. მა­ნამ­დე კი თამ­ბა­ქოს იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, მთავ­რო­ბა გა­ცი­ლე­ბით გრძელ­ვა­დი­ან გეგ­მა­სა და აქ­ცი­ზის შე­და­რე­ბით და­ბალ გა­ნაკ­ვეთ­ზე და­ი­თან­ხმონ. სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ევ­რო­პის საბ­ჭოს 2011 წლის 21 ივ­ნი­სის 2011/64/UE დი­რექ­ტი­ვას­თან (წარ­მო­ე­ბუ­ლი თამ­ბა­ქოს აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის სტრუქ­ტუ­რი­სა და გა­ნაკ­ვე­თე­ბის შე­სა­ხებ) და­ახ­ლო­ე­ბას. დი­რექ­ტი­ვის მე-10 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, გან­სა­ზღვრუ­ლია აქ­ცი­ზის მი­ნი­მა­ლუ­რი გა­ნაკ­ვე­თი 1000 ღერ სი­გა­რეტ­ზე, 90 ევ­როს ოდე­ნო­ბით.

"რე­ზო­ნანსს" ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ თამ­ბა­ქო­ზე აქ­ცი­ზის ზრდა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ეტა­პობ­რი­ვად, ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ამას­თა­ნა­ვე, თამ­ბა­ქო­ზე აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თის ყო­ველ­წლი­უ­რი ზრდის გრა­ფი­კი ამ­ჟა­მად შე­მუ­შა­ვე­ბის ეტაპ­ზეა, მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­სულ­ტა­ცია ბიზ­ნეს­სექ­ტორ­თან და აქ­ცი­ზის ზრდის გეგ­მა წლის ბო­ლომ­დე დამ­ტკიც­დე­ბა. "რე­ზო­ნან­სის­თვის" ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ას ბიზ­ნე­სომ­ბუდსმენ­მა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი 8-წლი­ა­ნი გეგ­მა წა­რუდ­გი­ნა. გეგ­მის მი­ხედ­ვით, აქ­ცი­ზის ზრდა გაგ­რძელ­დე­ბა 2017 წელ­საც და ყო­ველ­წლი­უ­რად 2024 წლამ­დე. "ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის მა­ტე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, 2024 წლამ­დე აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თი სი­გა­რეტ­ზე გა­ი­ზარ­დოს 90 ევ­რომ­დე ათას ღერ­ზე და იმის გამო, რომ ერ­თბა­შად არ მოხ­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნაკ­ვე­თის ფას­ში ასახ­ვა, ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა აქ­ცი­ზი თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე მცი­რე დო­ზით", - გა­ნა­ცხა­და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლაშა ხუ­ციშ­ვილ­მა.

ამ დრო­ის­თვის 1000 ღერ სი­გა­რეტ­ზე აქ­ცი­ზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 21 ევ­როა. 90 ევ­რომ­დე გაზ­რდა (არ­სე­ბუ­ლი კურ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით) ნიშ­ნავს იმას, რომ 2024 წლის­თვის 1 კო­ლოფ სი­გა­რეტ­ზე აქ­ცი­ზი 3 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა; ანუ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში სი­გა­რეტ "ვინ­სტო­ნის" ფასი 5 ლა­რის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა. მთავ­რო­ბის გეგ­მის მი­ხედ­ვით, 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1 კო­ლოფ სი­გა­რეტ­ზე აქ­ციზ­მა 40 თეთ­რით უნდა მო­ი­მა­ტოს, შე­სა­ბა­მი­სად, თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ცი­აც ყო­ველ­წლი­უ­რად და­ხა­ლო­ე­ბით ასე­თი ბი­ჯით გაძ­ვირ­დე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ახლო მომავალში 1 კოლოფი სიგარეტი 5 ლარი ეღირება

ახლო მომავალში 1 კოლოფი სიგარეტი 5 ლარი ეღირება

2024 წლისთვის სიგარეტის აქციზი დაახლოებით 3 ლარამდე გაძვირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 კოლოფი "ვინსტონი" 5 ლარზე მეტი ეღირება. ფინანსთა სამინისტრო საბოლოო გეგმას წლის ბოლომდე დაამტკიცებს. მანამდე კი თამბაქოს იმპორტიორები ცდილობენ, მთავრობა გაცილებით გრძელვადიან გეგმასა და აქციზის შედარებით დაბალ განაკვეთზე დაითანხმონ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის ევროპის საბჭოს 2011 წლის 21 ივნისის 2011/64/UE დირექტივასთან (წარმოებული თამბაქოს აქციზის გადასახადის სტრუქტურისა და განაკვეთების შესახებ) დაახლოებას. დირექტივის მე-10 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია აქციზის მინიმალური განაკვეთი 1000 ღერ სიგარეტზე, 90 ევროს ოდენობით.

"რეზონანსს" ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, რომ თამბაქოზე აქციზის ზრდა განხორციელდება ეტაპობრივად, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით. ამასთანავე, თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ყოველწლიური ზრდის გრაფიკი ამჟამად შემუშავების ეტაპზეა, მიმდინარეობს კონსულტაცია ბიზნესსექტორთან და აქციზის ზრდის გეგმა წლის ბოლომდე დამტკიცდება. "რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა, რომ თამბაქოს ინდუსტრიას ბიზნესომბუდსმენმა ფინანსთა სამინისტროში შემუშავებული 8-წლიანი გეგმა წარუდგინა. გეგმის მიხედვით, აქციზის ზრდა გაგრძელდება 2017 წელსაც და ყოველწლიურად 2024 წლამდე. "ეს განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც ითვალისწინებს აქციზის გადასახადის მატებას. საქართველოს აქვს ვალდებულება, 2024 წლამდე აქციზის განაკვეთი სიგარეტზე გაიზარდოს 90 ევრომდე ათას ღერზე და იმის გამო, რომ ერთბაშად არ მოხდეს აღნიშნული განაკვეთის ფასში ასახვა, ყოველწლიურად იზრდება აქციზი თამბაქოს ნაწარმზე მცირე დოზით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა.

ამ დროისთვის 1000 ღერ სიგარეტზე აქციზის ღირებულება 21 ევროა. 90 ევრომდე გაზრდა (არსებული კურსის გათვალისწინებით) ნიშნავს იმას, რომ 2024 წლისთვის 1 კოლოფ სიგარეტზე აქციზი 3 ლარამდე გაიზრდება; ანუ რამდენიმე წელიწადში სიგარეტ "ვინსტონის" ფასი 5 ლარის ფარგლებში იქნება. მთავრობის გეგმის მიხედვით, 8 წლის განმავლობაში 1 კოლოფ სიგარეტზე აქციზმა 40 თეთრით უნდა მოიმატოს, შესაბამისად, თამბაქოს პროდუქციაც ყოველწლიურად დახალოებით ასეთი ბიჯით გაძვირდება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია