პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერიაში სერიოზული სკანდალი მწიფდება?!
მერიაში სერიოზული სკანდალი მწიფდება?!

ნარ­მა­ნი­ას თბი­ლი­სის 2016 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი საკ­რე­ბუ­ლომ შე­ნიშ­ვნე­ბით უკან და­უბ­რუ­ნა, რის შემ­დე­გაც ქა­ლა­ქის­თავს კი­დევ ორი მცდე­ლო­ბა აქვს ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნოს­თვის მო­სა­წო­ნებ­ლად, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შინ წას­ვლა მარ­თლაც მო­უ­წევს.

საკ­რე­ბუ­ლოს კო­მი­სი­ე­ბის, ფრაქ­ცი­ე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის შე­ნიშ­ვნე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 30 გვერდს მო­ი­ცავს და შემ­დეგ სა­კი­თხებს შე­ე­ხე­ბა: მცირ­დე­ბა ხარ­ჯე­ბი გამ­წვა­ნე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის; ნარ­მა­ნი­ას და­პი­რე­ბუ­ლი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ავ­ტო­სად­გო­მე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა არც მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯეტ­შია შე­სუ­ლი; არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ცხოვ­რი­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა; 5,8 მი­ლი­ო­ნი ლა­რით მცირ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დახ­მა­რე­ბის ხარ­ჯე­ბი და სხვ. სა­მა­გი­ე­როდ, იზ­რდე­ბა თბი­ლი­სის მორ­თვა-მო­კაზმვი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის­თვის სა­კონ­სულ­ტა­ციო ხარ­ჯე­ბი 4-4 მი­ლი­ო­ნი ლა­რით. შე­ნიშ­ვნე­ბის თა­ნახ­მად, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი მე­რის­გან ითხოვს 20-ლა­რი­ან და­ნა­მატს თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი 190 ათა­სი პენ­სი­ო­ნე­რის­თვის, რის­თვი­საც წე­ლი­წად­ში 45 მი­ლი­ო­ნი ლა­რია სა­ჭი­რო. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი ასე­ვე ითხოვს, რომ თბი­ლი­სის სკო­ლე­ბი­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის პე­და­გო­გებ­ზე 50-ლა­რი­ა­ნი და­ნა­მა­ტი გა­ი­ცეს. გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს თუ არა ქა­ლა­ქის­თა­ვი ამ და სხვა შე­ნიშ­ვნებს და გაზ­რდის თუ არა სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას, 10 დე­კემ­ბერს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, მა­ნამ­დე კი ბი­უ­ჯე­ტის რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო პა­რა­მეტ­რი მინ­და გა­გაც­ნოთ, რომ­ლებ­ზეც დე­პუ­ტა­ტებს შე­კი­თხვე­ბი რა­ტომ­ღაც არ გას­ჩე­ნი­ათ.

თბი­ლი­სის 2016 წლის ბი­უ­ჯე­ტი 810 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა. აქე­დან შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 102 მი­ლი­ო­ნი ლა­რია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მა­შინ, როცა შარ­შან ეს თან­ხა 43 მი­ლი­ო­ნი იყო, 2013 წელს კი - 48 მი­ლი­ო­ნი. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტ­ში სა­ხელ­ფა­სო ფონ­დი იმის ხარ­ჯზე გა­ი­ზარ­და, რომ მა­ნამ­დე მე­რი­ას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი­სა (სსიპ) თუ არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის (აიპ) და­ფი­ნან­სე­ბა სუბ­სი­დი­ის მუხ­ლით ხდე­ბო­და, ახლა კი ეს თან­ხა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ში ასა­ხეს. ამა­ვე მი­ზე­ზით ხსნი­ან თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის 1800 კა­ცით ზრდას შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით. თუმ­ცა არა­ვინ იხ­სე­ნებს, რომ აქამ­დე მე­რი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ხან­ძრო, სა­მაშ­ვე­ლო და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ - სწო­რედ ამით ახ­სნა ცოტა ხნის წინ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ჩვე­ნი პუბ­ლი­კა­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხელ­ფა­სო ფონ­დის 57 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გაზ­რდა.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მხო­ლოდ უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის და­ფი­ნან­სე­ბა თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტს წე­ლი­წად­ში 21 მი­ლი­ო­ნი ლარი უჯ­დე­ბო­და... სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არ აი­სა­ხა ამ სამ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრა­ლურ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე გა­დას­ვლა მე­რი­ის სა­ხელ­ფა­სო ფონ­დზე? ამ შე­კი­თხვას, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე კვა­ლი­ფი­ცი­ურ პა­სუხს, და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი გას­ცემს, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის, რი­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი უწყე­ბა, ვფიქ­რობ, უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს. სან­დო წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუბ­სი­დი­ი­დან შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე გა­დაყ­ვა­ნი­ლი სსიპ-ები­სა და აიპ-ების თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლით არის გაზ­რდი­ლი. სწო­რედ გა­დაყ­ვა­ნი­სას "იბარ­ტყეს" თურ­მე მათ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და. თუ აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი ამ დე­ტა­ლებს კარ­გად შე­ის­წავ­ლის, შე­საძ­ლოა, მე­რია სე­რი­ო­ზულ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვი­ოს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მერიაში სერიოზული სკანდალი მწიფდება?!

მერიაში სერიოზული სკანდალი მწიფდება?!

ნარმანიას თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ შენიშვნებით უკან დაუბრუნა, რის შემდეგაც ქალაქისთავს კიდევ ორი მცდელობა აქვს ფინანსური დოკუმენტის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის მოსაწონებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინ წასვლა მართლაც მოუწევს.

საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის შენიშვნები დაახლოებით 30 გვერდს მოიცავს და შემდეგ საკითხებს შეეხება: მცირდება ხარჯები გამწვანების ღონისძიებებისთვის; ნარმანიას დაპირებული მრავალსართულიანი ავტოსადგომების მშენებლობა არც მომავალი წლის ბიუჯეტშია შესული; არ არის გათვალისწინებული სოციალური საცხოვრისების მშენებლობა; 5,8 მილიონი ლარით მცირდება სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ხარჯები და სხვ. სამაგიეროდ, იზრდება თბილისის მორთვა-მოკაზმვისა და ექსპერტებისთვის საკონსულტაციო ხარჯები 4-4 მილიონი ლარით. შენიშვნების თანახმად, ალეკო ელისაშვილი მერისგან ითხოვს 20-ლარიან დანამატს თბილისში მცხოვრები 190 ათასი პენსიონერისთვის, რისთვისაც წელიწადში 45 მილიონი ლარია საჭირო. დამოუკიდებელი დეპუტატი ასევე ითხოვს, რომ თბილისის სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებზე 50-ლარიანი დანამატი გაიცეს. გაითვალისწინებს თუ არა ქალაქისთავი ამ და სხვა შენიშვნებს და გაზრდის თუ არა სოციალური პროგრამების დაფინანსებას, 10 დეკემბერს გახდება ცნობილი, მანამდე კი ბიუჯეტის რამდენიმე საინტერესო პარამეტრი მინდა გაგაცნოთ, რომლებზეც დეპუტატებს შეკითხვები რატომღაც არ გასჩენიათ.

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 810 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან შრომის ანაზღაურებისთვის დაახლოებით 102 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მაშინ, როცა შარშან ეს თანხა 43 მილიონი იყო, 2013 წელს კი - 48 მილიონი. როგორც გავარკვიეთ, თბილისის ბიუჯეტში სახელფასო ფონდი იმის ხარჯზე გაიზარდა, რომ მანამდე მერიას დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა (სსიპ) თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (აიპ) დაფინანსება სუბსიდიის მუხლით ხდებოდა, ახლა კი ეს თანხა შრომის ანაზღაურებაში ასახეს. ამავე მიზეზით ხსნიან თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობის 1800 კაცით ზრდას შარშანდელთან შედარებით. თუმცა არავინ იხსენებს, რომ აქამდე მერიის დაქვემდებარებაში არსებული სახანძრო, სამაშველო და უსაფრთხოების სამსახურები ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე გადავიდნენ - სწორედ ამით ახსნა ცოტა ხნის წინ ფინანსთა მინისტრმა ჩვენი პუბლიკაციის საპასუხოდ ცენტრალური ხელისუფლების სახელფასო ფონდის 57 მილიონი ლარით გაზრდა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება თბილისის ბიუჯეტს წელიწადში 21 მილიონი ლარი უჯდებოდა... საინტერესოა, რატომ არ აისახა ამ სამსახურების ცენტრალურ დაფინანსებაზე გადასვლა მერიის სახელფასო ფონდზე? ამ შეკითხვას, ალბათ, ყველაზე კვალიფიციურ პასუხს, დაინტერესების შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური გასცემს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რითაც აღნიშნული უწყება, ვფიქრობ, უნდა დაინტერესდეს. სანდო წყაროს ინფორმაციით, სუბსიდიიდან შრომის ანაზღაურებაზე გადაყვანილი სსიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლების რაოდენობა რამდენიმე ასეულით არის გაზრდილი. სწორედ გადაყვანისას "იბარტყეს" თურმე მათმა თანამშრომლებმა და თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. თუ აუდიტის სამსახური ამ დეტალებს კარგად შეისწავლის, შესაძლოა, მერია სერიოზულ სკანდალში გაეხვიოს.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."