დიდთოვლობამ სვანეთში პრობლემები შექმნა. ამჟამად, მესტიაში თოვლის საფარი 40 სმ-ს აღწევს. მუნიციპალიტეტის გამგებლის კახაბერ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ორი სოფელი - იელი და უშგული მესტიას მოწყდა. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და გზის გაწმენდა დღის ბოლომდე დასრულდება.
"რაც შეეხება უშგულს, აქ გზის გაწმენდა უამინდობის გამო ხვალამდე ვერ მოხერხდება", - ამბობს ჟორჟოლიანი.
გამგებლის თქმით, მესტიას ელექტროენერგია უპრობლემოდ მიეწოდება.
წყარო: radioatinati.ge